Strepsils - სტრეპსილსი პიტნით და ევკალიპტით 24 საწუწნი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,78 GEL რეგულარული ფასი 10,47 GEL
მარაგშია
SKU
6231_1019
გამოიყენება პირისა და ყელის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს.

სტრეპსილსი
სავაჭრო დასახელება: სტრეპსილსი.
წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.
აღწერილობა:
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები: წითელი მრგვალი ტაბლეტები ანისულის სუნით, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, თაფლისა და ლიმონის საწუწნი ტაბლეტები: ყვითელი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები მენთოლითა და ევკალიპტით: ცისფერი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტები C ვიტამინით: ნარინჯისფერი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები ლიმონითა და ბალახებით: ნახევრადგამჭვირვალე კარამელის მასის უფერო მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
დაიშვება კარამელის მასის შიგნით ჰაერის პატარა ბუშტების არსებობა და არასწორი ნაპირები.

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
2,4-დიქლორბენზილის სპირტი – 1.2 მგ, ამილმეთაკრეზოლი – 0.6 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები: მწარე პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლევომენთოლი, ტარტარის მჟავა, პონსო 4R ედიკოლი, კარმაზინის ედიკოლი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი, თაფლისა და ლიმონის საწუწნი ტაბლეტები: თაფლი, მწარე პიტნის ზეთი, ლიმონის ზეთი, ტარტარის მჟავა, ქინოლინის ყვითელი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი მენთოლითა და ევკალიპტით: ლევომენთოლი (8 მგ), ევკალიპტის ზეთი, ტარტარის მჟავა, ინდიგო კარმინი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი C ვიტამინით: ვიტამინი C (100 მგ), წითელ-ნარინჯისფერი არომატიზატორი 78300-34, ლევომენთოლი, პროპილენგლიკოლი, დაისისფერი ყვითელი საღებარი, პონსო 4R ედიკოლი, ტარტარის მჟავა, თხევადი გლუკოზა, თხევადი საქაროზა.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები ლიმონითა და ბალახებით: ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, როზმარინის ზეთი, არომატული დანამატები, იზომალტოზა, მალტიტოლის სიროფი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის პირისა და ყელის ღრუში. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენების ჩვენებები
პირისა და ყელის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას). ლიმონითა და ბალახებით სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტების გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
• ბავშვთა ასაკი (5 წლამდე)

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გაიწუწნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა
ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება კნტ-ის მხრიდან. მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშულებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა პრეპარატის გამოყენებამდე ექიმს უნდა გაესაუბრონ.
მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალსიწინონ, რომ ტაბლეტი დაახლოებით 2.6 გ შაქარს შეიცავს (ლიმონითა და ბალახებით სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტების გარდა, რომლებიც შაქარს არ შეიცავს).

გამოშვების ფორმა
8 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალუმინი). 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
“რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს”, ტეინ როუდი, ნოტინჰემი, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა24
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy