Pure - ფიური ONE მულტივიტამინი 30 კაფსულა
ჩვენება:ჰიპო და ავიტამინოზი,აძლიერებს იმუნიტეტს.
ფიური® O.N.E. მულტივიტამინი
ფიური®O.N.E. მულტივიტამინი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ვიტამინების, მინერალების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომელიც:
•ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ (4)
•აძლიერებს იმუნიტეტს (4)
• აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას (4)
- ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას (6-8)
- ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს (6-8)
- ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას (6-8)
- აუმჯობესებს თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურას (6-8)
- აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიათეროგენული მოქმედება (6-8)
- აუმჯობესებს მხედველობას, გულს-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას (5)
- აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს (6-8)
- შეიცავს მეტაფოლინს®, ფოლიუმის ბუნებრივ, მეტაბოლურად აქტიურ ფორმას და მაღალი აბსორბციის A, B, C, D და E ვიტამინებს (1-3)
- აქვს მოსახერხებელი დოზირების რეჟიმი: მიიღება ერთი კაფსულა დღეში
ვიტამინი A + E + D + K + თუთია + იოდი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციას.
B ჯგუფის ვიტამინები (მათ შორის მაღალი ბიოშეღწევადობის, ფოლატის მეტაბოლურად აქტიური ფორმა მეტაფოლინი) + მაგნიუმი + კალციუმი ზრდის დოფამინის გამომუშავებას, მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას. კალციუმი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად.
ლიკოპენი + ლუთეინი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ოპტიკურ მაჩვენებლებს, იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივები დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
ქოლინიარის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტული მოქმედება.
L-კარნიტინი + კოენზიმი Q10 - მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ზრდის სტრესისადმი ორგანიზმის მდგრადობას.
ქრომი + მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში.
ვიტამინი C + რკინა ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს.
სელენი და კაროტინოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. სელენი ამცირებს სტრესს და დაღლილობას.
სპილენძი, ვიტამინი C, ვიტამინი E და სელენი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ჩვენება:
- ჰიპო და ავიტამინოზი
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
- შრომისუნარიანობის დაქვეითება
- დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები
- ყურადღების კონცენტრაციის მოშლა
- სექსუალური დისფუნქცია
- თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
- იმუნიტეტის დაქვეითება
- სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
- ეგზემა, ნეიროდერმიტი, დერმატოზები
- თმის ცვენა, კანის სიმშრალე, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტ. A - 1 125 მკგ (ვიტ. A აცეტატი და 73% ბეტა კაროტინი), ვიტ. C - 180 მგ (ასკორბინის მჟავა), ვიტ. D - (ქოლეკალციფეროლი) (D3) - 50 მკგ (2000 სე), ვიტ. E (d-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატი) - 20 მგ, თიამინი (თიამინ HCL)(B1) - 3 მგ, რიბოფლავინი (ვიტამინი B2 და 43% რიბოფლავინ 5 ფოსფატი)(აქტივირებული B2) - 3 მგ, ნიაცინი - 20 მგ (ნიაცინამიდი), ვიტ. B6 (პირიდოქსინ HCL და 38% პირიდოქსალ 5 ფოსფატი)(აქტივირებული B6) - 4 მგ, ფოლატი - 667 მკგ (მეტაფოლინი, L-5-MTHF - 400 მკგ), ვიტ. B12 (მეთილკობალამინი) - 500 მკგ, ბიოტინი - 300 მკგ, პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი)(B5) - 10 მგ, ქოლინი (ქოლინის ბიტარტრატი) - 25 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდი) - 150 მკგ, თუთია - 25 მგ (თუთიის ციტრატი) , სელენი (სელენომეთიონინი) - 70 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის ციტრატი) - 2 მგ, ქრომი (ქრომის პოლინიკოტინატი) -200 მკგ, მოლიბდენი (მოლიბდენის გლიცინატი) - 75 მკგ, ბორი (ბორის გლიცინატი) - 1 მგ, ინოზიტოლი - 25 მგ, კოენზიმ Q10 (CoQ10 -და 18% მიკროაქტიური CoQ10 ციკლოდექტრინი) - 50 მგ, ალფა ლიპოის მჟავა - 50 მგ, ლუთეინი - 3 მგ, ზეაქსანტინი - 500 მკგ, ლიკოპენი - 500 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი, კარტოფილის სახამებელი.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება:ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან.
ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური
References:
1. McKay DL, et al. J Am Coll Nutr. 2000;19:613-621
2. Prinz-Langenohl R, et al. Br J Pharmacol. 2009 Dec; 158(8): 2014-2021.
3. Hammond BR, et al. Invest Ophthalmol Vis Sci. 2014 Dec 2;55(12):8583-9.
4. Tromba L, et al. Nutrients. 2019 Feb 12;11(2):375.
5. Madhavi D, et al. Integrative Medicine. 2010. 9(1).
6. Knott V, et al. Pharmacol Biochem Behav. 2015 Apr;131:119-29.
7. Kim JY, et al. Atherosclerosis. 2011 Mar;215(1):189-95.
8. Hossein-Nezhad A, et al. PLoS One. 2013;8(3):e58725.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account