Solgar - სოლგარი კალციუმის კომპლექსი 120 ტაბლეტი

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 57,67 GEL რეგულარული ფასი 115,34 GEL
მარაგშია
SKU
79064_2153
Solgar - სოლგარი კალციუმის კომპლექსი 120 ტაბლეტი

კალციუმის კომპლექსი

(Ca+Mg+Zn+Cu+Mn+Na+B+ K2 და D3 ვიტამინები)

 

4 ტაბლეტი შეიცავს:

D3 ვიტამინი 25მკგ(1000სე) (ქოლეკალციფეროლი)

K2 ვიტამინი 65მკგ (ფერმენტულად დამუშავებული სოიოს მარცვლებისგან მიღებული მენაქინონ-7)

კალციუმი 1 000მგ (კალციუმის დიმალეატი, გლიცინატი (ამინომჟავას ხელატური ფორმა) და ციტრატი)

მაგნიუმი 500მგ (მაგნიუმის დიმალეატი, გლიცინატი (ამინომჟავას ხელატური ფორმა),

 ციტრატი, ოქსიდი)

თუთია 5მგ (თუთიის გლიცინატი, ამინომჟავას ხელატური ფორმა)

სპილენძი 0.5მგ (სპილენძის გლიცინატი, ამინომჟავას ხელატური ფორმა)

მანგანუმი 2მგ (მანგანუმის გლიცინატი, ამინომჟავას ხელატური ფორმა)

ნატრიუმი 30მგ

ბორი 2მგ (ბორის ციტრატი)

 

„კალციუმის კომპლექსში“ მინერალები წარმოდგენილია ხელატური ფორმით. ბიოლოგიური აქტივობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გლიცინატია. იგი ამინომჟავის ხელატია. გლიცინატის ბიოშეღწევადობა არის ძალიან მაღალი. მას მომენტალურად, სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას.

კალციუმი

ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ვითარდება რაქიტი და ოსტეომალაცია.

D3 ვიტამინი

 D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და D3 ვიტამინი  ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის  რეზორბციას  (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

K2 ვიტამინი (მენაქინონ-7)

D3 ვიტამინის  მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო K2 ვიტამინის როლი კალციუმის ცვლის პროცესში. იგი ააქტივებს ცილა ოსტეოკალცინს, რომელიც  უზრუნველყოფს  კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლძარღვებიდან ძვლოვან ქსოვილში. K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა)  კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. იგი აუმჯობესებს  სისხლძარღვთა ელასტიურობას.

მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის ნორმალური დონის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე მაგნიუმის ნაკლებობა   იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. იგი აუცილებელია ორგანიზმის შეუფერხებელი ზრდისთვის და ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის. თუთია და მაგნიუმი ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.

 

 

სპილენძი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის აუცილებელი ცილების კოლაგენისა და ელასტინის შენებაში, რომლებიც ძვლისა და ხრტილის მატრიცას ქმნიან.

მანგანუმი ახდენს გლუკოზამინოგლიკანების სინთეზის ნორმალიზრებას, რომლებიც აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესში, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში.   

ბორი პარათირეოიდული ჰორმონების აქტივობას არეგულირებს, რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის ცვლაში.

ნატრიუმი მნიშვნელოვანია ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისათვის, ნეირონებისა და კუნთის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

 

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი.

შეიცავს სოიოს და რძეს.

არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 4 ტაბლეტი დღეში, კვების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 120 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა120
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy