Metfogamma - მეთფოგამა 850მგ 180 ტაბლეტი

17,90 GEL
მარაგშია
SKU
86189_2044

ჩვენება: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება შესაბამისი გლიკემიური ბალანსის მიღწევა .

METFOGAMMA®850

მოქმედი ნივთიერება: მეთფორმინის ჰიდროქლორიდი 850მგ

შემოგარსული ტაბლეტები

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას.
-    შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
-    დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
-    ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს,  შესაძლებელია პრეპარატმა ზიანი მიაყენოს პაციენტს,  იმ შემთხვევაშიც კი თუ მას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.
-თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან ადგილი ექნება ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4
 

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს  შემდეგ ინფორმაციას:
1.    რას წარმოადგენს მეთფოგამა 850 და რისთვის გამოიყენება ის?
2.    რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეთფოგამა 850-ის მიღების წინ?
3.    როგორ გამოიყენება მეთფოგამა 850?
4.    რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5.    როგორ შევინახოთ მეთფოგამა 850?
6.    დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს მეთფოგამა 850 და რისთვის გამოიყენება ის?

მეთფოგამა 850 შეიცავს მეთფორმინს, ეს ნივთიერება განეკუთვნება ე.წ. ბიგუანიდების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. 

ინსულინი არის პანკრეასის კუნძულების მიერ გამოყოფილი ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლიდან გლუკოზას გადატანას უჯრედებში, სადაც გლუკოზა გადაიქცევა ენერგიად ან შეინახება მარაგის სახით მომდევნო მოხმარებისთვის. 

თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, ამ შემთხვევაში პანკრეასი არ გამოჰყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან უჯრედები შესაბამისად არ რეაგირებენ მასზე, რის შედეგადაც სისხლში იმატებს შაქრის დონე. მათფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტები შეძლებისდაგვარად არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. 

ჭარბწონიან მოზარდებში რეკომენდირებულია მეთფოგამა 850მგ  შემოგარსული ტაბლეტების ხანგრძლივად მიღება, დიაბეტით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით. მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღებისას შეიმჩნევა სხეულის წონის რეგულირება. 

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება არაინსულინზე დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება სისხლში შაქრის დონის რეგულირება დიეტის ან ფიზიკური დატვირთვის მეშვეობით.

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მეთფოგამა 850 ცალკე (მონოთერაპიის სახით) ან სხვა სისხლში შაქრის დამწევ პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად. 

მოზარდებში და 10 წელზე უფროს ბავშვებში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მეთფოგამა 850 ცალკე (მონოთერაპიის სახით) ან ინსულინთან ერთად.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეთფოგამა 850-ის მიღებამდე

მეთფოგამა 850 არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:

·       ჰიპერმგრძნობელობა მეთფორმინის ჰიდროქლორიდის ან 6-ე თავში მითითებული სხვა შემცველი ნივთიერებების მიმართ

·       ღვიძლის და თირკმელების პრობლემები (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 45მლ/წთ. ნაკლები)

·       ჰიპერგლიკემია გულისრევის, ღებინების, დეჰიდრაციის, წონაში მკვეთრი კლების ან კეტოაციდოზის თანხლებით, რაც დიაბეტური კომის წინა ეტაპია. ამგვარი მდგომარეობა გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: კუჭის ტკივილი, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა. 

·       დეჰიდრატაცია, მაგალითად ხანგრძლივი დიარეა ან ღებინება. სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი- რძემჟავას მომატება. (იხ. თავი „განსაკუთრებული სიფრთხილე“).

·       მწვავე ინფექცია, მგალითად ფილტვების, ბრონქების ან თირკმელების. მწვავე ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების პრობლემა, რაც თავის მხრივ ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს ზრდის.  (იხ. თავი „განსაკუთრებული სიფრთხილე“).

·       ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ გულზე მკურნალობა ან გადაიტანეთ ინფარქტი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან გართულებული სუნთქვა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილში ჟანგბადის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს ზრდის.  (იხ. თავი „განსაკუთრებული სიფრთხილე“).

·       თუ იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ:

·       გეგმავთ რენტგენის გადაღებას ან სხვა მსგავსი გამოკვლევის ჩატარებას, რომელიც  საჭიროებს იოდის შემცველი კონტრასტული  საშუალების გაკეთებას.

·       გეგმავთ რაიმე ოპერაციას

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება უნდა შეწყვიტოთ გარკვეული დროით გამოკვლევების ან ოპერაციის ჩატარებამდე და მის შემდეგ. შუალედში შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ალტერნატიოლი მკურნალობა. 

განსაკუთრებული სიფრთხილე

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი:

თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლში მჟავიანობის მომატება , ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ხანგრძლივი მარხვის ან ალკოჰოლის მოხმარების, მძიმე დიარეას ან ღებინების შედეგად გამოწვეული დეჰიდრაციის, ღვიძლის პრობლემების და იმ სამედიცინო სიტუაციების შედეგად, რომლის დროსაც სხეული  ნაკლებ ჟანგბადს იღებს. 

მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მიიღოთ მედიკამენტები, დაიცვათ დიეტა და დაასრულოთ სპორტული პროგრამა, რათა ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი შემცირდეს.  

ლაქტოაციდოზი საწყის ეტაპზე გამოიხატება ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა ღებინება,მუცლის ტკივილი, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, გართულებული სუნთქვა, აგრეთვე დაბალი ტემპერატურა და ბრადიკარდია.

მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ლაქტოაციდოზი იწვევს კომას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს. 

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. მაგრამ თუ თქვენ ამ პრეპარატს დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად იღებთ (სულფანილშარდოვანა, ინსულინი, გლინიდები), წარმოიქმნება ჰიპერგლიკემიის რისკი. ჰიპერგლიკემია ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, ოფლიანობა, ტაქიკარდია, მხედველობის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ შაქრის შემცველი საკვები ან სასმელი. 

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ გეგმავთ რენტგენის გადაღებას ან სხვა მსგავსი გამოკვლევის ჩატარებას, რომელიც  საჭიროებს იოდის შემცველი კონტრასტული  საშუალების გაკეთებას, მეფთოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება უნდა შეწყვიტოთ გარკვეული პერიოდით ანალიზის გაკეთებამდე და მის შემდეგ (მინიმუმ 48 საათით) (იხ. ზემოთ „დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს “). 

აცნობეთ ექიმს მეფთოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების პარალელურად თუ იღებთ სხვა პრეპარატებსაც. ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო ხშირად დაგჭირდეთ შაქრის შემცველობის გაზომვა ან ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას. 

·       დიურეზული (შარდმდენი პრეპარატები)

·       ბეტა-2-აგონისტები როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (ასთმის სამკურნალო საშუალებები)

·       კორტიკოსტეროიდები (ასთმის ან კანის ანთების სამკურნალო საშუალება)

·       დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებები

აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას.

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

მეფთოგამას მიღების დროს უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის შემცველ სასმელების და საკვების მიღებას, აგრეთვე ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებს.

ორსულობა და ლაქტაცია

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა, რომელიც გეგმავს ორსულობას ან არის ორსულად, ამ პრეპარატის მირებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.  ორსულობის პერიოდში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ინსულინი.

ამ მედიკამენტის მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული. 

მართვა და დანადგარების გამოყენება

მეფთოგამა არ იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას (ჰიპოგლიკემიას) და შესაბამისად არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და დანადგარების მართვის უნარზე. სულფანილურეინის პროდუქტებთან, ინსულინთან ან სხვა შაქრის დამწევ პროდუქტებთან  კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა სისხლში შაქრის დონის შემცირების გამო ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა სისუსტე, ოფლიანობა, მხედველობის და კონცენტრაციის დაქვეითება, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ასეთ შემთხვევაში ავტომობილის ან დანადგარების მართვა. 

3. მეთფოგამა 850მგ-ის მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

დოზირება 10 წლის ზემოთ ბავშვებში და მოზარდებში

მკურნალობა იწყება როგორც წესი 500მგ ან 850მგ მეთფოგამათი დღეში ერთხელ. 

მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში2000მგ, განაწილებული ორ ან სამ მიღებაზე.10-12 წლის ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდირებული ექიმთან კონსუკტაცია, რადგან ამ ასაკის ბავშვებში კვლევები შეზღუდული რაოდენობით არის ჩატარებული.

დოზირება უფროსებისთვის

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 500მგ  ან 850 მგ მეთფოგამათი დღეში ორჯერ ან სამჯერ.მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 3000მგ, განაწილებული სამ მიღებაზე.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, გლომერული ფილტრაციის სჩქარე 45 და 60მლ/წთ, საწყისი დოზა შედაგენს 500მგ ან 850მგ მეთფორმინის ჰიდროქლორიდი დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 1000მგ განაწილებული 2 მიღებაზე. თირკმელების ფუნქცია უნდა გადამოწმდეს ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.  

თუ თქვენ გარდა ამისა ინსულინს იღებს, ჰკითხეთ ექიმს როგორ დაიწყოთ მეთფოგამას ტაბლეტებით მკურნალობა. 

კონტროლი

·       ექიმის მიერ რეგულარულად უნდა ჩატარდეს შაქრის ანალიზი და შექრის შემცველობის დონის მიხედვით შეირჩეს დოზა. ექიმის მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის.

·       ექიმი წელიწადში ერთხელ მაინც გააკონტროლებს თირკმლის ფუნქციას. ხანდამულ პაციენტებს და იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შედარებით ხშირად ჩაუტარდებათ გამოკვლევები.

მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატის ჭამის წინ ან შემდეგ. ამით თქვენ აიცილებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ  გართულებებს.

არ დაღეჭოთ ან დაფშხვნათ ტაბლეტი. გადაყლაპეთ ტაბლეტი და მიაყოლეთ ერთი ჭიქა წყალი. 

-        მიიღეთ პრეპარატი დილით (საუზმეზე), თუ თქვენი დოზა ერთს შეადგენს

-        მიიღეთ პრეპარატი დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე), თუ თქვენი დოზა ორს შეადგენს

-        მიიღეთ პრეპარატი დილით (საუზმეზე), შუადღეზე (სადილზე) და საღამოს (ვახშამზე), თუ თქვენი დოზა სამს შეადგენს შეადგენს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატი თქვენზე სუსტად ან ძიერად მოქმედებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზს ახასიათებს ისეთი არასპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, გაძნელებული სუნქვა, აგრეთვე დაბალი ტემპერატურა და ბრადიკარდია. 

მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ლაქტოაციდოზი იწვევს კომას. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

თუ დაგავიწყდათ მეთფოგამას დოზის მიღება, მიიღეთ ის რეჟიმის მიხედვით მომდევნო ტაბლეტის მიღების დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა. 

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა წამალს, ამასაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც არ მჟღავნდება ყველა პაციენტის შემთხვევაში. 

 ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (10-დან 1 პაციენტში)

-        კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა. ჩვეულებრივ ეს რეაქციები ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, დღიური დოზის დღის განმავლობაში გადანაწილება და ჭამის შემდეგ მიღება აგარიდებთ ამგვარ პრობლემებს. თუ ჩივილები გაგრძელდა მიმარტეთ ექიმს.

ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (10-დან 1 პაციენტში)

-        გემოს შეგრძნების დაქვეითება

ძალლიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (10,000-დან 1 პაციენტში)

-        სისხლში რძემჟავას მჟავიანობის მომატება (ლაქტოაციდოზი).  იშვიათი მაგრამ ძალიან მძიმე გართულება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები. ლაქტოაციდოზს ახასიათებს ისეთი არასპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, გაძნელებული სუნქვა, აგრეთვე დაბალი ტემპერატურა და ბრადიკარდია. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ლაქტატაციდოზი იწვევს კომას. 

-        ღვიძის ფუნქციონალური ტესტის დარღვევები ან ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (მადის დაქვეითება, წონაში კლება, სიყვითლე). მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. 

-        კანის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და ჭიჭრის ცხელება.

-        B12-ის დაბალი კონცენტრაცია

ბავშვებში და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციების შესახებ არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები. გვერდითი ეფექტების სიხშირე, სახეობა და სირთულე უფროსებში გამოვლენილი რეაქციების ანალოგიურია. 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. 

ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას. 

5. მეტფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტების შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

თუ ანიშნული პრეპარატი გამოიყენება ბავშვებისთვის, მშობელმა ან აღმზრდელმა უნდა გააკონტროლოს პრეპარატის მიღების რეჟიმი.

პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე. 

არ მიიღოთ პრეპარატი თუ შეამჩნევთ, რომ ტაბლეტი დაფშხვნილია. 

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარცენებთან. პრეპარატის უტილიზაციის შესახებ იკითხეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მეთფოგამა 850მგ შემოგარსული ტაბლეტები:

-        აქტიური ნივთიერება: მეთფორმინის ჰიდროქლორიდი. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 850მგ მეთფორმინის ჰიდროქლორიდს.

-        დამხმარე ნივთიერებებია: ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა180
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy