FRISO - ფრისო 1 ვომ კომფორტი 0013
FRISO - ფრისო 1 ვომ კომფორტი
აღწერა
ყურადღება! დედის რძე თქვენი ჩვილისათვის საუკეთესო საკვებია.
• ფრისოვომი 1 ესაა სამმაგი მოქმედების ნარევი , რომელიც გამოიყენება 0–დან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ,როგორც რეფლუქსის ასევე ნაწლავური პრობლემების დროს.
• ნარევის ანტირეფლუქსური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კერატის ხის წებოვანის მოქმედებით .
• კერატის ხე ტროპიკული მცენარეა , რომელსაც კაკაოსებრი ნაყოფი აქვს .იგი ცხელ წყალში ჟელატინისებრ მასას წარმოქმნის და იწვევს ნარევის შესქელებას. ბრინჯის სახამებლისაგან განსხვავებით იგი არ წარმოადგენს საკვებ დანამატს , არ შეიწოვება ,მოუნელებლად გადის ნაწლავის მთელ სიგრძეზე და მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება პირობთ–პათოგენური ბაქტერიების მიერ.
• რეფლუქსის შემთხვევაში შესქელებული ნარევი ამცირებს ღებინების ინდექსს,სიხშირეს და PH-ს .
• ყაბზობის დროს ჟელატინი ათხელებს განავალს და ხელს უწყობს საკვების უმტკივნეულო გადაადგიებას,ამასთანავე ,მსხვილ ნაწლავში ფერმენტირების შედეგად ფეკალური მასები რბილი და ნაზი კონსისტენციის ხდება.შესაბამისად მცირდება გაზების დაგროვების და სპაზმური კოლიკის განვითარების შანსი.
• ფრისოვომი გამდიდრებულია ნუკლეოტიდებით, პრებიოტიკებით , აქვს კარგი კლინიკური ეფექტი და მოწოდებულია მსოფლიოს გასტროენტეროლოგიის ინსტიტუტის ( ESPAGHNA ) მიერ.
გახსოვდეთ:
- შეინახეთ სუფთად ყველა ის ნივთი ,რომელიც გჭირდებათ საკვების მოსამზადებლად.
- ყოველთვის გამოიყენეთ სუფთ და მშრალი საზომი კოვზი ,რომლიც მოყვება ქილას
- მყარად დაახურეთ ხუფი ქილას
- შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას (არა მაცივარში)
- გახსნილი ქილა გამოიყენება არაუმეტეს 4 კვირისა
კვების სქემა
ბავშვის წონა/ასაკი | კვების სიხშირე დღის განმავლობაში | წყალი (მლ) | საზომი კოვზების რაოდენობა |
< 3 კგ /0–2 კვირა | 7 | 60 | 2 |
3–4 კგ /2–4 კვირა | 6 | 90 | 3 |
4–5 კგ / 1–2 თვე | 5-6 | 120 | 4 |
5–6 კგ / 2–4 თვე | 5 | 150 | 5 |
> 6 კგ / > 4 თვე | 5 | 180 | 6 |
1 საზომი კოვზი = 4,3 გრ. იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ . ნარევი,90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი.
გამოყენების წესი
1. დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ყველა ნივთი ,რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად.გაასტერილეთ ისინი 3 წთ.განმავლობაში.
2. აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40◦C
3. ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი
4. დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი ყოველ 30 მლ. წყალზე.
5. შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე.
6. დაიწყეთ კვება როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე გაგრილდება (37 გრადუსი)
7. გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან 1 საათის განმავლობაში.
8. არ გამოიყენოთ საკვების ნარჩენები მომდევნო კვებისათვის .
გაფრთხილება
ყურადღება!
იწარმოება ჰოლანდიაში ბუნებრივი ნედლეულისაგან.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, საღებავების და ხელოვნური დანამატების გარეშე.
მოცულობა: 400 გ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account