D-zitol - დეზიტოლი 30 ტაბლეტი
ჩვენება:პრედიაბეტი ინსულინრეზისტენტობა,IIტიპის დიაბეტი,ვისცერალური სიმსუქნე(ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
შემადგენლობა:
დ-ქირო-ინოზიტოლი 250მგ
მიო-ინოზიტოლი-200მგ
ფოლიუმის მჟავა-400 მკგ
დ-ქირო ინოზიტოლი -მიო ინოზიტოლის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ფერმენტ ეპიმერაზას მოქმედებით მიო ინოზიტოლისაგან. ის არეგულირებს ჭარბი გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნის პროცესს, ამცირებს ადროგენების კონცენტრაციას, ზრდის პროგესტერონის დონეს, არეგულირებს პროლაქტინის დონეს და FSH/LH-ის თანაფარდობას.
დ-ქირო ინოზიტოლი ასტიმულირებს ქალისა და პლაცენტის ადიპოციტური უჯრედებიდან ადიპონექტინის სინთეზს, არეგულირებს ლეპტინის დონეს და შესაბამისად ზრდის ცხიმების კატაბოლიზმის პროცესს.
დ-ქირო ინოზიტოლი-დიდი რაოდენობით წარმოდგენილია იმ უჯრედებში, რომლებიც პასუხს აგებენ გლიკოგენის შენახვაზე (ღვიძლი, კუნთები, ცხიმი).
დ-ქირო-ინოზიტოლი- ჩართულია ინსულინით ინდუცირებული სიგნალის გადაცემაში. ადამიანები ინსულინრეზისტენტობით: საკვერცხეების პოლიკისტოზის PCOS, დიაბეტის და სიმსუქნის დროს, განსხვავებით ჯანმრთელი პირებისაგან, კარგავენ დიდი რაოდენობით დ-ქირო-ინოზიტოლს
მიო ინოზიტოლი -მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინმგრძნობელობის აღდგენაში.
მიო ინოზიტოლი ზრდის გლუკოზის უჯრედულ შთანთქმას და ჩართულია ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH ) ფუნქციონირებაში.
მიო ინოზიტოლის კონცენტრაციის დონე პირდაპირ კავშირშია კვერცხუჯრედის ხარისხთან.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) -წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოლიუმი პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა: დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების სინთეზი.
დეზიტოლი უზრუნველყოფს:
- ჰორმონალური ბალანსის რეგულაცია
- მენსტრუალური ციკლის აღდგენას
- ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას
- მოცირკულირე ინსულინის და ანდროგენების რაოდენობის დაქვეითებას
- გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას
- როგორ ქალებში ასევე მამაკაცებში აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას, ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას
- სხეულის მასის ინდექსის (BMI) შემცირებას
- ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სიმსუქნის დროს წონის შემცირებას
- სისხლში ლეპტინის კონცენტრაციის რეგულაციას
- ლეპტინისადმი რეცეპტორების რეზისტენტობის შემცირებას
- ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას
ჩვენებები:
- პრედიაბეტი/ინსულინრეზისტენტობა
- IIტიპის დიაბეტი
- გესტაციური დიაბეტი
- მეტაბოლური სინდრომი
- ვისცერალური სიმსუქნე (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
- დისლიპიდემია
- საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (PCOS)
- ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმი, აკნე, სებორეა
- (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
- ვულგარული აკნე,
- მეორადი ჰიპოგონადიზმი (მოზარდ მამაკაცთა LOH )
დოზირება:
1ტაბლეტი ერთჯერ დღეში
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account