სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონიკი 8374განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის დღის კრემი + თვალის კრემი 8398განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + საჩუქარი 32038განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + სახის ტონერი 3454განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Ziaja - ზიაია დღის კრემი + ღამის კრემი ლიფტინგი 2619განსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი და შრატი 1+1 ლიფტინგი 1949განსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- Ziaja - ზიაია დღის და ღამის კრემი Natural 5389განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა სახის კრემი + თვალის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 6111განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Ziaja - ზიაია ჟასმინის სახის კრემი + თვალის კრემი 5762განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + ლოსიონი 5892განსაკუთრებული ფასი 21,98 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონერი 200 მლ 2205განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ზეთისხილი ნაოჭების საწინააღმდეგო 30+ 16915განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია JASMN დღის კრემი VEGAN 50+ 9815განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + ღამის კრემი 3522განსაკუთრებული ფასი 19,92 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Ziaja - ზიაია ROZA დღის კრემი და ღამის კრემი 4605განსაკუთრებული ფასი 19,92 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Bepanten Derma - ბეპანთენი დერმა პომადა 4.5 7795განსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 18,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account