HIPP - ჰიპი AR დაბადებიდან 300გ 2307-03
ჰიპი AR დაბად.300გ, ჩვილ ბავშვთა ორგანული, ადვილად მოსანელებელი საკვები შერეული ან ხელოვნური კვებისთვის
Hipp Anti-Reflux ადაპტირებული რძე
Hipp Anti-Reflux - რძის მშრალი ნარევის სპეციალური ფორმულა, ჩვილ ბავშვთა ორგანული, ადვილად მოსანელებელი საკვები შერეული ან ხელოვნური კვებისთვის. რძის ეს ფორმულა გამოიყენება ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ გაძლიერებული ამოქაფება. მიიღება დაბადების პირველივე დღიდან. ARA & DHA (ომეგა 3 & 6), იმ სახით, როგორეც ისინი დედის რძეში გვხვდება. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პირველი თვეების განმავლობაში, რადგან ამ ასაკში ჩვილი საჭირო ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით თავად ვერ გამოიმუშავებენ. ბიო-ორგანული წარმოება, ჰიპის უმაღლესი ხარისხით. არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (GMO Free).
ბავშვები, რომლებიც ნაწილობრივ იკვებებიან დედის რძით, მათთვის უნდა იქნას შერჩეული ზუსტი ადაპტირებული რძის ფორმულა ფორმულა, რომელიც მოდელირებულია დედის რძის მიხედვით. ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც არის, რომ ფორმულის შემადგენლობა ზუსტად არის განსაზღვრული მოცემული კანონმდებლობით. მასში გამოიყენება ძროხის რძე, რომელიც შეიცავს კალციუმს და ძვირფას ცილებს. Hipp-ისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეს შექმნილი ფორმულა ბუნებრივ საკვებს და მასში გამოყენებულ იქნას მხოლოდ მკაცრად შემოწმებული ბუნებრივი რძე, როგორც ძირითადი შემადგენელი ელემენტი ორგანული რძის პროდუქტის ფორმულისა. Hipp იძლევა ორგანული პროდუქტების უმაღლესი ხარისხის გარანტიას. 600-ზე მეტი საკონტროლო ნიშანი პროდუქციაზე, ნიშნავს თქვენი ბავშვის უსაფრთხოების ხარისხს.
Hipp-ის ორგანული რძის ფორმულები, შემუშავდა ჩვილ ბავშვთა სპეციალისტების მიერ და 40 წლის განმავლობაში ეფუძნება უახლესსამეცნიერო ცოდნას. ორგანული პროდუქტების გამოყენებით ჩვენ ვაკმაყოფილებთ კანონით დადგენილ უმაღლეს მოთხოვნებს ამ დარგში, ჩვილთა რძის ფორმულის ნედლეულის შერჩევის პროცესში.
გაითვალისწინეთ
იმისათვის რომ ადაპტირებული რძე იყოს სწორი კონსისტენციის, შენარჩუნებულ იქნას მასში ყველა სასარგებლო თვისებები და ბავშვმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი რძისგან, საჭიროა მომზადდეს სწორად:
• დაიცავით ჰიგიენა - ყოველთვის დაიბანეთ ხელი კვების მომზადების წინ.
• გარეცხეთ საბავშვო ბოთლი და აქსესუარები საფუძვლიანად, გაასტერილეთ 10 წუთი ადუღებულ წყალში ან სასტერილიზაციო ხსნარში.
• რძის მომზადებისას აუცილებლად დაიცავით წყლის და ფხვნილის მოცულობის სწორი თანაფარდობა - პროპორციები მითითებულია ეტიკეტზე.
• ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ.
• ყოველთვის გადაასხით დარჩენილი საკვები, არ გამოიყენოთ შემდეგი კვებისთვის.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account