Friso - ფრისო 1 GOLD 0718/2650
Friso - ფრისო 1 GOLD 0718/2650 ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით
Friso - ფრისო 1 GOLD
განმარტება :
ფრისო 1 - დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევია , რომელიც გამოიყენება 0-6 თვემდე ასაკის ბავშვებში დედის რძის არარსებობის ან ნაკლებობის დროს .
სპეციალურად დამუშავებული ცილების წყალობით , ფრისო - 1 ადვილად შეიწოვება .
შრატისა და კაზეინის თანაფარდობა ისეთივეა , როგორც დედის რძეში ( 60:40 )
გალაქტოოლიგო საქარიდები ( GOS ) – ხელს უწყობენ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების კოლონიზაციას, საკვების მონელებას და სრულყოფილ ათვისებას.
ნუკლეოტიდები – აუცილებელია იმუნური სისტემის განვითარებისათვის , ხელს უწყობენ თავის ტვინის სტიმულაციას და ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციას.
შეიცავს ლინოლეინის მჟავას და α –ლინოლეინის მჟავას , რომლებიც შეუცვლელი ამინომჟავებია და მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციის პროცესში .
ანტიოქსიდანტური კომპლექსი წარმოდგენილია β კაროტინით, ვიტამინი A , C და სელენით,რომლებიც იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან
შეიცავს ტაურინს, ინოზიტოლს , ქოლინს , სელენს.
არ შეიცავს გლუტენს
კრისტალური შაქრის გარეშეა .
გამდიდრებულია რკინით
დამზადებულია და შეფუთულია ჰოლანდიაში
გამოყენების ვადები :
ფრისო 1 გამოიყენება , როგორც დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან და კვება გრძელდება 6 თვის ასაკამდე .
ნარევი მიეცემა რეჟიმული სახით .
6 თვიდან რეკომენდირებულია ბავშვის გადაყვანა ფრისო - 2 გოლდზე .
მომზადების წესი :
ბავშვის წონა /ასაკი | კვების სიხშირე დღის განმავლობაში | წყალი ( მლ) | საზომი კოვზების რაოდენობა |
<3 კგ / 0-2 კვირა | 7 | 60 | 2 |
3-4 კგ / 2-4 კვირა | 6 | 90 | 3 |
4-5 კგ / 1-2 თვე | 5-6 | 120 | 4 |
5-6 კგ / 2-4 თვე | 5 | 150 | 5 |
>6 კგ / >4 თვე | 5 | 180 | 6 |
1 საზომი კოვზი = 4,3 გრამს . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40 °C.
ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი ყოველ 30 მლ. წყალზე
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე ( 37 °ჩ ) გაგრილდება
გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუგვიანეს 1 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება :
ლაქტოზის აუტანლობა
გალაქტოზემია
გლუკოზა- გალაქტოზის მალაბსორბცია
ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ
ფენილკეტონურია
შენახვის პირობები :
გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთხი კვირის განმავლობაში. გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 1სთ-ისა, ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.
წონა: 400 გ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account