Calci D-Denk - კალცი დე-დენკი 20 შუშხუნა ტაბლეტი
ჩვენება:კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის ერთდროული მკურნალობის კორექცია ხანდაზმულებში.
კალცი დე-დენკი
შუშხუნა ტაბლეტი - პერორალურად მისაღები
მინერალის და ვიტამინის კომბინირებული პრეპარატი
აქტიური ნივთიერებები: კალციუმი + ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
გამოიყენება მოზრდილებში
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნლოვან ინფორმაციას.
- ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება გამოყენების ამ ინსტრუქციის, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით
- უნდა მოხდეს გამოყენების ამ ინსტუქციის შენახვა. შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისათვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
- თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
- უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტი თავს არ გრძნობს უკეთესად ან თუ მდგომარეობა გაუარესდა.
გამოყენების ამ ინსტრუქციაშია:
1.რა არის კალცი დე-დენკი და რისთვის გამოიყენება
2.რა არის გასათვალისწინებელი კალცი დე-დენკის მიღებამდე
3.კალცი დე-დენკის მიღების წესი
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
5.კალცი დე-დენკის შენახვის წესი
6.შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1.რა არის კალცი დე-დენკი და რისთვის გამოიყენება
კალცი დე-დენკი არის შუშხუნა ტაბლეტები, შეიცავს კალციუმის და ვიტამინი DD–ს – ძვლის ფორმირებისთვის აუცილებელ 2 ნივთიერებას
კალცი დე-დენკი გამოიყენება:
- კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის ერთდროული მკურნალობის კორექცია ხანდაზმულებში.
- როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა.
უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი არ გრძნობს თავს უკეთ ან თავს გრძნობს უფრო ცუდად.
2.რა არის გასათვალისწინებელი კალცი დე-დენკის მიღებამდე
კალცი დე-დენკი არ მიიღება:
- თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის, ქოლეკალციფეროლის (ვიტამინ D3-ს), ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
- თუ სისხლში ან შარდში აღინიშნება კალციუმის უჩვეულოდ მაღალი დონე;
- თუ აღინიშნება თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- თუ აღინიშნება “კენჭები” თირკმელებში;
- თუ აღინიშნება სისხლში ვიტამინი D-ს უჩვეულოდ მაღალი დონე
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს კალცი დე-დენკის მიღებამდე
- ხანგრძლივი თერაპია
- თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა ან მიდრეკილება თირკმლის “კენჭების” განვითარებისკენ,
- თუ პაციენტს აქვს საკროიდოზი (იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი D-ს დონის გაზრდა)
- ოსტეოპოროზის გამო პაციენტს უჭირს გადაადგილება
- თუ პაციენტი ღებულობს ვიტამინ D-ს ან კალციუმის პრეპარატებს. ვიტამინ D-ს ან კალციუმის დამატებითი დოზა მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ექიმი გადაწყვეტს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებში კალციუმის და/ან ვიტამინ D3-ის გამოყენების შესაძლებლობას.
თუ პაციენტი კალცი დე-დენკს ღებულობს ოსტეოპოროზისთვის, რეკომენდებულია სისხლში კალციუმის (კალცემია) დონის დადგენა მკურნალობის დაწყებამდე.
კალცი დე-დენკით ხანგრძლივი თერაპიის დროს, რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში კალციუმის დონე. შედეგების გათვალისწინებით ექიმი გადაწყვეტს დოზის შემცირებას ან მკურნალობის შეწყვეტას
თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის დარღვევა და იგი მკურნალობს კალცი დე-დენკით, მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს მკურნალობს ეფექტი კალციუმის და ფოსფატის დონის საფუძველზე.
ბავშვები და მოზარდები
კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
სხვა პრეპარატები და კალცი დე-დენკი
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა, ან გეგმავს, რომ მიიღოს რაიმე სხვა პრეპარატი.
კალციუმის კარბონატი, ერთდროული მიღების დროს, აფერხებს ტეტრაციკლინის პროდუქტების (ანტიბიოტიკების ტიპი) შეწოვას. ამ მიზეზით, ტეტრაციკლინის პროდუქტების მიღება უნდა მოხდეს კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.
ბისფოსფონატების (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება) ან ნატრიუმის ფტორიდის (კბილის ემალის გამაძლიერებელი) შემცველი მედიკამენტები მიიღება კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე სულ მცირე 3 საათით ადრე.
კალციუმს შეუძლია ხელი შეუშალოს ლევოთიროქსინის ეფექტს. აქედან გამომდინარე, ლევოთიროქსინი მიიღება კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე ან 4 საათით გვიან.
ქუინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების ეფექტი შესაძლებელია დარღვეული იქნას კალციუმთან ერთად მიღების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, ქუინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები მიიღება კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან 6 საათით გვიან.
რიფამპიცინმა, ფენიტოინმა ან ბარბიტურატმა შეიძლება შეამციროს ვიტამინ D3-ის ეფექტი, რადგან აღნიშნული ნივთიერებები ზრდიან მისი მეტაბოლიზმის მაჩვენებელს.
კალციუმის მარილებმა შესაძლებელია ხელი შეუშალონ რკინის, თუთიის ან სტრონციუმის შეწოვას. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის პროდუქტები მიიღება კალციუმის პროდუქტების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან გვიან.
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ კალცი დე-დენკის შეუშხუნა ტაბლეტების ურთიერთქმედებაზე შემდეგია: თიაზიდდიურეტიკები (შარდმდენები, გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ ან შეშუპების დროს), საგულე გლიკოზიდები (მაგალითად: დიგიტალიები, გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები), კორტიკოსტერიოდები (ანთების სამკურნალო მედიკამენტი ან იმუნოსუპრესანტები), იონგაცვლითი ფისები, როგორიც არის ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალო საშუალება), საფაღარათო საშუალებები, როგორიც არის პარაფინის ზეთი ან ორლისტატი (ჭარბწონიანობის სამკურნალოდ).
კალციუმის ან ვიტამინ D-ის შემცველი სხვა მედიკამენტები: კალციუმის ან ვიტამინ D-ის დამატებითმა დოზებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დონის მნიშვნელოვნად მომატება და გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობა. აღნიშნული პროდუქტების მიღება არ შეიძლება კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტებთან ერთად, სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.
კალცი დე-დენკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან მათ შორის პერიოდში.
ოქსალინის მჟავის (ისპანახი, მჟაუნა და რევანდი) და ფიტინის მჟავის (მარცვლეული პროდუქტები) შემცველი საკვების მიღებამ შეიძლება შეაფერხოს კალციუმის შეწოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კალცი დე-დენკი მიიღება ოქსალინის ან ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობის პროდუქტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ორსულობის და ლაქტაციის დროს, კალცი დე-დენკი არ მიიღება ვიტამინ D-ის მაღალი დოზის გამო. გამოვლინდა შემთხვევები, ჯანმრთელი ბავშვების დაბადების შესახებ ვიტამინ D-ის მაღალი დოზის მიუხედავად, როდესად დედებს ჰიპოპარათიროიდიზმს მკურნალობდნენ.
ლაქტაცია
D ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, კალცი დე-დენკი არ მიიღება ძუძუთი კვების დროს. კალციუმი და D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის წარმოდგენილი კვლევები, თუ რა სახის გავლენას ახდენს ავტომანქანის და სხვა მოწყობილობების მართვის უნარზე. თუმცა, გვერდითი ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა.
კალცი დე-დენკი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას.
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ აქვს რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, კალცი დე-დენკის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
კალცი დე-დენკმა შესაძლებელია დააზიანოს კბილები.
კალცი დე-დენკი შეიცავს ნატრიუმს.
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 96.1 მგ ნატრიუმს (ძირითადად, სამზარეულოს კომპონენტი/სუფრის მარილი). ეს ექვივალენტურია, 4.8% რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დიეტური ნატრიუმის მიღების დოზის, ზრდასრულებისთვის.
კალცი დე-დენკი შეიცავს სოიოს ზეთს.
კალცი დე-დენკი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ პაციენტს აქვს მიწისთხილის ან სოიოს მიმართ ალერგია, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ეს სამკურნალო საშუალება.
3. კალცი დე-დენკის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება გამოყენების ამ ინსტრუქციის, მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში.
შუშხუნა ტაბლეტი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა სასმელ წყალში (200 მლ) და მიირთვით ჭიქის მთლიანი შემადგენლობა.
კალცი დე-დენკის დოზის გადაჭარბება
კალცი დე-დენკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის დონის მომატება) სიმპტომები მოიცავს მადის დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას, ყაბზობას, მუცლის ტკივილს, კუნთების სისუსტეს, ძილიანობას, დაბნეულობას, წყურვილის გაძლიერებულ შეგრძნებას, ურეზიესთეზიას, შარდვის გახშირებას და ძვლების ტკივილს.
კალცი დე-დენკის დოზის გამოტოვება
არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ამ მედიკამენტის მიღების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში (ჰიპერკალცემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის დონის გაზრდა.
ჰიპერკალცემიის ნიშნებია: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა და დაბნეულობა, უკიდურესი წყურვილის შეგრძნება, გადაჭარბებული ან უჩვეულოდ მომატებული შარდვა და/ან ხშირი შარდვა და ძვლების ტკივილი.
იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
ყაბზობა, საჭმლის მონელების მხივ დარღვევები, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.
ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში
ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ალერგიული რეაქციები (სოიოს ზეთის გამო).
რძე-ტუტის სინდრომი (ე.წ. ბურნეტის სინდრომი; ჩვეულებრივ ვლინდება მხოლოდ კალციუმის ჭარბად მიღების შემთხვევაში); ნიშნები არის ჰიპერკალცემია, მეტაბოლური ალკალოზი, დარღვევები თირკმლის ფუნქციის მხრივ და კალციუმი გადადის რბილ ქსოვილში.
