საკვები დანამატი

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. ხშირად რთულია ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმის დაცვა, ამიტომ აუცილებელია საკვები დანამატების მიღება.
PSP.GE–ზე დაგხვდება 20–ზე მეტი ბრენდის, მათ შორის სოლგარის, ამვილაბის, დოპელჰერცისა და ფიურის 400-მდე პროდუქტი, რომელიც დაგეხმარება მიიღო საჭირო ვიტამინების ნაკრები.
საკვები დანამატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხეულის სწორ ფუნქციურობაში, როგორიცაა მეტაბოლიზმი, იმუნიტეტი და ქსოვილების აღდგენა. გარკვეული დანამატები ასევე მიიღება ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად: რკინის დანამატები ანემიისთვის, კალციუმის და D ვიტამინის დანამატები ძვლების ჯანმრთელობისთვის, ან ომეგა-3 გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის.მიუხედავად იმისა, რომ დანამატებს შეუძლიათ დააკომპენსირონ ვიტამინები, ისინი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დაბალანსებული დიეტის სრულ შემცვლელად და უნდა იქნას გამოყენებული პროფესიონალის რეკომენდაციით.
სოლგარი
ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ საკვები დანამატების ფართო არჩევანს. აქ აღმოაჩენ ამ ბრენდის საკვებ დანამატებსა და ვიტამინებს, მათ შორის: კალციუმის კომპლექსს, მელატონინს, მაგნიუმს, თუთიას, D3–ს, ბიოტინსა და ომეგა-3–ს, რომელიც შეიცავს თევზის ქონს, სელენიუმს და D3, E ვიტამინებს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები არის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, რომელიც ასრულებს გადამწყვეტ როლს გულის ჯანმრთელობის, ტვინის ფუნქციონირებისა და იმუნიტეტის გაძლიერებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეუძლიათ შეამცირონ გულის დაავადების რისკი, რადგან გააჩნია სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნების ფუნქცია. გარდა ამისა, ომეგა-3 მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის, მისი მიღება პოტენციურად ამცირებს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითების რისკს.
ამვილაბი
საკვები დანამატების ამერიკული მწარმოებელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამვილაბის საკვები დანამატები ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ეფექტურობაზე. იქნება ეს ვიტამინები, მინერალები თუ მცენარეული დანამატები, ამვილაბის პროდუქტები შექმნილია დაბალანსებული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად.
დოპელჰერცი
მსოფლიოში ცნობილი გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტით. დოპელჰერცი გთავაზობთ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, ვიტამინებიდან და მინერალებიდან დაწყებული მცენარეული დანამატებით დამთავრებული, რომლებიც მორგებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა საჭიროებებზე. გერმანული ბრენდი მიზნად ისახავს იმუნიტეტის ამაღლებას; გულისა და ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას; თმის, კანისა, და ფრჩხილების გაძლიერებას და ენერგიის დონის ამაღლებას. მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა ნდობით აღჭურვილი დოპელჰერცის პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს ორგანიზმის გაჯანსაღებაში ნებისმიერ ასაკში.
იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე ორგანიზმის გაჯანსაღებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- D-Calcin - D-კალცინ ფორტე 1000მგ + 880სე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,34 GEL რეგულარული ფასი 31,15 GEL
- Vitrol Omega 3 - ვიტროლი ომეგა 3 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 61,91 GEL რეგულარული ფასი 87,10 GEL
- C-Mun - C-მუნი შუშხუნა ტაბლეტი 1000მგ 20 ცალიგანსაკუთრებული ფასი 15,60 GEL რეგულარული ფასი 18,67 GEL
- ფიტოლორ ჰოთი პაკ. N10განსაკუთრებული ფასი 12,82 GEL რეგულარული ფასი 17,10 GEL
- Structuraza - სტრუქტურაზა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 44,04 GEL რეგულარული ფასი 55,05 GEL
- Newvit - ნიუვიტი ომეგა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 35,98 GEL რეგულარული ფასი 44,97 GEL
- ჰეპკარსილი დირექტი 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 22,35 GEL რეგულარული ფასი 24,83 GEL
- Bazhana - ბაჟანა 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 21,06 GEL რეგულარული ფასი 23,40 GEL
- Bazhana - ბაჟანა 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 20,93 GEL რეგულარული ფასი 23,25 GEL
- Rotavit Calcium Forte - როტავიტ კალციუმ ფორტე 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,78 GEL რეგულარული ფასი 28,82 GEL
- Bazhana - ბაჟანა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 51,84 GEL რეგულარული ფასი 57,60 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account