Solgar - სოლგარიფოლატი მეტაფოლინი 800მკგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 60,77 GEL რეგულარული ფასი 121,54 GEL
მარაგშია
SKU
80869_2153

ჩვენება:ფოლიუმდეფიციტური ანემია,წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია.

ფოლატი (მეტაფოლინი) 800მკგ 

ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა!

შემადგენლობა:  

ფოლატი (L-მეთილფოლატი-მეტაფოლინი) - 800მკგ

L-მეთილფოლატი, იგივე მეტაფოლინი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც აღარ საჭიროებს ღვიძლში მეტაბოლიზმს. მას მყისიერად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია. 

ფოლატები (ფოლიუმის მჟავას თანამედროვე სახელწოდება) წარმოადგენენ წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინებს (B9 და BC ვიტამინი). ისინი წარმოადგენენ კოფერმენტებს, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლატები  ასტიმულირებენ ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობენ ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში.  ისინი ასევე ხელს უწყობენ ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებენ ძილს და აუმჯობესებენ მეხსიერებას.

ორგანიზმში ფოლატების დეფიციტი საკმაოდ ხშირად აღინიშნება. მათი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლატის ნაკლებობისას ირღვევა ამინომჟავა ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი, მისი კონცენტრაცია ორგანიზმში იზრდება და ვითარდება ჰიპერჰომოცისტეინემია. ჰიპერჰომოცისტეინემიის დროს იზრდება გულ-სისხძარღვთა დაავადებების - ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიის და  ინსულტის, ასევე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. პროგრესირებს დაბერების პროცესი და ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. 

ორსულობის დროს ჰიპერჰომოცისტეინემია იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას. მიკროთრომბების წარმოქმნა და მიკროცირკულაციის დარღვევა განაპირობებს პლაცენტაციის და ფეტოპლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დარღვევას, რაც მიზეზი ხდება თვითნებითი აბორტის და უნაყოფობის. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ჰიპერჰომოცისტეინემია იწვევს ქრონიკულ ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ქრონიკულ ჰიპოქსიას.

ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული და ფეტოტოქსიური ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

ჩვენება:

• ფოლიუმდეფიციტური ანემია:

·    მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; 

·    წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; 

·    ლეიკოპენია; 

·    მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები; 

·    სპრუ; 

·    მალაბსორბციის სინდრომი.

•ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;

•  ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების და ანენცეფალიის განვითარების პროფილაქტიკა;

•  ჰიპერჰომოცისტეინემია;

•  ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;

•  მორეციდივე რეპროდუქციული დანაკარგი (თვითნებითი აბორტი)

•  პრეეკლამფსია

•  უშვილობა

•  ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა;

•  საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

•  ოსტეოპოროზი

•  ათეროსკლეროზი

•  სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე

•  ჰისტამინის დეფიციტი

•  პაროდონტის დაავადება და ჰალითოზი

ფოლატი ასევე გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში:  თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, შაკიკი, დეპრესია, შიზოფრენია, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.

დამატებითი ინგრედიენტები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიკა გელი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.

დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.                  
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  100 ტაბლეტი.
მწარმოებელი:  სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy