Senadexin - სენადექსინი 10 ტაბლეტი

0,85 GEL
მარაგშია
SKU
79507_93

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა; რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება.

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო ფორმა:
ტაბლეტები

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს (A და B სენოზიდების კალციუმის მარილებზე გადაანგარიშებით) _ 70 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ვანილინი, მაგნიუმის სტეარატი, ნიპაგინი, ტალკი.

ათქ-კოდი: A06AB06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალებები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. სენადექსინი მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალებაა. იგი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, აღადგენს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას, არ იწვევს შეჩვევას და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. საფაღარათო მოქმედება მიღებიდან 8_10 სთ-ის შემდეგ ვითარდება.
ფარმაკოკინეტიკა. საერთაროშისო კონცეფციის (EMEAHMPჭG11/99) თანახმად მცენარეული წარმოშობის პრეპარატების კლინიკური კვლევის ჩატარებისას ფარმაკოლოგიური პარამეტრების იზოლირებული გამოკვლევა საჭირო არ არის.

ჩვენებები:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა;
• რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება პერორალურად – 1 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობისას შეიძლება დოზის 2_3 ტაბლეტამდე გაზრდა.

გვერდითი მოვლენები
სპასტიკური ხასიათის აბდომინური ტკივილი, მეტეორიზმი.
ხანგრძლივი გამოყენებისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) _ წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, ჰიპოკალემია, პროტეინურია, ჰემატურია, ნაწლავების ლორწოვან გარსში მელანინის დაგროვება, გულისრევა, ღებინება, შარდის გაუფერულება, გამონაყარი კანზე, კრუნჩხვები, დიარეა, სისხლძარღვოვანი კოლაფსი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, სპასტიკური ყაბზობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, ნაწლავების გაუვალობა, უცნობი გენეზის მუცლის ტკივილი, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები (მათ შორის, პერიტონიტი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან საშვილოსნოდან, ცისტიტი, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა, დეჰიდრატაცია.
მკურნალობა: სითხის მიღების გაზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში _ ვენაში პლაზმის შემცვლელების შეყვანა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თიაზიდურ დიურეზულებთან, გლუკოკორტიკოიდებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ჰიპოკალემიის განვითარების შესაძლებლობის გამო გავლენა აქვს ანტიარითმიული საშუალებების მოქმედებაზე. პრეპარატი აფერხებს ტეტრაციკლინების აბსორბციას.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ან/და თირკმლის დაავადებების დროს.

შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერი).

შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქციას გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი.

ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy