Senadexin - სენადექსინი 50 ტაბლეტი

3,37 GEL
მარაგშია
SKU
69288_136

ჩვენებები: სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია; მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება

სენადექსინი
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი:
სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი,
რომელიც შეიცავს 20% А და В
კალციუმის სენოზიდების ჯამს - 0,07 გ
არააქტიური ინგრედიენტები:
რძის შაქარი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნიპაგინი, ვანილინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა
ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით, დამახასიათებელი ვანილინის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06AB06

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება. იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.

ჩვენება
სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება); რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით – 1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები
ჭვალისმაგვარი მუცლის ტკივილები, ენტეროკოლიტი, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება; პრეპატატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა მეტაბოლური დარღვევებით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, მწვავე ანთებითი დაავადებები მუცლის არეში, პერიტონიტი, ცისტიტი, სპასტიკური ყაბზობა.

სიფრთხილით ინიშნება ღვიძის და/ან თირკმლების უკმარისობისას; 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითება
რეკომენდებული არ არის პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში.
5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy