Systane Complete - სისტეინი ქომფლითი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 33,59 GEL რეგულარული ფასი 46,65 GEL
მარაგშია
SKU
80702_602

ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომი, დისკომფორტი და წვა თვალებში.

პროდუქტის დასახელება: სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE)

თვალის საპოხი- თვალის დამატენიანებელი წვეთები

შემადგენლობა: სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები წარმოადგენს სტერილურ თეთრ ემულსიას, რომელიც შეიცავს პროპილენ გლიკოლს, ჰიდროქსიპროპილ გუარს, მინერალურ ზეთს, დიმირისტოილ ფოსფატიდიგლიცეროლს, პოლიოქსილ 40 სტეარატს, სორბიტან ტრისტეარატს, ბორმჟავას, სორბიტოლს, ორნატრიუმის ედეტატს, პოლიკუადს™ (POLYQUAD™) (პოლიკვატერნიუმ-1) 0.001% კონსერვანტი, და გაწმენდილ წყალს.

შესაძლოა შეიცავდეს მარილმჟავას და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-დონის დასარეგულირებლად.

სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები გარეგნულად არის ბუნებრივად თეთრი მის გამოყენებამდე. კლინიკური სარგებლობა: ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები:  უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დაცვას.აუმჯობესებს მხედველობას.  ეხმარება თვალის ზედაპირის ჯანმრთელობის აღდგენას.  უზრუნველყოფს მშრალი თვალის სიმპტომების მოხსნას.

ჩვენება (გამოყენებები): სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები ნაჩვენებია თვალის სიმშრალით გამოწვეული წვისა და გაღიზიანების შეგრძნების დროებითი მოხსნისთვის.

დანიშნულება/გამოყენება და სავარაუდო მომხმარებლები სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები განკუთვნილია მომხმარებლის მიერ გამოსაყენებლად მშრალი თვალის სიმპტომების დროებითი მოხსნისთვის. აგრეთვე შეიძლება იქნეს გამოყენებული კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან ასოციირებული მშრალი თვალის სიმპტომების მოსახსნელად კონტაქტური ლინზების ჩასმამდე და კონტაქტური ლინზების ამოღების შემდეგ ჩაწვეთებით.

სამუშაო თვისებები კლინიკური კვლევების, კლინიკური ლიტერატურისა და ბაზრის გამოცდილების (გაყიდვისშემდგომი მეთვალყურეობის) მონაცემთა ერთიანობაზე დაყრდნობით სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები მუშაობენ თვალის სიმშრალით გამოწვეული წვისა და გაღიზიანების შეგრძნების დროებითი მოხსნისთვის. მითითებები:  გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 

სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთები შეიძლება იქნეს გამოყენებული საჭიროებისამებრ დღის განმავლობაში მშრალი თვალის სიმპტომების მოსახსნელად, შეიძლება იქნეს გამოყენებული კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან ასოციირებული მშრალი თვალის სიმპტომების მოსახსნელად. კონტაქტური ლინზების ჩასმამდე და კონტაქტური ლინზების ამოღების შემდეგ ჩაწვეთებით.  საჭიროებისამებრ ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი გაღიზიანებულ თვალში და დაახამხამეთ.

უკუჩვენებები (არგამოყენების მიზეზები) სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთების ნებისმიერ შემადგენელ ნაწილზე ალერგიის მქონე ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.

გაფრთხილებები: აუცილებელია დაიცვათ თქვენი თვალის მოვლის სპეციალისტის მითითებები და მარკირებული ინსტრუქციები პროდუქტის ჯეროვანი გამოყენებისთვის. თუ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, მომატებულ ცრემლიანობას, თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებებს ან თვალების სიწითლეს, შეწყვიტეთ სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს თვალის მოვლის სპეციალისტს, რადგანაც პრობლემა შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ თქვენ გებინდდებათ მხედველობა გამოყენების შემდეგ, დაელოდეთ მხედველობის გამკაფიოებას ავტომობილებისა და მექანიზმების მართვამდე.

სიფრთხილის ზომები:  მხოლოდ თვალში გამოყენებისთვის. არასანქცირებული გახსნისგან დაცვა: არ გამოიყენოთ თუ არასანქცირებული გახსნისგან დამცავი თავსახური დაზიანებული ან საერთოდ არ არის.  არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა ან ბოთლი (სტერილური შეფუთვა) დაზიანებულია. დაბინძურების გამოსარიცხად არასოდეს ან მიაკაროთ კონტეინერის საწვეთელა წვერი რაიმე ზედაპირს. ჩაყლაპვის შემთხვევაში მიიღეთ სამედიცინო დახმარება.  არ გამოიყენოთ, თუ ემულსია შეიცვლის ფერს.  თავსახური დააბრუნეთ ადგილზე გამოყენების შემდეგ.  გქონდეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, როდესაც არ იყენებთ.  წინამდებარე პროდუქტი შეიცავს ბორმჟავის რაოდენობას, რომელიც უსაფრთხოა მარკირებული ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას.  გამოიყენეთ პროდუქტზე აღნიშნული გამოყენების ვადის გასვლამდე. 300049679-0821  როდესაც ბოთლი გაიხსნება, მოიშორეთ დარჩენილი ემულსია ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად: o 1.5 მლ და 3 მლ ზომისთვის დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ სამი თვის შემდეგ. o 5 მლ და 10 მლ ზომისთვის დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ ექვსი თვის შემდეგ.

შეინახეთ 2 °C-დან 30 °C გრადუსამდე ტემპერატურაზე  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გვერდითი მოვლენები (შესაძლო პრობლემები და როგორ უნდა მოიქცეთ): თუ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, მომატებულ ცრემლიანობას, მხედველობის ცვლილებებს ან თვალების სიწითლეს, შეწყვიტეთ სისტეინ™ ქომპლით (Systane™ COMPLETE) თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს თვალის მოვლის სპეციალისტს, რადგანაც პრობლემა შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს.

გამოშვების ფორმა: წვეთები გამოდის 1.5 მლდან 10 მლ-მდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy