Calcium+D3 mentol - კალციუმი+D3 120 საღეჭი პიტნა

განსაკუთრებული ფასი 22,43 GEL რეგულარული ფასი 29,90 GEL
მარაგშია
SKU
55695_2018

 ჩვენება:კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა. კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება როგორც დამატებითი თერაპია ოსტეოპოროზის მკურნალობისას პაციენტებში.

სავაჭრო სახელწოდება - კალციუმი-D3 ნიკომედი

წამლის ფორმა - საღეჭი ტაბლეტები პიტნის გემოთ.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 1250მგ (ექვივალენტურია ელემენტარული კალცის 500მგ) კოლეკალციფეროლი 5.5 მკგ (ვიტამინის D3 200ME) 2.20მგ კოლეკალციფეროლის კონცენტრატის* სახით.

დამხმარე ნივთიერებები:  ქსილიტოლი 225მგ, პიტნის არომატიზატორის გრანულატი 21.0მგ (რომელიც შეიცავს 20.5მგ იზომალტს, პიტნის არომატიზატორს 0.525მგ, ცხიმმჟავას მონო- და დიგლიცერიდებს 0.000273მგ), პოვიდონი 15.75მგ, მაგნიუმის სტეარატი 6.00მგ, სუკრალოზა 0.25მგ.

კოლეკალციფეროლის კონცენტრატი შეიცავს, მათ შორის 10% ჭარბი: კოლეკალციფეროლი 0.00550მგ, DL-α-ტოკოფეროლი 0.0220მგ, ტრიგლიცერიდები საშუალო ჯაჭვის სიგრძით 0.0660მგ,  მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი 1.61მგ, საქაროზა 0.385მგ, ნატრიუმის ასკორბატი 0.0880მგ, სილიკომანგანუმი 0.0264მგ.

 აღწერა

მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გარსის გარეშე, თეთრი ფერის პიტნის არომატით. შესაძლოა აღინშნებოდეს მცირე წინწკლები და არასწორი კიდეები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატები. კალციუმის პრეპარატები. კალციუმის პრეპარატები კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან. 

კოდი АТХ А12АХ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმი

როგორც წესი, კალციუმის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავურ ტრაქტში (კნტ), შეადგენს მიღებული დოზის დაახლოვებით 30%.

კალციუმის 99% ორგანიზმში თავმოყრილია ძვლების და კბილების მყარ სტრუქტურაში. დარჩენილი 1% მდებარეობს შიდა- და უჯრედგარეთ სითხეებში.  კალციუმის სისხლში საერთო შემცველობის დაახლოებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, სადაც დაახლოებით 10% ციტრატის, ფოსფატის და სხვა ანიონების კომბინაციაში, დანარჩენი 40% დაკავშირებულიოა ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.

კალციუმი გამოიყოფა განავლით, შარდით და ოფლით. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით დამოკიდებულია გორგლოვანი ფილტრაციის და კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციისაგან.

კოლეკალციფეროლი

ვიტამინი D3 იოლად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.  

კოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები, რომლებიც ცირკულირებენ სისხლში, უკავშირდებიან სპეციფიკურ გლობულინს. კოლეკალციფეროლი გარდაიქმნება ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ გარდაიქმნება თირკმელებში აქტიურ ფორმაში 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი არის მეტაბოლიტი, რომელიც აძლიერებს კალციუმის შეწოვებას. არამეტაბოლიზირებული ვიტამინი D3 დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.

ვიტამინი D3 გამოიყოფა განავლით და შარდით.  

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლის ჩონჩხის და კბილების სიმკვრივეს, ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინი D3 დეფიციტის აღდგენით.

კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და არის სისხლის შედედების სისტემის კომპონენტი.

ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვებას ნაწლავში.

კალციუმისა და ვიტამინი D3 გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის (პთჰ) გამომუშავების გაზრდას, რომელსაც იწვევს კალციუმის დეფიციტი და ძვლის მომატებული კალციუმის ძვლებიდან გამორეცხვის გამომწვევია.

გამოყენების ჩვენება

- კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

- კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება როგორც დამატებითი თერაპია ოსტეოპოროზის მკურნალობისას პაციენტებში, კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის რისკით

დოზირება და მიღების წესი

კალციუმისა და ვიტამინი D დეფიციტი:

- მოზრდილები: თითო ტაბლეტი ერთ-სამჯერ დღეში.

- ბავშვები: თითო ტაბლეტი ერთ-ორჯერ დღეში.

დამატებითი თერაპია ოსტეოპოროზის დროს:

- მოზრდილები და მოხუცები: თითო ტაბლეტი ორი-სამჯერ დღეში.

თირკმელების უკმარისობა

კალციუმი-D3 ნიკომედი არ მიიღება პაციენტებში მძიმე თირკმელების უკმარისობით.  შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა და გაწუწნვა.

გვერდითი მოქმედებები

არასასურველი გვერდითი რეაქციები განაწილებულია ორგანოების სისტემის კლასის გათვალისწინებით და განვითარების სიხშირით, რომელიც კლასიფიცირებულ იქნა შემდეგნაირად:  არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება იყოს დადგენილი не может быть установлена არსებული მონაცემების საფუძველზე).

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა

იშვიათად: ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.

ძალიან იშვიათად:  რძე-ტუტოვანი სინდრომი (ხშირი შარდვა; ხანგრძლივი თავის ტკივილი; ხანგრძლივი მადის დაკარგვა; გულისრევა ან ღებინება; დაღლილობა ან სისუსტე; ჰიპერკალციემია, ალკალოზი და თირკმლის უკმარისობა). როგორც წესი შეინიშნება ჭარბი დოზის დროს.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხირად

იშვიათად: შეკრულობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

კანი და კანქვეშა ქსოვილები       

ძალიან იშვიათად: ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

პაციენტები თირკმელების უკმარისობით: პოტენციური რისკი ჰიპერფოსფატემიის, ნეფროლიტიაზის და ნეფროკალცინოზის.

იმუნური სისტემის მხრიდან

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კვინკეს შეშუპება ან ხორხის შეშუპება.

სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა შეატყობინოთ ყველა საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ. ეს საშუალებას იძლევა მოცემული სამკურნალო საშუალების უწყვეტლივი სარგებელი/რისკის თანაფარდობის პროფილის კონტროლისა.

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა აქტიურ ნივთიერებების ან დამატებითი საშუალებების მიმართ
-  მძიმე თირკმელების უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ /1.73m2)
-  დაავადებები და/ან მდგომარეობები, რაც განავითარებს ჰიპერკალცემიის და/ან ჰიპერკალციურიის განვითარებას
- თირკმელების კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი)
-  ვიტამინი D ჰიპერვიტამინოზი
-  კალციუმი-D3 ნიკომედი შეიცავს იზომალტს (Е953) და საქაროზას. აქედან გამომდინარე, პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემით ფრუქტოზის შეუწყნარებლობის, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვების დარღვევით და საქაროზა-იზომალტაზიური უკმარისობით არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

ურთირეთქმედება სამკურნალო საშუალებებთან

ტიაზიდური დიურეტიკები ხელს უწყობს კალციუმის შარდთან ექსკრეციის შემცირებას. ჰიპერკალციემიის გაჩენის მაღალი საფრთხის გამო ტიაზიდური დიურეტიკების მიღებისას საჭიროა რეგულარული კონტროლი შრატში კალციუმის დონის.

ჰიპერკალციემია შეიძლება გამოიწვიოს გაზრდა საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობა კალციუმის და ვიტამინი D მკურნალობის დროს. პაციენტები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ ელექტროკარდიოგრაფიის მეშვეობით (ეკგ), აგრეთვე აუცილებელია კონტროლი კალციუმის დონის სისხლის შრატში.

კალციუმის კარბონატი შეიძლება მოქმედებდეს ერთდროულად მისაღები ტეტრაციკლინის რიგის მედიკამენტების ათვისებას. ამ მიზეზით ტეტრაციკლინის რიგის მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს კარბონატი კალციუმის პერორალურად მინიმუმ ორი საათით ადრე ან ოთხი-ექვსი საათის მიღების შემდეგ.

ქინოლონური ანტიბიოტიკების აბსორბცია შეიძლება იყოს დარღვეული მისი კალციუმთან ერთდროულად მიღებისას. ქინოლონური ანტიბიოტიკები უნდა იქნას მიღებული კალციუმის პრეპარატების მიღებიდან ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ.

ბისფოსფონატების თანხლები გამოყენებისას ეს პრეპარატები საჭიროა მიღებულ იქნას, როგორც მინიმუმი, ერთი საათით ადრე კალციუმი-D3 ნიკომედის მიღებამდე, ვინაიდან შეიძლება იყოს დაწეული შეწოვება კნტ-ში.

ლევოტიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს კალციუმის ერთდროულად მიღებისას, ლევოტიროქსინის აბსორბციის შემცირების გამო. კალციუმის და ლევოტიროქსინის მიღების შორის უნდა გავიდეს არანაკლებ ოთხი საათი.

კალციუმის მარილებმა შეიძლება შეამცირონ რკინის, თუთიის და სტრონციუმი რანელატის შეწოვება. ამიტომ, რკინის, თუთიის და სტრონციუმი რანელატის პრეპარატები მიიღება კალციუმის პრეპარატების მიღებიდან მინიმუმ ორი საათით ადრე ან შემდეგ.

ორლისტატით მკურნალობამ შეიძლება პოტენციურად დაარღვიოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (მაგალითად, ვიტამინი D3) შეწოვება.

განსაკუთრებული მითითებები

ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა დაკვირვება კალციუმის დონის სისხლის შრატში და თირკმელების ფუნქციონირების კონტროლი სისხლის შრატში კრეატინინის დონის აზომვის მეშვეობით. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თანხლებითი საგულე გლიკოზიდებით და შარმდენით მკურნალობისას, და პაციენტებში  ქვების წარმოქმნის მომატებული მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის ამ თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშნების შემთხვევაში საჭიროა დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

საჭიროა საფრთხილით იყოს დანიშნული კალციუმის კარბონატი ქოლეკალციფეროლით პაციენტებს ჰიპერკალციემიით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშნებით, და უნდა კონტროლდებოდეს კალციუმის და ფოსფატების დონის გავლენა. საჭიროა მხედველობაში მიღებულ იქნას რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი.

თანხლები თერაპიის დროს ვიტამინი D სხვა წყაროების და/ან სამკურნალო პრეპარატების ან საკვები ნივთიერებების, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, არსებობს რისკი ჰიპერკალციემიის და რძე-ტუტეს სინდრომი თირკმელების ფუნქციის შემდგომი დარღვევით. ასეთ ავადმყოფებს უნდა კონტროლდებოდეს კალციუმის დონე შრატში და თირკმელების ფუნქცია.

კალციუმი-D3 ნიკომედი ინიშნება სიფრთხილით ავადმყოფებს, დაავადებულებს სარკოდიოზით, ვიტამინი D მის აქტიურ ფორმაში გაძლიერებული გარდაქმნის რისკის გამო. ასეთ პაციენტებში კონტროლდება კალციუმის დონე სისხლის შრატში და შარდში. კალციუმი-D3 ნიკომედი უნდა იყოს სიფრთხილით დანიშნული იმობილიზირებულ ავადმყოფებს ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გამო.

ღვიძლის უკმარისობის დროს დოზირების კორექტირება არ არის საჭირო.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

კალციუმი-D3 ნიკომედი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქალების მიერ ორსულობის პერიოდში კალციუმის და ვიტამინი D დეფიციტის შემთხვევაში. ორსულობის პერიოდში დღეღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2500 მგ კალციუმის და 4000 МЕ ვიტამინი D. მაგრამ საჭიროა ღავიდან აირიდოს კალციუმის და ვიტამინი D ჭარბი დოზირება ორსულ ქალებში, ვინაიდან მუდმივი ჰიპერკალციემია არასასურველად მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.

ვიტამინი D თერაპიულ დოზებში არ გააჩნია ტერატოგენული მოქმედება.  

ლაქტაციის პერიოდი

კალციუმი-D3 ნიკომედი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს. კალციუმი და ვიტამინი D3 შეიღწევა დედის რძეში. ეს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ვიტამინი D დამატებითი დანიშვნის შემთხვევაში.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურობა სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

კალციუმი-D3 ნიკომედი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მოწყობილობის გამოყენების უნარზე.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი D და ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ანორექსიას, წყურვილი, გულის რევა, ღებინება, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, მენტალური დარღვევეი, პოლიდიპსია, პოლიურია, ტკივილი ძვლებში, ნეფროკალცინოზი, თირკმლებში ქვების გაჩენა, და მძიმე შემთხვევებში გულის არითმია. ჰიპერკალციემიის განსაკუთრებული ხარისხი შეიძლება გამოიწვიოს კომა ან სიკვდილი. მდგრადი მაღალი დონის კალციუმი შეიძება გამოიწვიოს შეუქცევადი თირკმლის დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ დიდი რაოდენობით კალციუმს და აბსორბციულ ტუტეს შეიძლება გაუჩნდეთ რძე0ტუტეს სინდრომი.

მკურნალობა: უნდა შეწყდეს კალციუმის და ვიტამინი D მიღება, აგრეთვე ტიაზიდური დიურეტიკებით და გულის გლიკოზიდებით მკურნალობა. ავადმყოფებს ცნობიერების დარღვევით საჭიროა ჩაუტარდეს კუჭის დაცლა. გარდა ამისა, საჭიროა ჩატარდეს რეჰიდრატაცია (სითხის შევსება) და, სიმძიმიდან გამომდინარე, ცალკეული ან კომბინირებული მიღება მარყუჟი შარმდენის, ბისფოსფონატების, კალციტონინის და კორტიკოსტეროიდების. გარდა ამისა, უნდა კონტროლდებოდეს ელექტროლიტების დონე სისხლის შრატში, თირკმელების ფუნქცია და დიურეზი. მძიმე შემთხვევებში ჩატარდეს ეკგ და ცენტრალური ვენოზური წნევის კონტროლი (ცვწ).

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 ან 120 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში, ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე ათავსებენ მუყაოს პაკეტში.

შენახვის პირობები

ინახება მყარად დაკეტილ ფლაკონში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

30 თვე

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა120
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy