Solgar - სოლგარი შტოში + ვიტამინი C 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 62,71 GEL რეგულარული ფასი 73,34 GEL
მარაგშია
SKU
75429_2153
Solgar - სოლგარი შტოში + ვიტამინი C 60 კაფსულა

შტოში C ვიტამინით

 

შემადგენლობა:

შტოშის ნაყოფის კონცენტრატი (Vaccinium macrocarpon) – 400მგ

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – 60მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

შტოშის ექსტრაქტი შეიცავს: ბიოფლავონოიდებს, C, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, ფენოლურ ნაერთებს, ტრიტერპენოიდებს, პროანტოციანიდებს და მიკროელემენტებს (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი).

შტოში ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში. იგი ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე. შტოშს ახასიათებს ანტიკანცეროგენული მოქმედება, ვინაიდან მონაწილეობს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის პროცესში. სამკურნალო მცენარის შემადგენლობაში არსებულ პროანტოციანიდის ოლიგომერებს, ფლავონოიდებსა და ტრიტერპენოიდებს აგრეთვე ახასიათებს  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას), ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით აქტიურია E. coli-თან მიმართებაში) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი აუმჯობესებს თირკმლის, ზედა და ქვედა საშარდე გზების ფუნქციას, ზრდის დიურეზს. იგი ამცირებს სხვადასხვა ინფექციებისა და ცისტიტის განვითარების რისკს.

C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ქსოვილებზე.

ჩვენება:

  • ურეთრიტი
  • ცისტიტი
  • პიელონეფრიტი
  • პროსტატიტი
  • თირკმელებში ოქსალატების, ურატების, კარბონატების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს,  შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია კვების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy