ვიტერია - Viteria ქალის პაკეტი 30 ცალი
ჩვენება: ფერტილობის გაზრდა ქალებში, ქალბატონების მომზადებისათვის წარმატებული ორსულობის დადგომისათვის. ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისათვის.
ვიტერია ქალებისთვის
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია:
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში .
შემადგენლობა:
თითოეული პაკეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
მიო-ინოზიტოლი --- 2000მგ.
L- არგინინი ჰიდროქლორიდი --- 500მგ.
ვიტამინიC (L- ასკორბინის მჟავა) --- 200მგ.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი,95%პროანტოციანიდები(Vitis Vinifer) --- 100 მგ.
კოენზიმ Q10 --- 100მგ.
ჟენშენის ექსტრაქტი,10% გინსენოზიდები (Panax ginseng) --- 50მგ.
დამიანას ფოთლების ექსტრაქტი (Turnera diffusa) --- 50მგ.
პარაამინობენზოის მჟავა --- 25მგ.
ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი) --- 12მგ.
ბეტა კაროტინი --- 2მგ.
ფოლიუმის მჟავა --- 400მკგ.
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) --- 10მკგ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) --- 10მკგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტი(E420)შემავსებელი,ნატრიუმის ციკლამატი(E952)დამატკბობელი,ლიმონმჟავა(E330),(მჟავიანობის მარეგულირებელი).ლიმონის არომატიზატორი,სილიციუმის დიოქსიდი(E551),(შეწებების საწინააღმდეგო).
ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის 30 კაფსულა
ვიტერია ქალებისათვის უზრუნველყოფს ქალის ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებებით ფერტილობის აღდგენის ეტაპზე. აუმჯობესებს ქალის ორგანიზმის ზოგად რეპროდუქციულ ფუნქციას და ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას!
მიო-ინოზიტოლი ინარჩუნებს ინსულინის ნორმალურ დონეს რაც უზრუნველყოფს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას, კვერცხუჯრედების ხარისხს და არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
L-არგინინი -- ნივთიერება რომელიც აუმჯობესებს რეპროდუქციული ორგანოების სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს ცერვიკალური ლორწოს გამოყოფას და ლიბიდოს ამაღლებას.
ვიტამინი C --- წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს რომელიც ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში. იცავს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლის ანემიის განვითარებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისათვის.
პროანტოციანიდინები--- ( ყურძნის წიპწების ექსტრაქტი) ხელს უწყობენ კაპილარების მთლიანობის შენარჩუნებას და წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს.
კოენზიმ Q10 --- უზრუნველყოფს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას და ოვულაციის პროცესს, ხსნის ანთებით პროცესებს, რის გამოც ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას.
ჟენშენის ექსტრაქტი --- ეხმარება ორგანიზმს სტაბილური ციკლის შენარჩუნებაში ან აღადგენს მას ჰორმონალური დარღვევების დროს, ახანგრძლივებს ფერტილურ ასაკს.
დამიანის ექსტრაქტი --- ააქტიურებს რეპროდუქციულ ფუნქციას და ამაღლებს ლიბიდოს.
პარაამინობენზოის მჟავა --- არეგულირებს ფოლიუმის მჟავის სინთეზს.
ვიტამინი E --- მონაწილეობს ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზში, იცავს უჯრედებს ჟანგვითი პროცესებისაგან რითაც ამცირებს ნაყოფის დაზიანების რისკებს. აგრეთვე აქტიურ როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზში.
ბეტა-კაროტინი --- როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს რეპროდუქციულ ორგანოებს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებისაგან. იგი აუცილებელია ნორმალური ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისათვის, ორსულობის დადგომისათვის და ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს ადრეულ სტადიაზე.
ფოლიუმის მჟავა --- მონაწილეობს ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზეც და მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ბავშვის ორგანოთა სისტემების სრულყოფილ განვითარებას.
ვიტამინი D --- აუცილებელი ვიტამინია განსაკუთრებით ქალებისათვის მთელი ცხოვრების გამავლობაში და განსაკუთრებით ორსულობის დაგეგმვის დროს.
ვიტამინი B12 --- წარმოადგენს ძირითად ელემენტს ფერტილობის ზრდისთვის, ოვულაციისთვის.
გამოყენების ჩვენებები:
- კვერცხუჯრედის მომწიფების და ოვულაციის ნორმალიზაცია
- ფერტილობის გაზრდა ქალებში
- ქალბატონების მომზადებისათვის წარმატებული ორსულობის დადგომისათვის
- ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისათვის
- მენსტრუალური ციკლის აღდგენისათვის
დოზირებისა და გამოყენების მეთოდი:
კვერცხუჯრედის მომწიფების პერიოდი ოვულაციამდე წარმოადგეს დაახლოებით 85 დღეს, ამიტომ რეკომენდირებულია ვიტერია ქალებისათვის მიღების დაწყება 3 თვით ადრე ორსულობის დაგეგმვიდან.
1 პაკეტი დღე-ღამეში.მიღების წინ შიგნით მისაღების გავხსნათ ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მივიღოთ ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
- 18 წლამდე ასაკი.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- ვიტერია ქალებისათვის უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს!
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
- არ გადაამეტოთ რეკომენდირებულ დღის დოზას!
- რეკომენდირებულია მიღების დაწყება 3 თვით ადრე ორსულობის დაგეგმვისას.
- გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
- ვიტერია ქალებისათვის მიღებისას არ შეიძლება ალკოჰოლი!!
გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში. N 30 პაკეტი მიღების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შევინახოთ მშრალ, მზისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25 C . ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე!
გამოყენების ვადა: 36 თვე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account