Sinocare - სინოქეარი გლუკომეტრი AQ smart 25 ტესტ ჩხირით
Sinocare გლუკომეტრი AQ smart 25 ტესტ ჩხირით
აღწერა
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემები შექმნილია გლუკოზის რაოდენობრივი გაზომვისთვის თითის წვერიდან აღებული ახალი მთლიანი კაპილარული სისხლის ნიმუშებისა და ვენური მთლიანი სისხლის ნიმუშების აღების მეშვეობით. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემა განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის (ინ ვიტრო დიაგნოსტიკური გამოყენება), თვით ტესტირებისთვის და პროფესიული გამოყენებისთვის როგორც დამხმარე საშუალება დიაბეტის მართვის დროს.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემები განკუთვნილია ინ ვიტრო დიაგნოსტიკისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტის დიაგნოსტირებისა ან სკრინინგისთვის.
სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის საზომი მოწყობილობები (გლუკომეტრები) სისხლში გლუკოზის შემცველობის შედეგებს აჩვენებენ შემდეგ ერთეულებში: მმოლ/ლ ან მგ/დლ. მომხმარებლისთვის, რომელიც ახორციელებს თვით ტესტირებას, სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart სისხლში გლუკოზის დონის საზომი მოწყობილობა (გლუკომეტრი) და სკარიფიკატორი განკუთვნილია საექსპლუატაციოდ მხოლოდ ერთი პირის მიერ. არ გაუზიაროთ ეს მოწყობილობები სხვა პირებს, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრებსაც.
პროფესიული გამოყენების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის (გლუკომეტრის) გამოყენება ხდება სხვადასხვა პირებზე, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოწყობილობის (გლუკომეტრის) და სკარიფიკატორის დეზინფიცირება,სეიფ ეი- ქიუ/Safe AQ ტესტ- ფირფიტები და ლანცეტები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ განმეორებით.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა (გლუკომეტრი) იმ შემთხვევაში თუ ის გამართულად არ მუშაობს ან სახეზეა სხვა ნებისმიერი ტიპის დაზიანება.
შეინახეთ სეიფ ეი- ქიუ/Safe AQ ტესტ- ფირფიტების ფლაკონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტესტ- ფირფიტების ფლაკონი, ტესტ- ფირფიტები და საკონტროლო ხსნარის ფლაკონი შესაძლოა გახდეს დახრჩობის ან გაგუდვის გამომწვევი მიზეზი. არ დალიოთ საკონტროლო ხსნარი.
მოწყობილობიდან (გლუკომეტრიდან) ამოიღეთ ბატარეები იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას არ გამოიყენებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გამოყენების ინსტრუქცია
მოათავსეთ ტესტ- ფირფიტა მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტებისთვის განკუთვნილ პორტში. სეიფ ეი- ქიუ სმარტ/Safe AQ Smart მოდელების შემთხვევაში მოწყობილობა (გლუკომეტრი) ჩაირთვება ავტომატურად.
ტესტ- ფირფიტა მოწყობილობაში (გლუკომეტრში) მოათავსეთ დაბეჭდილი ნაწილით ზემოთ და კონტაქტების ნაწილით შესაბამის პორტში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სისხლის ნიმუშის გამოყენება არ მოხდება 3 წუთის განმავლობაში, მოწყობილობა (გლუკომეტრი) ავტომატურად გამოირთვება. ხელახლა მოათავსეთ ტესტ- ფირფიტა პორტში და დაიწყეთ ტესტირება.
ზედმიწევნით დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
დარწმუნდით იმაში რომ მოწყობილობა (გლუკომეტრი) არის გამორთულ მდგომარეობაში და მასში არ არის მოთავსებული ტესტ- ფირფიტა. მოწყობილობის (გლუკომეტრის) მთლიანი გარე კორპუსის გასაწმენდად გამოიყენეთ 75% ალკოჰოლი. დარწმუნდით იმაში რომ მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტისა ან რაიმე სხვა პორტში არ მოხვდა რაიმე სითხე.
ტესტირებისთვის გამოყენებამდე მოწყობილობა კარგად გააშრეთ ჰაერზე.
განმეორებით დაიბანეთ ხელები ზემოთ მოცემული პროცედურების განხორციელების შემდეგ.
ექსპლუატაციის წესები
არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა (გლუკომეტრი) ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებთან ახლოს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის სწორ მუშაობას.
არ დაუშვათ ჭუჭყის, მტვრის, სისხლის, საკონტროლო ხსნარის ან სხვა სითხეების მოხვედრა მოწყობილობის (გლუკომეტრის) ტესტ- ფირფიტებისთვის განკუთვნილ პორტში.
არ შეინახოთ მოწყობილობა (გლუკომეტრი) ისეთ ადგილას, სადაც ის შეიძლება დაიმსხვრეს.
სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის სისტემა (მოწყობილობა (გლუკომეტრი), ტესტ- ფირფიტები, საკონტროლო ხსნარი) შეინახეთ მშრალ ადგილას.
არ გაყინოთ.
არ შეინახოთ სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში.
მახასიათებელი
ტესტ-ჩხირის ტექნიკური მახასიათებლები:
•სეიფ ეი- ქიუ (Safe AQ) სისხლში გლუკოზის დონის განმსაზღვრელი ტესტ- ფირფიტები შეესაბამება ISO 15197:2013 -ის მოთხოვნებს (ინ ვიტრო დიაგნოსტიკური ტესტ სისტემები - მოთხოვნები სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგის თვით- ტესტირების სისტემებისთვის შაქრიანი დიაბეტის მართვისას).
•შედეგის გამოვლენის შეზღუდვა (ყველაზე დაბალი ნიშნულის მქონე ჩვენება):20 მგ/დლ ან 1.1 მმოლ/ლ.
•სისტემის გაზომვის დიაპაზონი: 20 -600 მგ/დლ ან 1.1-33.3 მმოლ/ლ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account