SENADEKSIN - სენადექსინი 10 ტაბლეტი

0,75 GEL
მარაგშია
SKU
66533_1874

ჩვენება: სხვადასხვა ეთიოლოგიის სპასტიკური და ატონიური შეკრულობები, მათ შორის განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და წყლულით. ფეკალის რეგულირება ბუასილისას, პროქტიტისას, ანალური ნახეთქებისას.

სენადექსინი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სენადექსინი
მოქმედი ნივთიერება: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტის ნაკრები
(A და B სენოზიდები).
წამლის ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტის ნაკრები (A და B სენოზიდები) – 0,07გ.
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, სიმინდის სახამებელი, ვანილინი, მაგნიუმის სტეარატი, ნიპაგინი, სტეარინის მჟავა.
აღწერილობა: ყავისფერი ტაბლეტები წინწკლებით, ვანილინის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06AB06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახდენს საფაღარათო მოქმედებას, რომელიც დგება პრეპარატის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. ეფექტი განპირობებულია მსხვილი ნაწლავის რეცეფტორებზე მოქმედებით, რაც იწვევს პერისტალტიკის გაძლიერებას. არჩევითად მოქმედებს ნაწლავზე და აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციონირებას, არ იწვევს შეჩვევას, არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი ნაწილობრივ შეიწოვება წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა მსხვილ ნაწლავში, ხოლო ნაწილობრივ თავისუფლდება უშუალოდ მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული ფლორის ზემოქმედებით. გამოიყოფა ორგანიზმიდან ფეკალითა და შარდით.
გამოყენების ჩვენება
სხვადასხვა ეთიოლოგიის სპასტიკური და ატონიური შეკრულობები, მათ შორის განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და წყლულით. ფეკალის რეგულირება ბუასილისას, პროქტიტისას, ანალური ნახეთქებისას.
გამოყენების წესი და დოზირება
შინაგანად, საღამოს ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი. ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში რამოდენიმე დღის შემდეგ ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-3 ტაბლეტამდე.
გვერდითი მოვლენები
კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცლის არეში, ფაღარათი, მეტეორიზმი. ასეთ შემთხვევაში უნდა შემცირდეს დოზა, ან მოიხსნას პრეპარატი. ხანგრძლივი გამოყენებისას განსაკუთრებით დიდი დოზებით, შესაძლებელია ელექტროლიტების დაკარგვა (ძირითადად კალიუმის), ალბუმინურია, ჰემატურია, კრუნჩხვები, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ნაწლავის ლორწოვან გარში მელანინის დაგროვება, კუნთებშორისი ქსოვილის დაზიანება.
უკუჩვენება
სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, ნაწლავური გაუვალობა, გაურკევევლი გენეზის მუცლის ტკივილი წყლისა და ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, გრიჟა, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავური ტრაქტიდან, საშვილოსნოს სისხლდენა, ცისტიტი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით მიიღება პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ზოგჯერ პრეპარატის მიღებისას აღინიშნება შარდის ფერის შეცვლა, რაც კლინიკურად უმნიშვნელოა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გაუწყლოვების გამომწვევი დიარეა.
მკუნალობა: სითხის მიღების გაზრდა. საჭიროების შემთხვევაში მარილოვანი ხსნარების ი/ვ ინფუზია.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში. 20,30,40,50,100 ან 200 ტაბლეტი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy