სენადე 60 ტაბლეტი
ჩვენება: შეკრულობები, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და პერისტალტიკის მოდუნებით. კუჭის მოქმედების რეგულირება ბუასილის, პროქტიტისა და ანალური ნაპრალების დროს.
ს ე ნ ა დ ე
ათქ კოდი: A06AB06.
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: А დ ა Bსენოზიდები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო
საშუალება.
შემადგენლობა: A და B სენოზიდების კალციუმის მარილები -- 13,5მგ (სენას
ფოთლების ექსტრაქტის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მიკრო კრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთილპარაბენი, ტალკი, მაგნიუმის სტეარტი.
პრეპარატი მზადდება სენას ფოთლების ექსტრაქტის საფუძველზე
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი იწვევს მსხვილი ნაწლავის
რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას,
რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის
აღდგენას. არ იწვევს მიჩვევას, ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ.
ჩვენება: შეკრულობები, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და
პერისტალტიკის მოდუნებით. კუჭის მოქმედების რეგულირება ბუასილის, პროქტიტისა
და ანალური ნაპრალების დროს.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, ჩვეულებრივ, 1-ჯერ დღეში,
ძილის წინ, წყლის მიყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1 ტაბლეტი მიღებაზე. ეფექტის
არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2-3 ტაბლეტამდე.
ბავშვებში: 6-დან 12 წლამდე: 1/2 ტაბლეტი მიღებაზე და აუცილებლობის
შემთხვევაში დოზას ზრდიან 1-2 ტაბლეტამდე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების
მიმართ; ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების
მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
ბავშვებში 6 წლამდე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შეიძლება თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი.
დოზის გადაჭარბებამ და ხანგრძლივმა გამოყენმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება
მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს
შეშფოთება: შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
არ არის რეკომენდირებული ,,სენადე ნეო’’-ს ტაბლეტების გამოყენება 2 კვირაზე
მეტი ხნის მანძილზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას ადგილი შეიძლება ჰქონდეს დიარეას,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება. ამ შემთხვევაში საჭიროა
ბევრი სითხეების მიღება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პრეპარატის სარგებელისა და რისკის
შეფესების გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან: დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას
შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების მოქმედება და გავლენა მოახდინოს
ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედებაზე ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის
გაზრდით.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგის
ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან
ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება მშ რ ალ , ს ი ნ ათლ ი ს გა ნ დ აც ულ ა დგ ილ ზე ,
არ აუმეტეს 30 с ტემპერატურის პირობებში .
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან
ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account