სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე გელ-ექსფოლიანტი ალოე 150 მლ 0028განსაკუთრებული ფასი 11,75 GEL რეგულარული ფასი 23,50 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ შრატი 19209განსაკუთრებული ფასი 100,65 GEL რეგულარული ფასი 201,30 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი SEBIACLEAR MICRO-PEEL 150 მლ 1590განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ESSENCE 0944განსაკუთრებული ფასი 46,50 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT ტუჩის ბალზამი CICAVIT 10 გ1255განსაკუთრებული ფასი 12,50 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი ვიტამინი C BIOTIC 50 მლ 1187განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი მსუბუქი HYDRALIANE 40 მლ 7294განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი SENSIFINE AR 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Dzintars - ძინტარსი ტუჩის საცხი Kolka 0066განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Dzintars - ძინტარსი ტუჩის საცხი Dzintari 0059განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ლიპოსომა 10 ამპულა 5105განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 5 ამპულა 5600განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი შავი ბრილიანტი SPF50+ 10 ამპულა 2919განსაკუთრებული ფასი 92,50 GEL რეგულარული ფასი 185,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 1 ამპულა 5761განსაკუთრებული ფასი 7,00 GEL რეგულარული ფასი 14,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECU გამწმენდი ქაფი 120 მლ 9501განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES ბუსტერი 30 მლ 9808განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES სკრაბი 50 მლ 8450განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel გამწმენდი გელი 200 მლ 0071განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account