Metfogamma - მეთფოგამა 1000მგ 180 ტაბლეტი
ჩვენება: მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მოზრდილებში (განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ წონის სიჭარბე) არაეფექტური დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დროს მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად.
საერთაშორისო დასახელება - metformin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები; ბიგუანიდები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1000მგ შემოგარსული ტაბლეტი #180
1 შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი – 1000mg
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, პოვიდონი (K-25), მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიქოსიდი, მაკროგოლ 6000.
აღწერა: მოგრძო უფერო, უსუნო ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული, ტეხილით
ფარმაკოლოგიური თვისებები
მეტფოგამმა 1000 აფერხებს გლუკოგენეზს ღვიძლში, ამცირებს გლუკოზის აბსორბციას ნაწლავიდან, რითაც ზრდის გლუკოზის გამოყენებას, ამაღლებს ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ამასთან არ ახდენს გავლენას ინსულინის სეკრეციაზე კუჭქვეშა ჯირკვილის ბეტა-უჯრედების მიერ. სისხლში ამცირებს დაბალი სიმკვრივის ტრიგლიცერიდების და ლიპოპროტეინების დონეს. სტაბილურს ხდის ან ამცირებს სხეულის მასას. გააჩნია ფიბრინოლიზური მოქმედება, ქსოვილური ტიპის პლაზმინოგენის ინგიბიტორის დათრგუნვის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ მეტფორმინი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 50-60%. შიგნით მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2სთ-ში. პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის ცილებს. გროვდება სანერწყვე ჯირკვლებში, კუნთებში, ღვიძლში და თირკმელებში. გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების გზით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-4.5 სთ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია.
ჩვენებები
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, მიდრეკილება კეტოაციდოზის მიმართ (განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ წონის სიჭარბე), დიეტოთერაპიის შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
მეტფოგამა 1000 პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით. ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 500-1000მგ (1/2-1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, შესაძლებელი დოზის შემდგომი ზრდა თერაპიის ეფექტურობის გათვალისწინებით.
შემანარჩუნებულ დღე-ღამურ დოზას შეადგენს 1-2გ (1-2 ტაბლეტი). მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არის 3გ (3 ტაბლეტი), უფრო მაღალი დოზების დანიშვნა ხელს არ უწყობს განხორციელებული მკურნალობის ეფექტის ზრდას.
მეტფოგამას ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საჭმლის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი). მკურნალობის კურსი არის ხანგრძლივი.
ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკის გამო, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების დროს.
გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, უმადობა, “ლითონის” გემო პირში. ამ დროს მკურნალობის შეწყვეტა არ არის საჭირო, სიმპტომები თავისით ქრება დოზის ცვლილების გარეშე.
გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, შეიძლება შემცირდეს დოზის თანდათანობით გაზრდის დროს. იშვიათ შემთხვევაში – პათოლოგიური გადახრები თირკმლის სინჯების ან ჰეპატიტის, რომლებიც ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია, (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ხდება დოზის არაადეკვატური გამოყენება).
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში –ლაქტოაციდოზი (საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას), ხანგრძლივი მკურნალობის დროს- B12 ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი (შეწოვის დარღვევა).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მეგალობლასტური ანემია
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
- დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა
- თირკმლის გამოხატული დარღვევები, თირკმლის დაავადება
- გულის და სასუნთქი სისტემის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტის მწვავე ფაზა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, დეჰიდრატაცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობენ ლაქტოაციდოზის განვითარებას.
- ლაქტოაციდოზი და მისი არსებობა ანამნეზში
- ორსულობა, ძუძუთი კვება
- სერიოზული ქირურგიული ოპერაციები და ტრამვები, როდესაც ნაჩვენებია ინსულინოთერაპია
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა
- გამოყენება 2-დღით ადრე და 2-დღის შემდეგ, რადიოიზოტოპური და რენდგენოლოგიური გამოკვლევებისას, იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისას
- ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (1000კალ/დღეღამეში).
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში 60 წლის ზევით, რომლებიც ასრულებენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რაც განაპირობებს ლაკტოაციდოზის განვითარების მაღალ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პეროდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. არანაკლები 2-ჯერ წელიწადში, მიალგიის განვითარებისას უნდა მოხდეს ლაქტატის შემცველობის განსაზღვრა პლაზმაში. შესაძლებელია პრეპარატი მეტფოგამას გამოყენება კომბინაციაში თიოშარდოვანას წარმოებულებთან და ინსულინთან. ამ დროს აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
მონოთერაპიის შემთხვევაში, გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე/ მეტფორმინის კომბინაციამ სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (თიოშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი და ა.შ.) შესაძლებელია ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის განვითარება, რის ფონზეც შესაძლებელია გაუარესდეს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი მეტფოგამას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლაქტოაციდოზს ფატალური გამოსავლით. ლაქტოაციდოზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატის კუმულაცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო. ლაქტოაციდოზის ადრეულ სიმპტომებს წარმოადგენს გულისრევა, ღებინება, დიარეა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, ტკივილი მუცლის არეში, კუნთების ტკივილი, შემდგომში შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გახშირება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კომის განვითარება. ლაქტოაქციდოზის ნიშნების წარმოჩენისთანავე, დაუყოვნებლი უნდა შეწყდეს მეტფოგამით მკურნალობა, მაშინვე უნდა მოხდეს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და ლაქტატის დოზის დადგენა და დიაგნოზის დადასტურება. ლაქტატის ორგანიზმიდან გამოყვანის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ჰემოდიალიზი. ასევე ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. მეტფოგამას და სულფანილშარდოვანას კომბინირებული თერაპიის დროს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპოგლიკემიის განვითარებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნიფედიპინი ზრდის აბსორბციას, Cmax, აძნელებს გამოყოფის პროცესს. კათიონური სამკურნალო საშუალებები (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდიდნი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერონი და ვანკომიცინი), რომლებიც განიცდიან სეკრეციას არხებში, აქვთ კონკურენცია კალციუმის სატრანსპორტო სისტემისთვის და ხანგრძლივი თერაპიის დროს Cmax შესაძლოა გაიზარდოს 60%-ით.
სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, აკარბოზას, ინსულინის, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან, ოქსიტეტრაციკლინებთან, ანგიოტენზინგარდამქმნელი საშუალებების ინჰიბირებთან, კლოფიბრატის წარმოებულებთან, ციკლოფოსფამიდთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებამ შესაძლოა მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება. გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ეპინეფრინთან, სიმპატომიმეტიკებთან, გლუკაგონთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, თიაზიდურ და “მარყუჟოვან” დიურეტიკებთან, ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ნიკოტინის მჟავას წარმოებულებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ციმეტიდინი ანელებს მეტფორმინის გამოყოფას ორგანიზმიდან, შესაბამისად იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. მეტფორმინმა შესაძლოა შეამციროს ანტიკოაგულანტების (კუმარინების წარმოებულები) მოქმედება. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი
შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 25ºC.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვოდომელ ადგილას
ვარგისობის ვადა 4წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა
გერმანია
რაოდენობა | 180 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account