Soveren - სოვერენი ხსნარი 600მლ
გამოყენების ინსტრუქცია
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
სოვერენი
შემადგენლობა 100 მლ–ზე:
მოქმედი ნივთიერებები: Equisetum arvensis მინდვრის შვიტა ღეროს მშრალი ექსტრაქტი -570 მგ ; Spergularia rubra წითელი ტორიჩნიკის მშრალი ექსტრაქტი – 330 მგ; Peumus boldus ბოლდო – ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 280 მგ; Opuncia ficus indica ოპუნცია (კაქტუსი)170 მგ - ყვავილების მშრალი ექსტრაქტი; Sideritis angustiflora - ჩაი მაკედონიის - ყვავილოვანი ნაწილების მშრალი ექსტრაქტი– 170 მგ; Rozmarinus officinalis როზამარინი ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 170 მგ; Cynodon dactylon გლერტას მშრალი ექსტრაქტი –170 მგ; Melissa oficinalis მელისას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 170 მგ.
დამატებითი ნივთიერებები :
ნატრიუმის მეთილპარაბენი, გაწმენდილი წყალი.
თვისებები :
მინდვრის შვიტას შემადგენლობაში შემავალი სილიციუმის მჟავა ეწინააღმდეგება შარდმჟავას მარილების კრისტალიზაციას. წითელი ტორიჩნიკის, ბოლდოს, სამკურნალო როზამარინის, მაკედონიის ჩაიში შემავალი ფლავონოიდები და კუმარინები იწვევენ თირკმლის კენჭების შენებაში მონაწილე – კალციუმის ოქსალატების, კალციუმის ფოსფატების და ურატების თითქმის სრულ გახსნასა და განეიტრალებას. გლერტას შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ შარდმდენი ეფექტი. სამკურნალო მელისას შემადგენლობაში შემავალ ფენილპროპანოიდებს გააჩნიათ იმუნომოდულატორული და ანტიმიკრობული მოქმედება.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო მჟავე–ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისათვის – თირკმელში კენჭების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად. ანორმალიზებს შარდის გამომყოფ ფუნქციას, ორგანოზმიდან შარდმჟავას მარილების და ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე. აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ინფექციურ– ანთებითი დაავადებების წარმოქმნის ალბათობას საშარდე გზებში.
უკუჩვენება :
ინდივიდუალური აუტანლობა ბად–ის კომპონენტების მიმართ. ორსულობა.
გამოყენების წესი და დოზირება:
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბავშვები 2–6 წელი – 5–10 მლ 3–ჯერ დღეში. 6–18 წელი 15 მლ 3–ჯერ დღეში. მოზრდილებში – 45 მლ 3–ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა 2–4 კვირაა.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი
შენახვის წესი:
მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურზე არაუმეტეს +25 გრადუსისა, ჰაერის შეფარდებით ტენიანობაზე არაუმეტეს 75 %–ისა .
გამოშვების ფორმა :
600 მლ ხსნარი ფლაკონებში მზომ ჭიქასთან ერთად.
მწარმოებელი :
“Biomir” ტაშკენტი.
„CITCO CHEMICALS LTD“ -ს შეკვეთით.
არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account