ომეგა3-6-9 1300მგ 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

განსაკუთრებული ფასი 113,41 GEL რეგულარული ფასი 126,01 GEL
მარაგშია
SKU
51685_2153

ჩვენება:  აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს.

ომეგა3-6-9 1300მგ 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

სოლგარის ომეგა 3-6-9 წარმოადგენს თევზის ქონის, სელის და საროს ზეთის უნიკალურ კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით: ალფა-ლინოლის, ეიკოზაპენტანის, დოკოზაჰექსანის მჟავები (ომეგა 3), ლინოლის, გამა-ლინოლის მჟავები (ომეგა 6) და ოლეინის მჟავა (ომეგა 9).

ომეგა 3-6-9-ს შემცველი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებენ უშუალოდ უჯრედთა სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3-6-9-ს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:

• აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს

• ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას

• ამცირებენ ინსულინორეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს

• აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს

• უზრუნველყოფენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას

• ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური მოქმედება

3 კაფსულა შეიცავს:

ომეგა 3-6-9, რომლის შემადგენლობაშიც შედის:

3.9გ (3900მგ)

თევზის ქონი

1.3გ (1300მგ)

სელის ზეთი

1.3გ (1300მგ)

საროს ზეთი

1.3გ (1300მგ)

ეს სამი კომპონენტი უზრუნველყოფს:

ალფა-ლინოლის მჟავა (ომეგა 3)

585მგ

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) (ომეგა 3)

344მგ

DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) (ომეგა 3)

221მგ

ლინოლის მჟავა (ომეგა 6)

598მგ

გამა-ლინოლის მჟავა (ომეგა 6)

247მგ

ოლეინის მჟავა (ომეგა 9)

325მგ

 

ჩვენება:

• ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა

• დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება

• ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება

• გინეკოლოგია: ორსულების და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა, ნაყოფის ცნს-ისა და მხედველობის ორგანოს ფორმირებაში მონაწილეობა), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

• კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია

• რევმატოლოგია: ართრიტი, ართროზი

• აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი

• ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

• ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა

• სპორტული მედიცინა - ბოდიბილდინგი, ფიზიკურ დატვირთვასთან ორგანიზმის სწრაფი ადაპტაცია

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, ჯამური ტოკოფეროლები. შეიცავს თევზს (ანჩოუსი, სკუმბრია, სარდინი)

არ შეიცავს:გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავს.

მიღების წესი:

მიიღება 1კაფსულა 3-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ: MASOMEGA - მასომეგა 369 60 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy