Sinocare - სინოქეარი გლუკომეტრი safe AQ Smart
სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგისთვის გლუკოზის რაოდენობრივი გაზომვისთვის
გლუკომეტრი Sinocare safe AQ Smart
აღწერა
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემები განკუთვნილია ინ ვიტრო დიაგნოსტიკისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტის დიაგნოსტირებისა ან სკრინინგისთვის.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემები შექმნილია გლუკოზის რაოდენობრივი გაზომვისთვის თითის წვერიდან აღებული ახალი მთლიანი კაპილარული სისხლის ნიმუშებისა და ვენური მთლიანი სისხლის ნიმუშების აღების მეშვეობით. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემა განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის (ინ ვიტრო დიაგნოსტიკური გამოყენება), თვით ტესტირებისთვის და პროფესიული გამოყენებისთვის როგორც დამხმარე საშუალება დიაბეტის მართვის დროს.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის საზომი მოწყობილობები (გლუკომეტრები) სისხლში გლუკოზის შემცველობის შედეგებს აჩვენებენ შემდეგ ერთეულებში: მმოლ/ლ ან მგ/დლ. მომხმარებლისთვის, რომელიც ახორციელებს თვით ტესტირებას, სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის საზომი მოწყობილობა (გლუკომეტრი) და სკარიფიკატორი განკუთვნილია საექსპლუატაციოდ მხოლოდ ერთი პირის მიერ. არ გაუზიაროთ ეს მოწყობილობები სხვა პირებს, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრებსაც.
პროფესიული გამოყენების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის (გლუკომეტრის) გამოყენება ხდება სხვადასხვა პირებზე, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოწყობილობის (გლუკომეტრის) და სკარიფიკატორის დეზინფიცირება,სეიფ ეი- ქიუ/Safe AQ ტესტ- ფირფიტები და ლანცეტები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ განმეორებით.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა (გლუკომეტრი) იმ შემთხვევაში თუ ის გამართულად არ მუშაობს ან სახეზეა სხვა ნებისმიერი ტიპის დაზიანება.
შეინახეთ სეიფ ეი- ქიუ/Safe AQ ტესტ- ფირფიტების ფლაკონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტესტ- ფირფიტების ფლაკონი, ტესტ- ფირფიტები და საკონტროლო ხსნარის ფლაკონი შესაძლოა გახდეს დახრჩობის ან გაგუდვის გამომწვევი მიზეზი. არ დალიოთ საკონტროლო ხსნარი.
მოწყობილობიდან (გლუკომეტრიდან) ამოიღეთ ბატარეები იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას არ გამოიყენებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გამოყენების ინსტრუქცია
მოათავსეთ ტესტ- ფირფიტა მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტებისთვის განკუთვნილ პორტში. სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart მოდელების შემთხვევაში მოწყობილობა (გლუკომეტრი) ჩაირთვება ავტომატურად.
ტესტ- ფირფიტა მოწყობილობაში (გლუკომეტრში) მოათავსეთ დაბეჭდილი ნაწილით ზემოთ და კონტაქტების ნაწილით შესაბამის პორტში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სისხლის ნიმუშის გამოყენება არ მოხდება 3 წუთის განმავლობაში, მოწყობილობა (გლუკომეტრი) ავტომატურად გამოირთვება. ხელახლა მოათავსეთ ტესტ- ფირფიტა პორტში და დაიწყეთ ტესტირება.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart მოდელებისთვის: იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე გამოჩნდება "E-2" სიმბოლო; ეს ნიშნავს იმას რომ გარემოს ტემპერატურა სცილდება ტესტირებისთვის დაშვებულ დიაპაზონს. გთხოვთ მოათავსოთ მოწყობილობა (გლუკომეტრი), ტესტ- ფირფიტები და საკონტროლო ხსნარი შესაბამის ადგილას (10◦C- 35◦C), დაელოდოთ 30 წუთი და გაიმეოროთ ტესტირება.
დარწმუნდით იმაში რომ სკარიფიკატორი მჭიდროდ მიადეთ თქვენს თითზე. პუნქციის განსახორციელებლად დააჭირეთ ღილაკს.
ყურადღება:
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ მიიღეთ შესაბამისი ოდენობის სანიმუშო სისხლი, ფრთხილად დაიმასაჟეთ თითი.არ განახორციელოთ თითზე ძლიერი მოჭერა. მიჰყევით მე-6 ნაბიჯის ინსტრუქციას რათა მოახდინოთ პუნქციის სიღრმის კორექტირება და ხელახლა ჩაიტარეთ პუნქცია.
როდესაც სისხლში გლუკოზის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობის (გლუკომეტრის )ეკრანზე გამოჩნდება სისხლის წვეთის მოციმციმე სიმბოლო, მოათავსეთ სისხლის ნიმუში ტესტ- ფირფიტის სარეაქციო არეზე. ტესტ- ფირფიტის წვერი დაადეთ სისხლის წვეთს და დაელოდეთ მოწყობილობის (გლუკომეტრის) მიერ ხმოვანი სიგნალის გამოცემას. ვიზუალურად დარწმუნდით იმაში რომ სისხლის ნიმუში მთლიანად ავსებს ტესტ- ფირფიტის ბოლოს არსებულ სარეაქციო არეს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ მოათავსეთ შესაბამისი ოდენობის სისხლის ნიმუში ტესტ- ფირფიტაზე, გამოიყენეთ ახალი ტესტ- ფირფიტა და ხელახლა ჩაიტარეთ ტესტირება. ტესტ- ფირფიტაზე თითით ძლიერ არ დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა გამოიწვიოს არაზუსტი შედეგის მიღება.
წამიანი ათვლის შემდგომ სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart მოდელების მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე გამოჩნდება ტესტირების შედეგი.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart მოდელებისთვის: იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე გამოჩნდება „E-3" სიმბოლო მოუთითებს ტესტირების განხორციელების მეთოდის შეცდომას.
ამოიღეთ ტესტ- ფირფიტა.
სკარიფიკატორიდან მოხსენით თავსახური. მაგიდაზე მოთავსებული ლანცეტის უსაფრთხოების მარყუჟით, ჩასვით ლანცეტის ნემსი მარყუჟში. ამოიღეთ ლანცეტი და წრიული მოძრაობით დაახურეთ სკარიფიკატორს თავსახური.
აპარატის მოვლა/დეზინფექცია
მოწყობილობაზე სისხლის მოხვედრის ან მისი დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელეთ მისი გაწმენდა და დეზინფექცია.
იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის (გლუკომეტრის) გამოყენება ხდება მეორე პირზეც, მოწყობილობა (გლუკომეტრი) და სკარიფიკატორი ასეთ გამოყენებამდე უნდა იყოს გაწმენდილი და დეზინფიცირებული. არ მოახდინოთ მოწყობილობის (გლუკომეტრის) გაწმენდა ტესტირების დროს.
ზედმიწევნით დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
დარწმუნდით იმაში რომ მოწყობილობა (გლუკომეტრი) არის გამორთულ მდგომარეობაში და მასში არ არის მოთავსებული ტესტ- ფირფიტა. მოწყობილობის (გლუკომეტრის) მთლიანი გარე კორპუსის გასაწმენდად გამოიყენეთ 75% ალკოჰოლი. დარწმუნდით იმაში რომ მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტისა ან რაიმე სხვა პორტში არ მოხვდა რაიმე სითხე.
ტესტირებისთვის გამოყენებამდე მოწყობილობა კარგად გააშრეთ ჰაერზე.
განმეორებით დაიბანეთ ხელები ზემოთ მოცემული პროცედურების განხორციელების შემდეგ.
ექსპლუატაციის წესები
არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა (გლუკომეტრი) ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებთან ახლოს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის სწორ მუშაობას.
არ დაუშვათ ჭუჭყის, მტვრის, სისხლის, საკონტროლო ხსნარის ან სხვა სითხეების მოხვედრა მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტებისთვის განკუთვნილ პორტში.
არ შეინახოთ მოწყობილობა (გლუკომეტრი) ისეთ ადგილას, სადაც ის შეიძლება დაიმსხვრეს.
სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემა (მოწყობილობა (გლუკომეტრი), ტესტ- ფირფიტები, საკონტროლო ხსნარი) შეინახეთ მშრალ ადგილას.
არ გაყინოთ.
არ შეინახოთ სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში.
ბატარეის გამოცვლა ბატარეების გამოცვლის დროს დარწმუნდით რომ თქვენი მოწყობილობა (გლუკომეტრი) არის გამორთული.
ნაბიჯი 1: მოწყობილობიდან (გლუკომეტრიდან) მოხსენით ბატარეის დამცავი თავსახური.
ნაბიჯი 2: ამოიღეთ ძველი ბატარეები. მოათავსეთ ახალი ბატარეები შესაბამის განყოფილებაში ნიშნების "+" და "-" მიმართულებების გათვალისწინებით.
ნაბიჯი 3: დააბრუნეთ ბატარეის დამცავი თავსახური შესაბამის პოზიციაზე მის სრულ დახურვამდე.
მოწყობილობის მახასიათებლები
1. იმ შემთხვევაში თუ ტესტირების შედეგები აღემატება 600 მგ/დლ-ს (33.3 მმოლ/ლ), მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე გამოჩნდება სიმბოლო “HI” და წითელი ფერის ნათებასთან ერთად თქვენ გაიგებთ ხმოვან სიგნალს „შედეგი აღემატება დაშვებულ დიაპაზონს“. დაუყოვნებლივ გაიმეორეთ ტესტირება ახალი ტესტ- ფირფიტით. თუ თქვენი მაჩვენებელი კვლავ არის „HI”, დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს.
2. იმ შემთხვევაში თუ ტესტირების შედეგი არის 20 მგ/დლ-ზე (1.1 მმოლ/ლ) ნაკლები, მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე გამოჩნდება სიმბოლო „LO“ და წითელი ფერის ნათებასთან ერთად თქვენ გაიგებთ ხმოვან სიგნალს „შედეგი დაშვებულ დიაპაზონზე დაბალია“. დაუყოვნებლივ გაიმეორეთ ტესტირება ახალი ტესტ- ფირფიტით. თუ თქვენი მაჩვენებელი კვლავ არის „LO“, დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს.
3. იმ შემთხვევაში თუ ტესტირების შედეგი არის >70 მგ/დლ (>3.9 მმოლ/ლ) და <126 მგ/დლ (<7.0 მმოლ/ლ) დიაპაზონში, იგი გამოჩნდება მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე მწვანე ფერის ნათებასა და ხმოვან სიგნალთან ერთად.
4. იმ შემთხვევაში თუ ტესტირების შედეგი არის ≥126 მგ/დლ (≥7.0 მმოლ/ლ) და ≤250 მგ/დლ (≤13.9 მმოლ/ლ) დიაპაზონში, იგი გამოჩნდება მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე ყვითელი ფერის ნათებასა და ხმოვან სიგნალთან ერთად.
5. იმ შემთხვევაში თუ ტესტირების შედეგი არის ≤70 მგ/დლ (≤3.9 მმოლ/ლ) ან >250 მგ/დლ (>13.9 მმოლ/ლ) დიაპაზონში, იგი გამოჩნდება მოწყობილობის (გლუკომეტრის) ეკრანზე წითელი ფერის ნათებასა და ხმოვან სიგნალთან ერთად.
შენიშვნა: არ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს მკურნალობაში მხოლოდ ტესტირების შედეგსა და ნათების ინდიკატორების საფუძველზე. გთხოვთ ასეთ შემთხვევაში მიმართოთ ჯანდაცვის სპეციალისტს შემდგომი მკურნალობისთვის.
ყურადღება:
აპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის პრობლემაზე დაუკავშირდით სერვის ცენტრს
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account