Strepsils - სტრეპსილსი საბავშვო უშაქრო მარწყვი 16 ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
სტრეპსილსი®
STREPSILS®
სარეგისტრაციო მოწმობა:
სავაჭრო დასახელება: სტრეპსილსი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება: ამილმეტაკრეზოლი+დიქლორბენზილის სპირტი
სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით], საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტს 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლს 0,6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: ღვინის მჟავა 26 მგ, ლიმონის არომატიზატორი 74940-74 4,16 მგ, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104) 0,01 მგ, ნატრიუმის საქარინატი 2 მგ, იზომალტოზა 1834,296, მალტიტოლის სიროფი 458,57 მგ, 2,35 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: ღვინის მჟავა 26 მგ, მარწყვის არომატიზატორი (Fლავ P 052312B) 9,1 მგ, საღებავი ანტოციანინი ვარდისფერი P-ჭშ (E163) 0,1 მგ, ნატრიუმის საქარინატი 2 მგ, იზომალტოზა 1830, მალტიტოლის სიროფი 458 მგ, 2,35 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.
აღწერილობა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: ყვითელი მრგვალი ტაბლეტები ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასით და ასო შ-ის გამოსახულებით ტაბლეტის ორივე მხარეზე. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეღებვა, ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და ნაპირების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: ვარდისფერი მრგვალი ტაბლეტები ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასით და ასო შ-ის გამოსახულებით ტაბლეტის ორივე მხარეზე. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეღებვა, ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და ნაპირების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA03
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები
ყელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• საბავშვო ასაკი 6 წლამდე;
• საქარაზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.
სიფრთხილით
ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულების დროს და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის და ბავშვისათვის.
გამოყენების წესი და დოზირება
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე.
ადგილობრივად. მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ბავშვები: უნდა გაწუწნოთ თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ.
ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. თუ პრეპარატის მიღებისას 3 დღის განმავლობაში სიმპტომები ნარჩუნდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
გვერდითი რეაქციები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა რეკომენდირებული დოზებით პრეპარატის მოკლევადიანი მიღებისას. ქრონიკული მდგომარეობების დროს და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების აღნიშვნა.
გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირის შეფასება განხორციელებულია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10000), სიხშირე უცნობია (არ არის საკმარისი მონაცემები სიხშირის შესაფასებლად).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხრივ:
სიხშირე უცნობია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება პირის რღუში (წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, შეშუპება).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
სიხშირე უცნობია: გამონაყარი.
ზემოთ მითითებული ან სხვა გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.
მკურნალობა: სიმპტომური, ექიმის კონტროლის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
შესაძლებელია პრეპარატის ერთდროულად გამოყენება სხვა ადგილობრივ ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრერბული მითითებები
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).
რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლო მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა.
სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექნიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებია სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით], საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით].
2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ-პვდქ/ალუმინის). 1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: 3 წელი.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: 2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 16 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account