Regenium - რეგენიუმი 20 საღეჭი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 10,59 GEL რეგულარული ფასი 14,70 GEL
მარაგშია
SKU
37076_469
ჩვენებები რეგენიუმი გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება: - კალციუმის და/ან ვიტამინი D3- ის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დეფიციტური მდგომარეობა.

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი საღეჭი ტაბლეტი(ლიმონის გემოთი) შეიცავს აქტიური ნივთიერებებს:
კალციუმის კარბონატს, 400 მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 3.75 მკგ (150 სე).
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ოზომალტი, კოლოდონი 30, ლიმონმჟავა უწყლო, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმისა და ვიტამინ D3-ის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს. მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის.
კალციუმი - მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – აუმჯობესებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას და მის ძვლოვან ქსოვილში შებოჭვას.
კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლიან პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ხოლო კალციუმი (იონიზირებული ფორმით), აქტიური, D- ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

ჩვენებები
რეგენიუმი გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
- კალციუმის და/ან ვიტამინი D3- ის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დეფიციტური მდგომარეობა, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3- ის რაოდენობა არასაკმარისია); - კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში; 
- ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, ოდიოპათიური და სხვა გენეზის) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. ინიშნება ჭამის დროს.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-12 წლის ასაკში – 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება დგინდება ინდივიდუალურად.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: დიდი დოზით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მატება);
- ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მატება);
- თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
- ვიტამინი D D3-ის ჰიპერვიტამინოზი;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
- სარკოიდოზი;
- ფენილკეტონურია.

უსაფრთხოების ზომები 
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდში კალციუმის და სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის კონტროლი. პლაზმაში მათი დონის მატების და შარდში კალციუმის დონის 7,5 მმოლი/24 სთ (300 მგ/24სთ)-ზე მეტად მატების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან დროებით შეწყვეტა.
რეგენიუმის მიღებისას, დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს ვიტამინი D3- ის მიღების დამატებითი წყაროები. რეგენიუმი არ გამოიყენება ვიტამინებისა და მინერალების კომლექსთან კომბინაციაში, რომელიც შეიცავს კალციუმსა და ვიტამინი D3-ს. 
საკვები, რომელიც შეიცავს ოქსალატებს(მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს(ბურღულეული) ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება ასეთი საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებითა და/ან დიურეზული საშუალებებით, რეგენიუმის მიღებისას საჭიროებენ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კონტროლს. 
რეგენიუმი სიფრთხილით ინიშნება ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ პაციენტებში, ჰიპერკალციემიის რისკის განვითარების გამო.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს კალციუმის 1500 მგ-ს და ვიტამინი D3- ის 600 სე-ს. ორსულობის პერიოდში დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური დარღვევები.
კალციუმი და ვიტამინი D3 აღწევს დედის რძეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს კალციუმისა და ვიტამინი D- ს მიღების დამატებითი წყარო.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკრეატინემია; დიდი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში - სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალცინოზი. დოზის გადაჭარბების ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია (პლაზმაში კალციუმის დონე 2,6 მმოლი).
მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატის მიღება. დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. უნდა განისაზღვროს პლაზმაში კალციუმის და კრეატინინის დონე. ჰიპერკალციურიის (7,5 მმოლი/დღე-ღამეში (300 მგ/ დღე-ღამეში) და მეტი) შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფენიტოინსა და ბარბიტურატებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ვიტამინი D3-ის აქტივობა.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში აუცილებელია ეკგ-ისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება მოახდინოს. 
პრეპარატისა და ტეტრაციკლინის ან ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა მიღებებს შორის არანაკლებ 3 საათიანი ინტერვალის დაცვა, რადგან კალციუმი და ვიტამინი D3 ზრდის ტეტრაციკლინებისა და ფტორქინოლონების საჭმლის მომნელებელი სისიტემიდან აბსორბციას.
პრეპარატთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ბიფოსფონატის ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვა, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა რეგენიუმის დოზის მომატება.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს, რადგან ამ დროს ძლიერდება თირკმლის მილაკებიდან კალციუმის უკუშეწოვა. ფუროსემიდი და სხვა “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებები ზრდიან კალციუმის გამოდევნას.
ქოლესტერამინსა და საფაღარათო საშუალებებთან (დამზადებული მინერალურ ან მცენარეულ ზეთზე) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ვიტამინი D3- ის აბსორბციის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადაა 2 წელი. 
ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (ექიმის რეცეპტის გარეშე).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy