მაკულაიფი კაფს. N20
მაკულაიფი
კვებითი დანამატი
20 კაფსულა
მაკულაიფი არის კვებითი დანამატი, რომელიც შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანთინს, DHA-ომეგა 3-ს, ტოკორეტინოლებს, C ვიტამინს, E ვიტამინს, თუთიას და სპილენძს, რომელთა მიღებაც სასარგებლოა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმის მიერ საჭიროა ამ კვებითი/ნუტრიციული ნივთიერებების ნორმალურ რაოდენობაზე მეტი ოდენობით გამოყენება, კერძოდ კი - ბადურა გარსის დაავადებების მქონე პაციენტებში. კვების ყოველდღიური რაციონი, ნაწლავისმიერი შეწოვის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების ფონზე, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ამ ნივთიერებების საკმარისი რაოდენობის მიღებას. ოქსიდაციური პროცესების აქტივობის მომატება, რაც ძირითადად დაკავშირებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, კვამლისა და მზის შუქის ზემოქმედების გაძლიერებასთან და ასევე, სპეციფიური ანტი-ოქსიდანტების საკვების სახით მიღების დაქვეითებასთან, ხშირად იწვევს თვალის გარკვეული ანატომიური ნაწილების (კერძოდ ბადურა გარსისა და განსაკუთრებით კი - მისი შემადგენელი ნაწილის და მაღალი სიმკვეთრის მქონე მხედველობის განმაპირობებელი მაკულას [ხალის]) დაზიანებით მიმდინარე დეგენერაციული ხასიათის მქონე დაავადებების გავრცელების სიხშირის ზრდას.
მაკულაიფის გამოყენება უზრუნველყოფს თვალში (კერძოდ კი - ბადურა გარსში) ფიზიოლოგიურად წარმოდგენილი ამ ნივთიერებების დამატებითი რაოდენობის მიღებას, რაც მეტად არსებითი და მნიშვნელოვანია ამ ორგანოს ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის. კერძოდ, DHA (დოკოზაჰექსაინის მჟავა) განაპირობებს მხედველობის ნორმალური სიმახვილის უნარის შენარჩუნებას.
კვებითი დანამატის მაჩვენებელი |
1 კაფსულაში |
NRVs % |
თევზის ქონი |
350,00მგ |
|
DHA (დოკოზაჰექსაინის მჟავა) |
200,00მგ |
|
ვიტამინი C |
70,00მგ |
88% |
ვიტამინი E |
10,00მგ α-TE |
83% |
ტოკორეტინოლები |
15,50მგ |
|
თუთია |
12,50მგ |
125% |
სპილენძი |
1,00 მგ |
100% |
ტაგეტის მშრალი ექსტრაქტი, სადაც: |
70,00მგ |
|
ლუტეინი |
10,00მგ |
|
ზეაქსანთინი |
2,00 მგ |
|
%NRVs: კვებითი დანამატებისათვის მოწოდებული ეტალონური სტანდარტები (1 კაფსულაში)
მიღების წესი: რეკომენდირებული დოზირება გულისხმობს ერთი კაფსულის მიღებას დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ , დიდი რაოდენობის სასმელ წყალთან ერთად.
შემადგენლობა: DHA-ში გახსნილი და გამდიდრებული თევზის ქონი ტოკოფეროლთან ერთად; საკვები ჟელატინი; C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა); სიმყარის მიმცემი აგენტი: გლიცეროლი; ლუთეინში (მარცვლეულის მალტოდექსტრინის) გახსნილი მარიგოლდის - ტაგეტის (Tagetes erecta L.) ყვავილის 20% მშრალი ექსტრაქტი; პალმის ზეთში გახსნილი ტოკორეტინოლების და ტოკოფეროლების ნარევი; თუთიას ბისგლიცინატი; შემასქელებელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავეების მონო- და დი-გლიცერიდები; 10% ზეაქსანთინში (მარცვლეულის მალტოდექსტრინის) გახსნილი მარიგოლდის (Tagetes erecta L.) ყვავილის მშრალი ექსტრაქტი; ემულსიფიკატორი: მზესუმზირის ლეციტინი; E ვიტამინის აცეტატი (D--ალფა ტოკოფეროლი); სპილენძის ბისგლიცინატი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: კოლოიდური სილიციუმი; ფერის მიმცემი: რკინის ოქსიდი (E172) და ტიტანის ოქსიდი (E171).
შეფუთვა:
20 რბილი კაფსულა
წონა (ნეტო): 16.93 გ
ვარგისიანობის / შენახვის ვადა
24 თვე
სიფრთხილის ზომები:
ვარგისიანობის ვადა ძალაშია პროდუქტის სწორედ შენახვის პირობებში, მის თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს წყაროსაგან მოშორებით.
პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა სახის დიეტის, ბალანსირებული კვებისა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის შემადგენელი ნაწილის სახით.
პროდუქტი შენახული უნდა იქნეს 3 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
მიღების დროს არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შეფუთული და დაფასოებულია Via dei Maniscalchi, 5 – 41012 Carpi (MO) საწარმოში,
Farmigea S.p.A. Via G.B. Oliva 6/8, 56121 Pisa, Italy შეკვეთით.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account