ჰომოცისტეინის მოდულატორი 120 კაფსულა სოლგარი - Solgar
ჩვენება: B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი.
Solgar - სოლგარი ჰომოცისტეინის მოდულატორი 120 კაფსულა
ჰომოცისტეინის მოდულატორი
2 მცენარეული კაფსულა შეიცავს:
ტრიმეთილგლიცინი - 1000მგ
B6 ვიტამინი:
პირიდოქსინის HCl – 50მგ
პირიდოქსალ-5-ფოსფატი - 6მგ
B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 500მკგ
ფოლიუმის მჟავა (ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა) – 400მკგ
რა არის ჰომოცისტეინი?
ჰომოცისტეინი წარმოადგენს არაცილოვან, გოგირდის შემცველ ამინომჟავას, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში. ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მონაწილეობას იღებენ B9 (ფოლიუმის მჟავა), B6, B12, ვიტამინები და ტრიმეთილგლიცინი. შესაბამისად, ამ ნივთიერებების დეფიციტი, აგრეთვე ფერმენტ MTHFR აქტივობის დაქვეითება, იწვევს ჰომოცისტეინის კონცენტრაციის ზრდას სისხლში და ვითარდება ჰიპერჰომოცისტეინემია(ჰჰ).
ჰიპერჰომოცისტეინემია წარმოადგენს ვენოზური და არტერიული თრომბოზების განვითარების რისკ-ფაქტორს. რა დროსაც, იზრდება გულ-სისხძარღვთა დაავადებების: ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიისა და ინსულტის, აგრეთვე, რეპროდუქციური გართულებების, სამეანო პათოლოგიებისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ჰიპერჰომოცისტეინემიის დროს ასევე თავს იჩენს ოქსიდაციურ სტრესი, პროგრესირებს დაბერების პროცესი და ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
B ჯგუფის ვიტამინები გარდა იმისა, რომ ამცირებენ სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას და თავიდან გვაცილებენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა და გართულებების განვითარების რისკს, ისინი აგრეთვე, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ; უზრუნველყოფენ მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებენ ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას, აუმჯობესებენ ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს; მონაწილეობენ ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში; გამოირჩევიან ნოოტროპული მოქმედებით, ხელს უშლიან თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას და შესაბამისად, აუმჯობესებენ მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს, ამცირებენ დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.
B ჯგუფის ვიტამინები ასევე ხელს უწყობენ ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებენ ძილს, ამცირებენ შფოთვასა და დეპრესიას.
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობენ ერითროციტების მომწიფებას. ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენენ პროთრომბინისა და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ისინი ასევე მონაწილეობენ ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში; დადებით გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე; ამაღლებენ ქსოვილის რეგენერაციის უნარს; ახდენენ ანაბოლურ მოქმედებას, ზრდიან ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.
ტრიმეთილგლიცინი სტრუქტურულად წარმოადგენს ამინომჟავა გლიცინს, რომელთანაც მეთილის სამი ჯგუფია დაკავშირებული. იგი ფოლიუმის მჟავის მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მეთილაციაში. შესაბამისად, ახორციელებს: ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზს, ჰორმონალური ბალანსისა და ოსმორეგულაციას და სხვა. ტრიმეთილგლიცინი უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას. იგი 25%-ით ამცირებს ღვიძლში ცხიმოვან მჟავებს.
ჩვენება:
· B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი
· არტერიული და ვენური თრომბოზები: ღრმა ვენების თრომბოზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული დაავადება, ფლებიტი (კომპლექსურ თერაპიაში)
· თრომბოფილია;
· ათეროსკლეროზი;
· დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
· მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება;
· დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, სიკვდილის შიში, შაკიკი;
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე;
· შაქრიანი დიაბეტი;
· დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია;
· გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები (ინსულტი ინფარქტი და სხვა);
· ოსტეოპოროზი;
· ჰიპერჰომოცისტეინემია;
· ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;
· ორსულობის განმეორებითი დანაკარგები, უშვილობა, სამეანო პათოლოგიები
· უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა;
დამატებითი ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, PhytO2X ანტიოქსიდანტების ნაზავი (ნატურალური ბეტა-კაროტინი, L-ასკორბინის მჟავა).
არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მისაღებია ვეგანებისთვის.
დოზირება:
მიიღება 2 კაფსულა დღეში, კვების დროს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
120 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 120 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account