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი სერიოზული ალერგიული რეაქცია: სახის, ტუჩების, ენის (ანგიოედემა) ან ხორხის (ლარინგეალური შეშუპება) შეშუპება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა, იგი იმყოფება სისხლში ფოსფატის დონის გაზრდილი რისკის ქვეშ, თირკმელის “კენჭების” ჩამოყალიბების ან თირკმელში კალციუმის რაოდენობის გაზრდის მომატებული რისკის ქვეშ.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაგვეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებაში.
5. კალცი დე-დენკის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენება შეფუთვასა და ტუბზე “Eხპ”-ის მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი
გახსნიდან: 1 თვე.
ინახება 25Oჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ტუბი ინახება მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
მიმართეთ ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ შუშხუნა ტაბლეტების ნებისმიერ გარეგან ცვლილებას.
არ გამოიყენება ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები.
არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელსაც პაციენტი აღარ იყენებს, უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალები, კალციუმი, ვიტამინ D-ს და/ან სხვა ნივთიერებების კომბინაციები, ათქ კოდი: A12AX
ვიტამინი D ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავში.
კალციუმის და ვიტამინ D3-ის მიღება ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ზრდას (PთH), რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტისგან და ზრდის ძვლის რეზორბციას.
ინსტიტუციონალიზებული პაციენტების კლინიკური კვლევა D ვიტამინის დეფიციტით მიუთითებს, რომ კალციუმის 100 მგ ყოველდღიური მიღებით და 800 IU ვიტამინი D-ს ექვსი თვის ხანგრძლივობით, ნორმალიზდება D3—ის 25 ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის ღირებულება და მცირდება მეორეული ჰიპერპარათიროიდისმი და ტუტე ფოსფატაზები.
18 თვიანი, ორმაგი ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ, ჩატარდა 84+/-6 წლის ასაკის 3,270 ინსტიტუციონალიზებულ ქალ პაციენტში, რომლებმაც მიიღეს დამატებით D ვიტამინი (800 IU/დღეში) და კალციუმის ფოსფატი (ექვივალენტურია 1,200 მგ/დღეში ელემენტალური კალციუმის) აჩვენა PთH სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. 18 თვის შემდეგ “მკურნალობის განზრახვა”, ანალიზმა აჩვენა 80 ბარძაყის მოტეხილობა კალციუმ-D ვიტამინის ჯგუფში და 110 ბარძაყის მოტეხილობა პლაცებოში ჯგუფში (პ=0.004). შემდგომმა კვლევამ 36 თვის შემდეგ, აჩვენა 137 ქალი მინიმუმ ერთი ბარძაყის მოტეხილობით კალციუმ-D ვიტამინის ჯგუფში (ნ=1,176) და 178 პლაცებო ჯგუფში (ნ=1,127) (პ<0.02).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კალციუმი
შეწოვა: კალციუმის შეწოვის რაოდენობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით არის მიღებული დოზის დაახლოებით 30%.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია: ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლების მყარ სტრუქტურებსა და კბილებში. დარჩენილი 1% ლოკალიზებულია უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებში.
ელიმინაცია: კალციუმი გამოიყოფა ფეკალური მასების, შარდისა და ოფლის მეშვეობით. თირკმლის ექსკრეცია დამოკიდებულია გლომერალურ ფილტრაციასა და კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციაზე.
ვიტამინ D
შეწოვა: ვიტამინ D ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია: ქოლეკალციფეროლი გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად, ჰიდროქსილირებით ქმნიან 25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლს ღვიძლში. შემდეგ თირკმელებში გარდაიქმნება 1,25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. 1,25 დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი პასუხისმგებელი მეტაბოლიტია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე.
გამოყოფა: ვიტამინ D გამოიყოფა ფეკალური მასებისა და შარდის მეშვეობით.
რას შეიცავს კალცი დე-დენკი
- აქტიური ნივთიერებებია: კალციუმი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1,000 მგ კალციუმს (კალციუმის კარბონატის სახით) და 22 მიკრო გრ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3, ექვივალენტური 880 ს.ე).
- დამხმარე ნივთიერებებია: ალფა-ტოკოფეროლი, სოიოს ჰიდროგენიზებული ზეთი, ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლ 6000, სიმეთიკონი, მეთილის ცელულოზა, ფორთოხლის წვენის არომატიზატორი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.
კალცი დე-დენკის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
კალცი დე-დენკის შუშხუნა ტაბლეტები არის მრგვალი ფორმის, თეთრი-მოთეთრო ფერის, შუშხუნა ტაბლეტები, დახრილი კიდეებით.
კალცი დე-დენკი ხელმისაწვდომია პოლიპროპილენის ტუბებში, რომლებსაც პლასტიკური კონტეინერები დახურული (ხელუხლებელი) აქვთ.
შეფუთვის ზომა: 20 შუშხუნა ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account