ორთომოლი - Orthomol ჰეარ ინტენსი 60 კაფსულა
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ჰეარ ინტენსი
შინაგანი ძალა ჯანსაღი და ლამაზი თმისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® ჰეარ ინტენსის ვიტამინების, მინერალების და ნუტრიენტების ინოვაციური კომპლექსი შექმნილია თმის ცვენის სამკურნალოდ და საპრევენციოდ, ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ამოსვლას და ზრდას, ასტიმულირებს თმის ფოლიკულებში მეტაბოლურ პროცესებს, შედეგად თმა ხდება უფრო ძლიერი, სქელი და ბზინვარე.
ორთომოლ® ჰეარ ინტენსის რეგულარული მიღება:
· ააქტიურებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას
· უზრუნველყოფს თმის ფოლიკულებს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით
· ხელს უწყობს ახალი თმის წამოსვლას და სწრაფ ზრდას
· მყისიერად ამცირებს თმასთან და ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს
· ხელს უშლის თმის ცვენას და ქერტლის გაჩენას
· ანიჭებს თმას ბზინვარებას, სიძლიერეს, მიმზიდველ და ჯანსაღ იერს
· აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას
ორთომოლ® ჰეარ ინტენსის კომპლექსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
KeraLiacin® (ფეტვის ექსტრაქტის დაპატენტებული კომპლექსი) მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულების და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ძირითადი აქტიური ნივთიერება მილიაცინი ინკაფსულირებულია პოლარული ლიპიდებით, რომელიც ზრდის მის ბიოშეღწევადობას. მილიაცინი ასტიმულირებს ფოლიკულებს და ამაგრებს თმის ძირებს, მონაწილეობს თმის სტრუქტურის გაძლიერებასა და აღდგენაში, კვებავს თმას შიგნიდან, აჩქარებს მის ზრდას და აძლევს მას სიმტკიცეს და ბზინვარებას. ფეტვის ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმის და კანის სტრუქტურა, თავიდან აიცილოს თმის ცვენა, აღმოფხვრას კანის სიმშრალე და შეინარჩუნოს მასში საჭირო ტენიანობა, აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, უჯრედების პროლიფერაციას და ქსოვილების რეგენერაციას.
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B6, B12, პანტოთენის მჟავა) აძლიერებს თმის ღერს, მატებს თმას სისქეს და ბზინვარებას, ასტიმულირებს მის ზრდას.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ცისტეინის ნორმალურ სინთეზს, პანტოთენის მჟავა მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების, D ვიტამინის და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის სინთეზსა და მეტაბოლიზმში, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს თმის ზრდას და ამცირებს თმის ცვენას.
ბიოტინი მონაწილეობს თმის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის კერატინის და კოლაგენის სინთეზში, განაპირობებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ახდენს ქერტლის პრევენციას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამაგრებს ფოლიკულებს, აფერხებს თმის ცვენას, ანიჭებს მას ბზინვარებას და სისქეს.
L-ცისტეინი და L-მეთიონინი მნიშვნელოვანი ამინომჟავებია კერატინის წარმოებისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიური ნივთიერებების გამოდევნას. L-ცისტეინი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, აძლიერებს თმის ღერს. L-მეთიონინი აუცილებელია L-ცისტეინის წარმოებისთვის, ხელს უშლის თმის ცვენას და მტვრევადობას, კვებავს თმას შიგნიდან, ანიჭებს მას სიძლიერეს.
სპილენძი ასტიმულირებს თმის ზრდას, ხელს უწყობს თმის ნორმალურ პიგმენტაციას მელანინის სინთეზის გზით, მისი დეფიციტი იწვევს ნაადრევ ჭაღარას, თმის გათხელებას და მტვრევადობას.
თუთია - უზრუნველყოფს კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, კანის უჯრედების რეგენერაციას, ასტიმულირებს კოლაგენის და კერატინის სინთეზს. ხელს უშლის თმის ცვენას და სიმელოტეს, ხელს უწყობს A და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას.
სელენი - აფერხებს თმის ცვენას, აძლიერებს მის ზრდას, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუთია, სელენი და სპილენძი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ჩვენება:
· სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის
· თმის სტრუქტურის ცვლილება (მტვრევადობა, გათხელება, მომატებული ცხიმიანობა ან სიმშრალე)
· ქერტლი და მისი პრევენცია
· თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი
· ავიტამინოზი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
დღიური დოზა 2 კაფსულა (1,2 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV* |
KeraLiacin®, საიდანაც: | 300 მგ | ** |
· ფეტვის ექსტრაქტი | 195 მგ | ** |
· ორბლის ექსტრაქტი | 30 მგ | ** |
L-მეთიონინი | 150 მგ | ** |
L-ცისტეინი | 100 მგ | ** |
ვიტამინები: | ||
თიამინი (ვიტამინი B1) | 1,1 მგ | 100 |
ვიტამინი B6 | 1,4 მგ | 100 |
ვიტამინი B12 | 2,5 მკგ | 100 |
ბიოტინი | 50 მკგ | 100 |
პანტოთენის მჟავა | 9 მგ | 150 |
მინერალები: | ||
სელენი | 44 მკგ | 80 |
თუთია | 10 მგ | 100 |
სპილენძი | 1 მგ | 100 |
· * NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· ** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა
დამატებითი ინგრედიენტები: მზესუმზირის ზეთი, ფეტვის ექსტრაქტი (Panicum miliaceum-დან) (16%), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, L-მეთიონინი (13%), L-ცისტეინი (8.3%), ცხიმოვანი მჟავების ემულგატორი მონო- და დიგლიცერიდები, ხორბლის ექსტრაქტი ( Triticum aestivum-დან) (2,5%), თუთიის ოქსიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, სტაფილოს კონცენტრატი, სპილენძის სულფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის მონონიტრატი, როზმარინის ექსტრაქტი, ნატრიუმის სელენატი, D-ბიოტინი, ციანკობალამინი.
ორთომოლ® ჰეარ ინტენსის მიღების წესი:
მიიღება 2 კაფსულა დღეში დღის პირველ ნახევარში ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№60 კაფსულა.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს, ალკოჰოლს, ალერგენებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
ასევე, იხილეთ : Inao - ინაო ჯანსაღი თმა 60 საღეჭი ტაბლეტი
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account