Solgar - სოლგარი 5-HTP 100მგ 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 122,77 GEL რეგულარული ფასი 143,59 GEL
მარაგშია
SKU
77757_2153

ჩვენება:მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დეპრესია,გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება.

5-HTP

მცენარეული ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა:

5-HTP (L-5-ჰიდრქსიტრიფტოფანი, რომელიც მიღებულია Griffonia simplicifolia-ს  თესლის ექსტრაქტისგან) – 100მგ 

კატაბალახას (ვალერიანა) ფესვის ექსტრაქტი (4:1) (Valeriana officinalis) – 100მგ

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის და პირიდოქსალ 5 ფოსფატის სახით) - 10მგ 

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის და მაგნიუმის გლიცინატის სახით) – 50მგ 

5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, იგივე ოქსიტრიფტოფანი) - წარმოადგენს ესენციურ ამინომჟავას, რომელიც ნეირომედიატორი სეროტონინის წინამორბედია.  5-HTP ორგანიზმში ამინომჟავა ტრიფტოფანიდან წარმოიქმნება, სინთეზურად კი მისი მიღება აფრიკული მცენარის Griffonia simplicifolia-ს თესლიდან ხდება. 5-HTP ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ცნს-ში აძლიერებს სეროტონინის სინთეზს.

 სეროტონინი უზრუნველყოფს გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებს ძილს, ხსნის დეპრესიას, ამცირებს შფოთვას, აქვეითებს მადას, დადებითად მოქმედებს ტკივილის, ტემპერატურის აღქმისა და სექსუალური ქცევის დარღვევების დროს. 

B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს. B6 ვიტამინი ეხმარება 5-HTP-ს სეროტონინად გარდაქმნაში. იგი ასევე ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას. 

მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში. დეფიციტის დროს მატულობს მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, სტრესისადმი მიდრეკილება, უძილობა (რაც უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე), კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნასა და ჩაძინებაში) და უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას. 

კატაბალახას გამოყენებას 2000 წლიანი ისტორია აქვს ტრადიციულ მედიცინაში. მის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული სედატიური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი და ტრანქვილიზური მოქმედება. 

ჩვენება:

·        მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დეპრესია

·        გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება

·        ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

·        ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები

·        შაკიკი და თავის ტკივილი

·        ჭარბი წონის კორექცია

·        კვების დარღვევები

·        ფიბრომიალგია

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცევს: წებოვანა, სახამებელი, საფუარი, შაქარი, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავს. 

მიღების წესი:  მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში ან ძილის წინ. 

არ არის განკუთვნილი ორსულების და ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, პრეპარატის მიღებისას უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  90 კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
Units90
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy