სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენემიცელარული წყალი Diamond 6976განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი ნუშის 7157განსაკუთრებული ფასი 6,98 GEL რეგულარული ფასი 13,95 GEL
- Lirene - ლირენემაკიაჟის მოსაშორებელი ნუშის 7164განსაკუთრებული ფასი 8,67 GEL რეგულარული ფასი 17,33 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი გელი Bubble 69212განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ქაფი Natura 7515განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 18,04 GEL
- Missha - მისშაTime Revolution 2X ესენცია 50 მლ 2535განსაკუთრებული ფასი 74,12 GEL რეგულარული ფასი 148,24 GEL
- Missha - მისშა აკნეს საწინააღმდეგო პლასტირი N8 4483განსაკუთრებული ფასი 5,77 GEL რეგულარული ფასი 11,54 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ბრინჯი 4804განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი მწვანე ჩაი 4729განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 31,82 GEL რეგულარული ფასი 53,03 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 35,50 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Mizon - მიზონი მკვებავი დასაბანი ზეთი 150 მლ 4112განსაკუთრებული ფასი 42,43 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Mizon - მიზონი RETINOL შრატი 28 გ 4334განსაკუთრებული ფასი 69,89 GEL რეგულარული ფასი 139,78 GEL
- Mizon - მიზონი WV კრემი 230 მლ 2095განსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 68,00 GEL
- Mizon - მიზონი სკრაბი ლოკოკინა 40 ცალი 4204განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ კრემი 75 მლ 4679განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი გელი 50 მლ 2941განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 71,89 GEL
- Mizon - მიზონი სკრაბი კოლაგენის 40 ცალი 4211განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი მიცელარული წყალი 250 მლ 0295განსაკუთრებული ფასი 20,23 GEL რეგულარული ფასი 40,46 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account