Nutrilon - ნუტრილონი PRE რძის ნაზავი 4197

56,55 GEL
მარაგშია
SKU
44393_1122
  • ბრენდი: Nutrilion
  • პროდუქტი სახეობა: ადაპტირებული რძე
  • აღწერა: ადაპტირებული ნარევი დღენაკლი და მცირეწონიანი ახალშობილებისთვის;
  • ასაკი : დაბადებიდან 
  • წონა: 400 გრ
  • შეფუთვა: თუნუქის ქილა

Nutrilon პრე

ნუტრილონ პრეს აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება;

ყველა ძირითადი ინგრედიენტი ჯანმრთელი ზრდისთვის;

ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების–-არაქიდონისა და დოკოზაჰექსაენის (AA/DHA) ოპტიმალური თანაფარდობა;

D,K,B12  ვიტამინები და ფოლატი,მინერალები და მიკროელემენტები:კალციუმი, რკინა, თუთია– ESPGHAN-ის რეკომენდაციების შესაბამისად. 

scGOS/lcFOS დაპატენტებული კომპლექსი ამცირებს პათოგენური ბაქტერიების და ზრდის ჯანმრთელი ბიფიდობაქტერიების რაოდენობას დღენაკლ და მცირეწონიან ბავშვებში.

Pronutra + – პრებიოტიკების  (scGOS/lcFOS),ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების -არაქიდონისა და დოკოზაჰექსაენის (AA/DHA) , A,C,D ვიტამინების და რკინის  უნიკალური კომპლექსი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას  და ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფორმირებას.

მნიშვნელოვანია: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალურია ძუძუთი კვება. ნარევის გამოყენება  რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის ასაცილებლად, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მომზადების წესი.

საკვები   მოამზადეთ უშუალოდ გამოყენების წინ. არ გამოიყენოთ დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის. ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ ნარევი  მიკროტალღურ ღუმელში. არასდროს  დაამატოთ ზედმეტი ფხვნილი.

მომზადების წესი:  აუცილებლად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ საკვების მოსამზადებლად გამოსაყენებელი ჭურჭელი. გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა 10 წუთის განმავლობაში.  აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი,აცადეთ შეგრილება. ყურადღება მიაქციეთ კვების ცხრილს; ჩაასხით შესაბამისი რაოდენობის  ადუღებული და შეგრილებული წყალი სტერილურ ბოთლში. საზომი კოვზით  დაამატეთ საჭირო რაოდენობის  ნუტრილონ  პრეს ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე.  ბოთლს გაუკეთეთ სტერილური საწოვარა. მაჯის ქვედა ზედაპირზე  დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი გამოიყენეთ მომზადებისთანავე.   

100 მლ ნუტრილონ  პრე–ს ნარევი = 90 მლ წყალი + 3 საზომი კოვზი =79 კკალ (330 კჯ)

 1 საზომი კოვზი = 5,6 გრ ფხვნილს = 26,3 კკალ (110 კჯ).

საკვების მოცულობას განსაზღვრავს ექიმი! როდესაც ბავშვის წონა 2000 გრამს მიაღწევს, რეკომენდებულია   ნუტრილონ  პრე–ს გამოყენება  ნუტრილონის  სხვა ნარევთან ერთად.

შემადგენლობა: ლაქტოზა, უცხიმო რძე,  მცენარეული ცხიმების ნარევი (მზესუმზირა, ქოქოსი, სოიო, პალმა, ფურისულა, მორტიერელა ალპინა), გლუკოზის სიროფი, რძის შრატის ცილების კონცენტრატი,  პრებიოტიკები (გალაქტოოლიგოსაქარიდი–გოს და ფრუქტოოლიგოსაქარიდი–ფოს),  საშუალოჯაჭვოვანი ტრიგლიცერიდები, მინერალები, კვერცხის გულის  ფოსფოლიპიდები, თევზის ქონი, ვიტამინების კომპლექსი, ქოლინი, სოიოს ლეციტინი, ტაურინი, მიკროელემენტები, ნუკლეოტიდები, ინოზიტი, L-კარნიტინი.

შენახვის პირობები: გაუხსნელი ქილა შეინახეთ  0⁰C -დან 25⁰C–მდე ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში. გახსნილ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე (არა მაცივარში). ქილის შიგთავსი გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში.

დამზადებული და შეფუთული : ქარხანაში NUTRICIA Cuijik B.V. Grotestraat 91, 5431 DJ Cuijk (ნიდერლანდები). 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy