Siofor - სიოფორი 850მგ 90 ტაბლეტი

9,30 GEL
მარაგშია
SKU
77385_46

ჩვენება:დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

1. სიოფორი® 850-ის აღწერა და გამოყენება

სიოფორი®   850-ის აღწერა

სიოფორი®   850 შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო საშუალებას. მეტფორმინი

მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები.

ინსულინი – არის ჰორმონი, რომელსაც წარმოქმნის კუჭქვეშა ჯირკვალი და უზრუნველყოფს  სისხლში არსებული გლუკოზის (შაქრის) მიტაცებას  თქვენი ორგანიზმის  უჯრედების  მიერ.  თქვენი  ორგანიზმი  იყენებს  გლუკოზას ენერგიის მისაღებად ან ინახავს მას მომავალში გამოსაყენებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ეს ნიშნავს, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი აწარმოებს არასაკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან თქვენი ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს წარმოებულ ინსულინს. ამის შედეგად იზრდება სისხლში გლუკოზის დონე.
სიოფორი® 850 ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის მაქსიმალურად ნორმამდე დაყვანას.

მოზრდილ  ჭარბწონიან  პაციენტებში  პრეპარატ  სიოფორი®       850-ის  ხანგრძლივი გამოყენება ასევე ამცირებს ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკს.  პრეპარატ  სიოფორი®      850-ის  მიღებისას  ადგილი  აქვს  სხეულის  წონის სტაბილურ და მნიშვნელოვან კლებას.

სიოფორი®   850-ის გამოყენება

სიოფორი®   850 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება

• დიაბეტის მიმართ მიდრეკილების მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, როდესაც არსებობს შაქრიანი დიაბეტის მანიფესტური ფორმის განვითარების მაღალი რისკი

(ე.ი. პირებში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის (IGT) დარღვევით და უზმოზე პლაზმაში გლუკოზის შემცველობის დარღვევით (IFG) და შემდეგ პირებში: <60 წელი, სხეულის მასის ინდექსით >30 კგ/მ2, დიაბეტის ოჯახური ანამნეზით ახლო ნათესავებში, ტრიგლიცერიდების მომატებული დონით, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დაქვეითებით, ჰიპერტონიით, HbA1ც  >6,0%, ორსულთა დიაბეტით ანამნეზში)

• ტიპი  2  შაქრიანი  დიაბეტის  სამკურნალოდ,  განსაკუთრებით  ჭარბწონიან პაციენტებში, სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლისთვის.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში სიოფორი® 850-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (პერორალურ პრეპარატებთან ან ინსულინთან) კომბინაციაში.

10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, აგრეთვე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდებში სიოფორი®   850-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ინსულინთან კომბინაციაში.

სიოფორი® 850-ით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს დიეტის კორექციის და ფიზიკური დატვირთვის თანხლებით.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ სიოფორი®  850-ის მიღებამდე
პრეპარატ სიოფორი®   850-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

►   ალერგია მეტფორმინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6)

►   თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები

►   თუ თქვენ გაქვთ დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლავს მაგალითად მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, გაუწყლოება, წონის სწრაფად დაკლება ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი – არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გროვდება ნივთიერებები სახელწოდებით

~კეტონური სხეულები~. კეტოაციდოზის სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა და ხილის უჩვეულო სუნი პირიდან.

►   ძალიან  დიდი  რაოდენობის  სითხის  დაკარგვის  შემთხვევაში  (გაუწყლოება), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის შედეგად, ან მრავალჯერადი ღებინების შედეგად. გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

►   თუ თქვენ გაქვთ მძიმე ინფექციები, მაგალითად ფილტვების, სასუნთქი გზების ან

თირკმელების ინფექციები. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (იხ.

ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

►   თუ თქვენ ღებულობთ გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე, სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების ან  სუნთქვის  გაძნელების  შემთხვევაში. აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდება, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

►   დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ სიოფორი®   850-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, თუ:

►   საჭიროა   გამოკვლევის  ჩატარება,   მაგალითად,   რენტგენოგრაფიული  ან

ტომოგრაფიული, როდესაც სისხლში შეჰყავთ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები;

►   საჭიროა ფართო ქირურგიული ჩარევა.

არ შეიძლება სიოფორი® 850-ის მიღება გარკვეული დროის განმავლობაში ასეთი გამოკვლევის ან ოპერაციის ჩატარებამდე, ან მათ შემდეგ. თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პერიოდში რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების საკითხზე. აუცილებელია მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვა.

ყურადღება მიაქციეთ ლაქტაციდოზის განვითარების შემდეგ განსაკუთრებულ რისკის ფაქტორებს

სიოფორი® 850-ს  შეუძლია  გამოიწვიოს  ძალიან  იშვიათი,  მაგრამ  სერიოზული გართულება სახელწოდებით ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი ასევე მაღალია დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პირებში, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების დროს. ლაქტაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, ტკივილი მუცლის არეში კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, სუნთქვის გაძნელება. თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს, შეიძლება  საჭირო  გახდეს   სასწრაფო მკურნალობა  სტაციონარში,  რადგან, ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი® 850-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

მხოლოდ სიოფორი® 850-ის გამოყენება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის ძალიან დაბალი დონე). მაგრამ არსებობს ჰიპოგლიკემიის რისკი სიოფორი®   850-ის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფანილშარდოვანას წარმოებულები,  ინსულინი  ან   მეგლიტინიდები).  თუ  თქვენ  გამოგივლინდათ ჰიპოგლიკემიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, შეჭამეთ ან დალიეთ რამე შაქრის შემცველი – როგორც წესი, ეს შველის.

პრეპარატ სიოფორი®  850-ისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ სიოფორი®    850-ის მიღება გამოკვლევის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე და არ მიიღოთ ის გამოკვლევის ჩატარებიდან გარკვეული დროის განმავლობაში (იხ. ზემოთ ~აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან~).

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ სიოფორი®   850-თან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის შემცველობის უფრო ხშირი კონტროლირება ან სიოფორი® 850-ის დოზის კორექცია, ექიმის მითითებების შესაბამისად:

► დიურეზულები  (პრეპარატები,  რომლებიც  ზრდის  შარდის  წარმოქმნას  და გამოიყენება ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად)

► ბეტა-2-აგონისტები, მაგალითად, სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ)

► კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, კანის მძიმე ანთების ან ბრონქული ასთმის სამკურნალოდ)

►     დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები

► რანოლაზინი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატი) ან ციმეტიდინი (კუჭის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი).

აცნობეთ   ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

პრეპარატ სიოფორი® 850-ის ალკოჰოლთან მიღება

მოცემული პრეპარატით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლაქტაციდოზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან დასუსტებულ პაციენტებში. იგივე ეხება ალკოჰოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განიხილოს ორსულობის დროს მეტფორმინი 850 მგ, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების შესაძლებლობა.

გადაწყვეტილებას ინსულინზე გადასვლის შესახებ მიიღებს მკურნალი ექიმი.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მხოლოდ სიოფორი® 850-ის გამოყენება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის ძალიან დაბალი დონე). ეს ნიშნავს, რომ ის არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სიოფორი®  850-ის მიღებისას შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი ან მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია სისუსტე, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

3. სიოფორი®  850-ის მიღების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში  კონსულტაციისთვის  მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ სიოფორი®   850-ის გამოყენება ვერ შეცვლის ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებელს. დაიცავით ექიმის ყველა მითითება დიეტასთან დაკავშირებით და რეგულარულად განაგრძეთ ფიზიკური ვარჯიში.

რეკომენდებული დოზა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისთვის: სიოფორი® 850-ის 1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი 2-3 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 1700-2550 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში) ან 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 2-3 ჯერ დღე- ღამეში (ასეთი დოზირება შეუძლებელია პრეპარატ სიოფორი® 850-ით).

პრეპარატ სიოფორი®    850-ის მაქსიმალური დღიური დოზა: 1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 2250 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ჩვეულებრივი საწყისი დოზა 10 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის: სიოფორი®   850-ის 1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში) ან 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთხელ დღე-ღამეში (ასეთი დოზირება შეუძლებელია პრეპარატი სიოფორი® 850-ით).

პრეპარატ სიოფორი®    850-ის მაქსიმალური დღიური დოზა: 1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 1700 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში).

