ვიტერია - Viteria კაცის პაკეტი 30 ცალი

განსაკუთრებული ფასი 185,48 GEL რეგულარული ფასი 231,85 GEL
მარაგშია
SKU
94940_2048

ჩვენება: მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციის მოსამატებლად. მამაკაცების სექსუალური ფუნქციის დარღევევის დროს.

ვიტერია

მამაკაცებისთვის

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების ინსტრუქცია:

შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში .

შემადგენლობა:

თითოეული პაკეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება:

L- კარნიტინი --- 2000მგ.

L- არგინინი ჰიდროქლორიდი --- 500მგ.

ვიტამინიC ( L- ასკორბინის მჟავა) --- 200მგ.

ვიტამინიE (DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი) --- 120მგ a-TE

კოენზიმQ10 --- 100 მგ.

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) --- 60მგ.

თუთია (თუთიის ციტრატი) --- 15მგ.

ბეტა-კაროტინი --- 2მგ.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) --- 2მგ.

ვიტამინი A (რეტინილაცეტეტი) --- 1000მკგ.

ფოლიუმის მჟავა (B9)--- 400მკგ

სელენი (ნატრიუმის სელენიტი) --- 60მკგ.

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) --- 10მკგ.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) --- 6მკგ.

დამხმარე ნივთიერებები:შემავსებელი მანიტი (E420),დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი(E952),მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა(E330),ლიმონის არომატიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო სილიციუმის დიოქსიდი(E551).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ მამაკაცის სპერმის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, მათ შორის ზრდიან სპერმის კონცენტრაციას ეაუკულატში, აუმჯობესებენ მათი მოძრაობის სისწრაფეს და გამანაყოფიერებელ უნარს.

L-კარნიტინი --- აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ხსნის დაღლილობას, აძლიერებს ორგანიზმის და სისხლძარღვების ტონუსს!

L-არგინიგი --- ამინომჟავა, რომელიც აძლიერებს მამაკაცურ პოტენციას და ეაკულატის ხარისხს!

ვიტამინი C --- ერთ-ერთი მთავარი მამაკაცური ვიტამინია! უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას! წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და ანეიტრალებს სტრესის ჰორმონს(კორტიზოლი)

ვიტამინი E --- აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში. ვიტამინის ნაკლებობა აისახება რეპროდუქციულ ფუნქციაზე!

კოენზიმ Q10 --- მამაკაცების ორგანიზმში არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს ამტანობას დაზრდის ტონუსს!

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) --- უზრუნველყოფს ორგანიზმის ძვლოვანი სისტემის სიმყარეს, მონაწილეობს D ვიტამინის შეთვისებაში და ტესტოსტერონის წარმოქმნაში! ხელს უწყობს ძლიერი ლიბიდოს შენარჩუნებას მოწიფულ ასაკში!

თუთია (თუთიის ციტრატი) --- მამაკაცისთვის შეუცვლელი ელემენტია, ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს ორგანიზმში, ჰორმონისას რომელიც უზრუნველყოფს მამაკაცური ფუნქციების სიჯანსაღეს და კარგ გარეგნობას!

ბეტა-კაროტინი--- ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე!

ვიტამინი B6 --- (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზის პროცესში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, მონაწილეობს ცხიმების წვაში, მონაწილეობს სეროტონინის სინთეზში!

ფოლიუმის მჟავა --- მონაწილობს სპერმატოგენეზში!

სელენი (ნატრიუმის სელენიტი) --- მამაკაცებში აუცილებელი ელემენტია ტესტოსტერონის წარმოქმნისათვის, სპერმატოგენეზის ნორმალური ფორმირებისათვის!

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) --- ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან იგი მონაწილეობს სპერმატოგენეზში. მამაკაცის ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის დროს იმპოტენციის რისკი იზრდება 32%-ით!

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) --- მნიშვნელოვანი ელემენტია მამაკაცის სრულყოფილი სქესობრივი სისტემის ფუნქციონირებისთვის!

იხილეთ ბლოგი: რა არის იმპოტენცია და როგორ ვუმკურნალოთ მას?

გამოყენების ჩვენებები:

- კომპლექსურ თერაპიაში : ერექტილური დისფუნქციის დროს, მათ შორის ლიბიდოს დაქვეითების დროს, უნაყოფობის დროს, რომელიც გამოწვეულია იდიოპათიური ოლიგოასთენოტერატოზოოსპერმიით!( სპერმატოზოიდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემცირება)

- მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციის მოსამატებლად!

- მამაკაცების სექსუალური ფუნქციის დარღევევის დროს (დიდი ასაკი), ლიბიდოს დაქვეითების დროს, ერექციის დარღვევისას, ეაკულაციის დარღვევისას!

უკუჩვენებები:

- ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

- ჰიპერტენზია ( მომატებული არტერიული წნევა).

მიღების და დოზირების რეჟიმი:

მიიღება 1 პაკეტი დღე-ღამეში, პაკეტის შემადგენლობა წინასწარ უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში, მიიღება ჭამის შემდეგ.

ოპტიმალური მკურნალობის კურსი --- 3 თვე! კურსის დრო განპირობებულია სპერმატოგენეზის პერიოდის გამო რომელიც შეადგენს 72 დღეს! ნივთიერებები რომლებიც დადებითად მოქმედებენ ამ პროცესზე უნდა იყოს ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მთელი ამ დროის განმავლობაში!

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების შემთხვევაში გულისრევის შეგრძნება.

განსაკუთრებული მითითებები:

არ მივიღოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზაზე მეტი!

პროდუქტის მიღების წინ უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია!

ვიტერია მამაკაცებისთვის მიღების დროს არ შეიძლება ალკოჰოლის !!

გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში.

N 30 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შევინახოთ მშრალ, მზისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25 C . ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე!

გამოყენების ვადა მითითებულია მუყაოს კოლოფზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy