ჯუვექსტრა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 59,03 GEL რეგულარული ფასი 65,59 GEL
მარაგშია
SKU
59566_1477

ჯუვექსტრა აუმჯობესებს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას.

ჯუვექსტრა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ახალგაზრდული ენერგიის ბუნებრივი ფორმულა მამაკაცების და ქალებისთვის

· აუმჯობესებს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას

· ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების სინთეზს

· აუმჯობესებს ტესტოსტერონის სეკრეციას და სპერმატოგენეზის პროცესს

· აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხს, აქტივობას და მოძრაობას

· ასტიმულირებს ლიბიდოს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს

· ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ააქტიურებს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოებში

· აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, მატებს ძალას და ენერგიას.

ჩიტიწვივა შეიცავს იკარინს, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებში და აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ამიტომაც ეფექტურია ერექციული დისფუნქციის და ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს.

მაკის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს და ამინომჟავებს, ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მამაკაცის და ქალის სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას, მამაკაცებში ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და აძლიერებს სპერმატოგენეზს, აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხს, აქტივობას და მოძრაობას, ქალებში არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, ხელს უწყობს პროგესტორონის და ესტროგენების სინთეზს. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს. მაკის ფესვებში არსებული ცხიმოვანი მჟავების არსებობა ამაღლებს სქესობრივი აქტივობის სურვილს, ზრდის ლიბიდოს. ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას. დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ უჯრედში და ასტაბილურებს ფსიქოემოციურ ფონს.

კუროსთავას შემადგენლობაში შედის ისეთი აქტიური კომპონენტები, რომლებიც აუმჯობესებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას, ასტიმულირებენ რეპროდუქციულ სისტემას.

ტონგკალ ალის ფესვები შეიცავს რამდენიმე ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ასტიმულირებენ ტესტოსტერონის წარმოქმნას.

პალმეტოაფერხებს პროსტატის ჰიპერპლაზიას, ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით.

კილამურა (კლდის ძირტკბილა) - აუმჯობესებს პროსტატის ჯირკვლის ადენომის დროს შარდის გამოყოფას, გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება.

მუირა პუამას ფესვები აუმჯობესებს სექსუალურ ლტოლვას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას.

ლ არგანინი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მოძრაობა და სქესობრივი ფუნქცია. არგინინი იწვევს ფოლიკულმასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სინთეზს, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ტესტოსტერონის პროდუქციას და სპერმატოგენეზის პროცესს. არგინინი ხელს უწყობს მამაკაცებში ლიბიდოს მატებას, ფოლიკულმასტიმულირებელი(FSH) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სინთეზის გზით აბალანსებს ჰორმონალურ ფონს ქალებში, ასტიმულირებს ოვოგენეზს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ზრდის ლიბიდოს.

ჟენშენს გააჩნია ზოგადი გამაჯანსაღებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე.

ჩვენება

· სექსუალური ასთენია, პოტენციის დაქვეითება

· სქესობრივი ფუნქციის სტიმულაციისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია)

· სქესობრივი დისფუნქცია ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა)

· მომატებული ფიზიკური და გონევრივი დატვირთვა

· შრომისუნარიანობის დაქვეითება

შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს:

ჩიტი წვივას ექსტრაქტი (Epimedium sagittatum)

1000 მგ

მაკის ფესვის ფხვნილი

250 მგ

კუროსთავი - 40% ექსტრაქტი

60 მგ

კილამურა (კლდის ძირტკბილას ფესვის ფხვნილი)

20 მგ

ტონგალ ოლი (Eurocoma longifolia)

100 მგ

პალმეტო

100 მგ

მუირ პუამას ფესვის ფხვნილი

20 მგ

L არგინინი

20 მგ

ჟენშენი

20 მგ

დოზირება

დღეში 2 კაფსულა, უმჯობესია საკვებთან ერთად, ფიზიკურ აქტივობამდე 1-2 საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენება

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირები, საშვილოსნოს და ძუძუს სიმსივნე, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომა. გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტონია. პაციენტები რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy