Multivitamins - ლოლიპოპი მულტივიტამინი 100 ცალი

განსაკუთრებული ფასი 115,98 GEL რეგულარული ფასი 163,35 GEL
მარაგშია
SKU
79940_3199

ჩვენება: მულტივიტამინების კომპლექსი ბავშვების სწორი ზრდა-განვითარებისთვის.

Multivitamins - ლოლიპოპი მულტივიტამინი

შემადგენლობა

4 ლოლიპოპი: ვიტამინი C– 80 მგ, ვიტამინი E – 12 მგ, ვიტამინი B1 – 1.1 მგ, ნიაცინი (B3) – 16 მგ, ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა) – 6 მგ, ვიტამინი B6 – 1.4 მგ, ვიტამინი B12 – 2.5 მკგ, ბიოტინი (B7) – 50 მკგ, ვიტამინი B9 – 200 მკგ

დამატებითი ნივთიერებები: შაქარი, გლუკოზა, ლიმონმჟავა (E330), არომატიზატორები, ხილის კონცენტრირებული წვენები, ქლოროფილების და ქლოროფილინების კომპლექსები (E141) კურკუმინი, ბეტანინი (E162), კარამელი

მოქმედების მექანიზმი

მულტივიტამინების კომპლექსი ბავშვების სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ბიოტინი (B7) აძლიერებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას, რომელიც არეგულირებს გუნება-განწყობილებას, აწესრიგებს ძილს, მადას, საჭმლის მონელებას, დასწავლის უნარსა და მეხსიერებას. B, C, E ვიტამინები აუცილებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართული მუშაობისთვის, უჯრედების ზრდისთვის, ჭრილობის შეხორცებისთვის, სისხლძარღვების კედლის მთლიანობითვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და დეტოქსიკაციისთვის

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

უსაფრთხოების ზომები

NatHealth მულტივიტამინები ლოლიპოპი ბავშვებისთვის არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, ბავშვებში 3 წლის ასაკიდან – არაუმეტეს 4 ლოლიპოპი დღეში

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 18 თვე

ინახება ≤ 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

ლოლიპოპი 100 ცალი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy