ფიტოლორ ჰოთი პაკ. N10

განსაკუთრებული ფასი 12,82 GEL რეგულარული ფასი 17,10 GEL
მარაგშია
SKU
65961_2048
ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმულ ფუნქციონირებას; აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს; იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.

ფიტოლორ ჰოთი

იმუნიტეტის გაძლიერება

ყურადღებით წაიკითხეთ და შეინახეთ ანოტაცია, შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა. დამატებითი ინფორმაციისა და რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

წარმოდგენილი ინფორმაცია:

  1. ფიტოლორ ჰოთის შემადგენლობა;
  2. ფიტოლორ ჰოთის მოქმედება;
  3. რა არის ფიტოლორ ჰოთი ;
  4. ფიტოლორ ჰოთის გამოყენების თავისებურებები;
  5. ფიტოლორ ჰოთის დოზირება;
  6. ფიტოლორ ჰოთის შენახვის წესი.

1.ფიტოლორ ჰოთის შემადგენლობა

 

შემადგენლობა

1 საშე

2 საშე

ინულინი

3000 მგ

6000 მგ

დიდგულას ნაოფის ექსტრაქტი

300 მგ

600 მგ

ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა)

150 მგ

300 მგ

თუთია (თუთიის გლუკონატი)

5 მგ

10 მგ

დიდგულას არომატიზატორი, ლიმონმჟავა და დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი.

2.ფიტოლორ ჰოთისმოქმედება

  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმულ ფუნქციონირებას;
  • აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს;
  • იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.
  1. რა არის ფიტოლორ ჰოთი

ფიტოლორი ჰოთი არის დიდგულას ნაყოფის ექსტრაქტის, ინულინის, C ვიტამისისა და თუთიის შემცველი ცხელი სასმელი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

დიდგულა (Sambucus nigra), ნაყოფის ექსტრაქტი

დიდგულას ექსტრაქტი გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემისა და ინფექციებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად. ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს, რომელთაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები და ასევე, ხელს უშლიან C ვიტამინის სწრაფად დაშლას ორგანიზმში.

ვიტამინი C

ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით და იცავს ორგანიზმს აგრესიული თავისუფალი  რადიკალების მოქმედებისგან. C ვიტამინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციებისთვის. საკმარისი რაოდენობის C ვიტამინის მოხმარება აუცილებელია იმუნური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა მის მოხმარებაზე მოთხოვნა მომატებულია. ვიტამინი C ორგანიზმში დიდხანს არ ყოვნდება, ამიტომ საჭიროა მისი მარაგის ყოველდღიური შევსება.

თუთია

შეუცვლელი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პროცესში და შედის 300-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ნივთიერების მეტაბოლიზმში.

ინულინი

მიეკუთვნება პრებიოტიკების ჯგუფს. აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს სასარგებლო ბრობიოტიკური ბაქტერიების გამრავლებას.

4.ფიტოლორ ჰოთის გამოყენების თავისებურებები

შემადგენელი კომპონენტების  მიმართ მომატებული მგრძნობელობისას არ გამოიყენოთ.

 საკვები დანამატი. არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ნაცვლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზს.

5.ფიტოლორ ჰოთის დოზირება

1 საშე გახსენით 100-150 მლ ცხელ (არა ადუღებულ) წყალში.

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1საშე ორჯერ დღეში.

3-12 წლის ასაკის ბავშვებში - 1 საშე დღეში.

6.ფიტოლორ ჰოთის შენახვის წესი

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კოლოფსა და საშეზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy