ნატალი N30 (გრ+კაფ) პაკეტი ორთომოლი - Orthomol
ჩვენება: დაგეგმილი ორსულობა, ორსულობის პერიოდი (სამივე ტრიმესტრი), ორსულთა ტოქსიკოზი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ლაქტაციის პერიოდი.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი® ნატალი
მიკრონუტრიენტების ინოვაციური კომბინაცია ორსულებისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლი® ნატალი ვიტამინების და მინერალების ინოვაციური კომპლექსი შექმნილია ქალებისთვის ორსულობამდე, ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ.
ორთომოლი® ნატალის რეგულარული მიღება:
· ამზადებს ორგანიზმს წარმატებული ჩასახვისთვის
· უზრუნველყოფს ორსულობის პერიოდში დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას
· ამცირებს გართულებების რისკს და ნაყოფის მალფორმაციებს
· ლაქტაციის პერიოდში უზრუნველყოფს დედის ორგანიზმს აუცილებელი მიკრონუტრიენტებით
I ორსულობის დაგეგმვა:
ორსულობამდე ქალის კვებითი რაციონის გამდიდრება მიკრონუტრიენტებით აუცილებელია ორგანიზმის მოსამზადებლად მომავალი დედობისთვის, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ნაყოფის უჯრედულ დონეზე ზრდა-განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული სამეანო და პერინატალური გართულებები. გარდა ამისა, მიკროელემენტების ადექვატურ მიღებას შეუძლია გააუმჯობესოს დედის რძის ხარისხი, შეამციროს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების, სამეანო პათოლოგიების და ზრდასრულ ასაკში ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი.
II ორსულობა:
ორსულობის დროს იზრდება დედის მიერ მოხმარებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა, რაც პოტენციურ გავლენას ახდენს დედის და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. კვების ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე და გამოიწვიოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა პლაცენტარული უკმარისობა, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის მალფორმაციები. ამიტომ, ორსული ქალის დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი. ორსულობის დროს არა მხოლოდ ენერგეტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს, არამედ უნდა შეიქმნას ენერგეტიკული რეზერვი ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.
ორსულში სხეულის წონის მატებას (ნაყოფის, პლაცენტის, დედის) თან ახლავს ბაზალური მეტაბოლიზმის ზრდა. ორსულობის თითოეულ ტრიმესტრში ენერგიის მოთხოვნილება და ხარჯვა განსხვავებულია. მეორე ტრიმესტრიდან ენერგიის მოთხოვნილება დაკავშირებულია დედის ქსოვილების ზრდასთან (პლაზმის მოცულობა, რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მოცულობის გაზრდა, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება), ხოლო მესამე ტრიმესტრში მთლიანი ენერგეტიკული ბალანსი მიმართულია ნაყოფის განვითარებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ენერგიის მოხმარება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეადგენს 300 კკალ/დღეში.
რისკის ჯგუფის მცირე წონიან ორსულს (სხეულის მასის ინდექსი < 18,5 კგ/მ2), ორსულობის პირველივე ტრიმესტრში ესაჭიროება კვებითი ნუტრიენტებით ბუნებრივი რაციონის გამდიდრება: ვიტამინებით (ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი D, ვიტამინი A და E), მინერალებით (რკინა და იოდი), მიკროელემენტებით (მაგნიუმი და კალციუმი) და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები მოწოდებულია მაღალი რისკის მქონე ორსულებში.
III ძუძუთი კვება:
მიკროელემენტების დაბალანსებული კომპლექსის მიღება უზრუნველყოფს მშობიარობის შემდეგ სწრაფ აღდგენით პროცესებს. მოთხოვნილება მიკროელემენტებზე ძუძუთი კვების დროს მნიშვნელოვნად იზრდება. დედის რძე ბავშვის კვების, ზრდის უმნიშვნელოვანესი წყაროა და დამოკიდებულია კვებითი ნუტრიენტების ადექვატურ მიღებაზე. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, პრობიოტიკები, ვიტამინები, ულტრამიკროელემენტები და მინერალები ამდიდრებს დედის რძეს, რაც დადებითად აისახება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. WHO-ს და DGE-ს რეკომენდაციით მოწოდებულია როგორც ორსულობისას ასევე ლაქტაციის პერიოდში მიკრონუტრიენტების გამოყენება ბალანსირებულ კვებასთან ერთად.
კვლევის მიხედვით ვიტამინების და მინერალების მიღება ორსულ ქალებში:
· ზრდის კარგ სამეანო შედეგს
· ამცირებს გართულებების რისკს
· ამცირებს ნაყოფის მალფორმაციებს
რა არის ორთომოლი® ნატალიში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები და მახასიათებლები:
ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.
ორთომოლ® ნატალიში შემავალი Quadrefolic®-ი არის ფოლატის აქტიური ფორმა, მისი ათვისება ხდება წინასწარი ტრანსფორმაციის გარეშე, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის, ნერვული სისტემის და ბადურის ფორმირებაში, აქვს ანტითრომბოზული მოქმედება და ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს.
ვიტამინი C + E + თუთია + სელენი - ამცირებს პლაცენტის აშრევების რისკს, ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ.
იოდი + რკინა - არეგულირებს ენდოკრინული და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. იოდის დეფიციტი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დონის შენარჩუნება როგორც ნაყოფის, ისე დედის ჯანმრთელობისთვის. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.
ვიტამინი D + K + კალციუმი - მონაწილეობს ნაყოფის ძვლების ფორმირებაში, ხელს უწყობს ძვალ-კუნთოვანი, სისხლის მიმოქცევის და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ განვითარებას.
B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი - აუცილებელია ორგანიზმის ოპტიმალური ენერგეტიკული ბალანსისთვის, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემას.
ქრომი - არეგულირებს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონეს, ამცირებს გესტაციური დიაბეტის რისკს.
ქოლინი - მონაწილეობს ფიზიოლოგიურ პროცესებში პრენატალურ პერიოდში. აუმჯობესებს ორსულობის მიმდინარეობას, იცავს ნაყოფს ნერვული და მეტაბოლური დაზიანებისგან.
პრობიოტიკები (რძემჟავა ბაქტერიები) - დადებითად მოქმედებს ნაწლავურ ფლორაზე, რეკომენდებულია როგორც ორსულობის, ასევე ლაქტაციის პერიოდში, მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებაში, აუმჯობესებს როგორც გლუკოზის, ასევე ცხიმის მეტაბოლიზმს ორსულ ქალებში, ამცირებს გესტაციური დიაბეტის რისკს და აქტიურად გამოიყენება ორსულობის დროს განვითარებული ბაქტერიული ვაგინოზის დროს, რომელიც შეიძლება გახდეს ნაადრევი მშობიარობის და შემდგომი პერიოდის ენდომეტრიტით გართულების მიზეზი.
ჩვენება:
· დაგეგმილი ორსულობა
· ორსულობის პერიოდი (სამივე ტრიმესტრი)
· ორსულთა ტოქსიკოზი
· მშობიარობის შემდგომი პერიოდი
· ლაქტაციის პერიოდი
შემადგენლობა:
დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 10 გ) + 3 კაფსულა (2,1 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %RM** |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი A | 333 მკგ | 42 |
ბეტა კაროტინი | 333 მკგ | |
ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) | 300 |
ვიტამინი E | 36 მგ | 300 |
ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
ვიტამინი C | 110 მგ | 138 |
თიამინი B1 | 3 მგ | 273 |
რიბოფლავინი B2 | 3.5 მგ | 250 |
ნიაცინი | 36 მგ | 225 |
ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
ფოლის მჟავა, აქედან | 500 მკგ | 250 |
პტეროილმონოგლუტამინის მჟავა | 300 მკგ | |
(6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას გლუკოზამინის მარილი | 200 მკგ | |
ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
პანტოთენი | 18 მგ | 300 |
მინერალები: | ||
კალციუმი | 200 მგ | 25 |
მაგნიუმი | 100 მგ | 27 |
რკინა | 5 მგ | 36 |
სპილენძი | 1 მგ | 100 |
თუთია | 5 მგ | 50 |
სელენი | 30 მკგ | 55 |
ქრომი | 60 მკგ | 150 |
მოლიბდენი | 80 მკგ | 160 |
იოდი | 150 მკგ | 100 |
ასევე შეიცავს: | ||
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 360 მგ | *** |
EPA | 40 მგ | *** |
DHA | 300 მგ | *** |
ქოლინი | 100 მგ | *** |
ლუთეინი | 2.5 მგ | *** |
ზეაქსანტინი | 500 მკგ | *** |
რძემჟავა ბაქტერიები | 3X109 CFU° | *** |
3X109 CFU°: Lactococcus lactis, Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium bifidum.
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
· °° IU = საერთაშორისო ერთეულები
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
· NE = ნიაცინის ექვივალენტები
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
დამატებითი ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), სახამებელი, მაგნიუმის კარბონატი, თევზის ზეთი, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), L-ასკორბინის მჟავა, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ფუტკრის ცვილი (შემავსებელი აგენტი), ვიტამინი E, მალტოდექსტრინი (შემავსებელი აგენტი), სორბიტოლი (შემავსებელი აგენტი), ნიკოტინამიდი, თუთიის გლუკონატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ჯვარედინად-დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), კალციუმის D-პანტოთენატი, სილიციუმის დიოქსიდი (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), რკინის ფუმარატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ტიტანის დიოქსიდი (ფერი), რძემჟავა ბაქტერიების კულტურა (შეიძლება შეიცავდეს რძის ან სოიოს ნაწილაკებს), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მცენარეული ზეთი, თიამინის ჰიდროქლორიდი, პოლივინილ პოვიდონი (შემავსებელი აგენტი), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), რკინის ოქსიდი (ფერი), სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), რიბოფლავინ, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ლაქტიტოლი (შემავსებელი აგენტი), ფოლიუმის მჟავა, არაბული ფისი (შემავსებელი აგენტი), ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ფილოქინონი, ნატრიუმის სელენატი, ციანოკობალამინი, ქოლეკალციფეროლი.
ორთომოლი® ნატალის მიღების წესი:
· მიიღება 1 პაკეტი გრანულებით (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ წყალში) და 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ორსულებში და მეძუძურ დედებში, ყოველდღიური დოზის მიღება შეიძლება გადანაწილდეს დღის მანძილზე
· პრობიოტიკების შემცველი კაფსულა, მოთავსებული ცალკე ბლისტერზე, მიიღება დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე
· ორთომოლი®ნატალის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად
გაფრთხილება:
· ორსულობის დროს რკინის და ხშირად მაგნიუმის საჭიროებაც განსაკუთრებით მაღალია, აქედან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს ამ ნივთიერებების დამატებით მიღება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· ორთომოლი®ნატალი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 2 კაფსულა) + 30 კაფსულა ბლისტერზე.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account