Sinocare - სინოქეარი გლუკომეტრის 50 ტესტის ჩხირი (2x25)

29,90 GEL
მარაგშია
SKU
70353_3025
Sinocare - გლუკომეტრის ტესტ-ჩხირი N50

გლუკომეტრი Sinocare 50 ტესტის ჩხირი (2*25) 

ტექნიკური მახასიათებლები:

•ტესტ-ჩხირი გამიყენება გლუკომეტრ Sinocare AQ Smart-ზე. 

•ტესტ ჩხირი მოათავსეთ გლუკომეტრში სპეციალურად განსაზღვრული ნაწილით. 

•სეიფ ეი- ქიუ (Safe  AQ) სისხლში გლუკოზის დონის განმსაზღვრელი ტესტ- ფირფიტები შეესაბამება ISO 15197:2013 -ის მოთხოვნებს (ინ ვიტრო დიაგნოსტიკური ტესტ სისტემები - მოთხოვნები სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგის თვით- ტესტირების სისტემებისთვის შაქრიანი დიაბეტის მართვისას).

•შედეგის გამოვლენის შეზღუდვა (ყველაზე დაბალი ნიშნულის მქონე ჩვენება):20 მგ/დლ ან 1.1 მმოლ/ლ.

•სისტემის გაზომვის დიაპაზონი: 20 -600 მგ/დლ ან 1.1-33.3 მმოლ/ლ.

ტესტ-ფირფიტების შენახვის წესები და ვადები

•შენახვის ვადა: 24 თვე თუ ინახება 1◦C-30◦C ტემპერატურაზე.

•შეინახეთ ტესტ- ფირფიტები 1◦C-30◦C ტემპერატურის დიაპაზონში. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას. არ შეინახოთ მანქანაში. არ მოახდინოთ გაყინვა.

•შეინახეთ თქვენი ტესტ- ფირფიტები ორიგინალ ფლაკონში. არ გადაიტანოთ ისინი რომელიმე სხვა ფლაკონსა თუ კონტეინერში.

•ამოიღეთ ტესტ- ფირფიტა ფლაკონიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მზად იქნებით ტესტირების ჩატარებისთვის. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

•არ გამოიყენოთ ტესტ- ფირფიტები ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

•ფლაკონის ეტიკეტზე აღნიშნეთ ტესტ- ფირფიტების გამოყენების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არის 6 თვე ფლაკონის პირველად გახსნის მომენტიდან. გადააგდეთ ტესტ- ფირფიტები 6 თვის გასვლის შემდეგ.

•ტესტ- ფირფიტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, შემდგომ გაიმშრალეთ ხელები. ტესტ- ფირფიტის ფლაკონიდან ამოღებისას ან სისხლში გლუკოზის დონის საზომ მოწყობილობაში (გლუკომეტრში) მისი მოთავსების დროს თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ტესტ- ფირფიტა მის გვერდითა კიდეებზე ხელის მოკიდების გზით.

•დაიტანეთ სისხლი მხოლოდ ტესტ- ფირფიტის წვერზე. დარწმუნდით იმაში რომ სარეაქციო არე მთლიანად შევსებულია. არ მოათავსოთ სისხლი ტესტ- ფირფიტის სხვა ნებისმიერ ნაწილზე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს არაზუსტი შედეგი.

შემადგენლობა :

ტესტ- ფირფიტაში მოთავსებული რეაგენტის შემადგენლობა მოიცავს FAD- დამოკიდებულ გლუკოზა - დეჰიდროგენაზას, კალიუმის ფერიციანიდს, ბუფერულ ხსნარს, სტაბილიზატორს და ა.შ.

ფლაკონის მოცულობა: 50 ტესტ - ფირფიტა ფლაკონში

მეტი ინფორაცია
რაოდენობა2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy