HIPP - ჰიპი3 კომბიოტიკი 11 თვიდან 2082-02
Hipp Organic Combiotic ადაპტირებული რძე 3
Hipp ჰიპოალერგიული კომბიოტიკი - პრებიოტიკებითა და პრობიოტიკებით, მოდელირებულია დედის რძის მიხედვით, რძის მშრალი ნარევი ჩვილ ბავშვთა ორგანული, ადვილად მოსანელებელი საკვები შერეული ან ხელოვნური კვებისთვის.
პრებიოტიკები: ბუნებრივი რძემჟავა კულტურა, რომელიც გამოყოფილია დედის რძისგან - მნიშვნელოვანი საკვები ბოჭკოები, გალაქტო-ოლიგოსაქარიდები, რომელიც მიღებულია ლაქტოზისგან.
ARA & DHA (ომეგა 3 & 6), იმ სახით, როგორც დედის რძეში გვხვდება. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პირველი თვეების განმავლობაში, რადგან ამ ასაკში ჩვილი საჭირო ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით თავად ვერ გამოიმუშავებს.
დაბალალერგიული ცილა - ალერგიული რეაქციების წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ცილის განსაკუთრებით ძლიერი დაყოფის გამო ჰიპოალერგიული ფორმულა მხოლოდ მცირე ზომის დაბალალერგიულ ცილის ბლოკებს შეიცავს, რომლებსაც ორგანიზმი ნაკლებად უცხოდ აღიქვამს, ამით ამცირებს რძის ცილაზე ალერგიის რისკს, ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების მსგავსად.
არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (GMO Free). ბიო-ორგანული წარმოება, ჰიპის უმაღლესი ხარისხით.
ბავშვები, რომლებიც ნაწილობრივ იკვებებიან დედის რძით, მათთვის უნდა იქნას შერჩეული ზუსტი ადაპტირებული რძის ფორმულა ფორმულა, რომელიც მოდელირებულია დედის რძის მიხედვით. ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც არის, რომ ფორმულის შემადგენლობა ზუსტად არის განსაზღვრული მოცემული კანონმდებლობით. მასში გამოიყენება ძროხის რძე, რომელიც შეიცავს კალციუმს და ძვირფას ცილებს. Hipp-ისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეს შექმნილი ფორმულა ბუნებრივ საკვებს და მასში გამოყენებულ იქნას მხოლოდ მკაცრად შემოწმებული ბუნებრივი რძე, როგორც ძირითადი შემადგენელი ელემენტი ორგანული რძის პროდუქტის ფორმულისა. Hipp იძლევა ორგანული პროდუქტების უმაღლესი ხარისხის გარანტიას. 600-ზე მეტი საკონტროლო ნიშანი პროდუქციაზე, ნიშნავს თქვენი ბავშვის უსაფრთხოების ხარისხს.
Hipp-ის ორგანული რძის ფორმულები, შემუშავდა ჩვილ ბავშვთა სპეციალისტების მიერ და 40 წლის განმავლობაში ეფუძნება უახლესსამეცნიერო ცოდნას. ორგანული პროდუქტების გამოყენებით ჩვენ ვაკმაყოფილებთ კანონით დადგენილ უმაღლეს მოთხოვნებს ამ დარგში, ჩვილთა რძის ფორმულის ნედლეულის შერჩევის პროცესში.
გაითვალისწინეთ
იმისათვის რომ ადაპტირებული რძე იყოს სწორი კონსისტენციის, შენარჩუნებულ იქნას მასში ყველა სასარგებლო თვისებები და ბავშვმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი რძისგან, საჭიროა მომზადდეს სწორად:
• დაიცავით ჰიგიენა - ყოველთვის დაიბანეთ ხელი კვების მომზადების წინ.
• გარეცხეთ საბავშვო ბოთლი და აქსესუარები საფუძვლიანად, გაასტერილეთ 10 წუთი ადუღებულ წყალში ან სასტერილიზაციო ხსნარში.
• რძის მომზადებისას აუცილებლად დაიცავით წყლის და ფხვნილის მოცულობის სწორი თანაფარდობა - პროპორციები მითითებულია ეტიკეტზე.
• ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ.
• ყოველთვის გადაასხით დარჩენილი საკვები, არ გამოიყენოთ შემდეგი კვებისთვის.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account