10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული დანიშნულებით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

თუ თქვენ ასევე იღებთ ინსულინს, პრეპარატ სიოფორი® 850-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მონიტორინგი

► მკურნალი ექიმის მიერ დაინიშნება რეგულარული ანალიზები სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და შეირჩევა პრეპარატ სიოფორი® 850-ის დოზა სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით. რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე, ხანდაზმული ასაკის პირებისათვის.

► გარდა ამისა, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ექიმი ამოწმებს თირკმელების მდგომარეობას. ხანდაზმული ასაკის პირებში, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება საჭირო გახდეს გამოკვლევის უფრო ხშირად ჩატარება.

სიოფორი® 850-ის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების წესი

ტაბლეტები  მიიღება  ჭამის  დროს  ან  ჭამის  შემდეგ.  ეს  აგარიდებთ  საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ გვერდით მოქმედებებს.

არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ ტაბლეტები. ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.

•   პრეპარატის ერთხელ დღე-ღამეში მიღებისას მიიღეთ ის დილით (საუზმეზე).

•   ორჯერ მიღებისას პრეპარატი მიიღეთ დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე).

•   სამჯერ მიღების დროს პრეპარატი მიიღეთ დილით (საუზმეზე), შუადღეს (სადილზე)

და საღამოს (ვახშამზე).

ტიხარი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გადატეხვის გასაადვილებლად, როდესაც არსებობს სირთულე ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვასთან დაკავშირებით.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფიქრობთ, რომ პრეპარატ სიოფორი® 850-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ სიოფორი®  850-ის საჭიროზე მეტი დოზა

სიოფორი® 850-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ლაქტაციდოზი. ლაქტაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა, ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, გაძნელებული სუნთქვა. თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს, შეიძლება საჭირო  გახდეს  სასწრაფო  მკურნალობა  სტაციონარში,  რადგან  ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ სიოფორი®   850-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს:

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10- დან 1-ზე მეტ პაციენტს)

►   საჭმლის მონელების დარღვევა, როგორიცაა ცუდი გუნება-განწყობა (გულისრევა, ღებინება), დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი მოქმედებები უფრო ხშირად ვლინდება პრეპარატ სიოფორი®    850-ით მკურნალობის დასაწყისში. მათი შესუსტების მიზნით რეკომენდებულია დღიური დოზის გაყოფა რამდენიმე მიღებაზე, ასევე, ტაბლეტების მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ ქრება, შეწყვიტეთ სიოფორი®    850-ის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს)

►   გემოს აღქმის დარღვევა.

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს

10 000-დან 1 პაციენტს)

►  ლაქტაციდოზი. ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ლაქტაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა, ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, გაძნელებული სუნთქვა.

თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა სტაციონარში, რადგან ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი®  850-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

►  კანის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება (ერითემა), ქავილი ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);

►  სისხლში ვიტამინი B12-ის დონის დაქვეითება;

►  ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება დაღლილობის, მადის დაკარგვის, კანისა და თვალის გუგების გაყვითლების

თანხლებით ან მის გარეშე). იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ამ სიმპტომებს, შეწყვიტეთ სიოფორი® 850-ის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.

დამატებითი გვერდითი მოქმედებები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული მონაცემების გამო, მათში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ხასიათითა და სიმძიმის ხარისხით მოზარდებში აღნიშნული მოვლენების მსგავსია.

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. პრეპარატ სიოფორი® 850-ის შენახვის პირობები

სამკურნალო  საშუალება  შეინახეთ  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.  თუ სიოფორი® 850  დაენიშნა ბავშვს, მშობლებმა ან მომვლელმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოცემული პრეპარატის გამოყენებას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. მოცემული სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადა შეადგენს 60 თვეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის  უტილიზაციის  საკითხთან დაკავშირებით  მიმართეთ  ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ სიოფორი® 850-ის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითო აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 662,9 მგ მეტფორმინს.

სხვა კომპონენტები:

ჰიპრომელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

პრეპარატ სიოფორი® 850-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრი მოგრძო ფორმის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით

ორივე მხარეს.
ტაბლეტები მოთავსებულია მყარი პვქ-ფირის (250 მკმ, უფერო, გამჭვირვალე) და მაგარი ალუმინის ფოლგის ბლისტერში (20 მკმ).
სიოფორი®    850 გამოდის შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 30, 60 ან 120 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შესაძლოა ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy