TaiCold lor - ტაიქოლდ ლორი მენთოლი 24 საწუწნი ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით
ტაიქოლდ ლორი ტყის კენკრის არომატით
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით
ტაიქოლდ ლორი ქლიავის არომატით
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ფორთოხლის არომატით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
ასკორბინის მჟავა 100,0 მგ
სხვა არომატებით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
თაფლისა და ლიმონის არომატით: ტარტრაზინი (CI. No. 19140), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმნის ზეთი, თაფლის არომატი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ტყის კენკრის არომატით: Eurocert Ponceau 4R (CI. No. 16255), სალას არომატი, ტყის კენკრის არომატი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ფორთოხლის არომატით: Eurocert Sunset yellow (CI. No. 15985), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმონის ზეთი, ფორთოხლის არომატი SBF 3964, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონის მჟავა.
ქლიავის არომატით: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, კარმოიზინი (CI. No. 14720), ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. No. 42090), ნატრიუმის ქლორიდი, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის მჟავა, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, ქლიავი HC.3995, ამერიკული კრემ სოდა.
მენთოლის არომატით: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. No. 42090), მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის მჟავა.
წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები
გამოშვების ფორმა
თაფლისა და ლიმონის არომატით:
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ტყის კენკრის არომატით:
წითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ფორთოხლის არომატით:
სტაფილოსფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ქლიავის არომატით:
იისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
მენთოლის არომატით:
ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიკა:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენისა და უჯრედშიდა მასალების სინთეზში. ინფექციის დროს C ვიტამინის დონე ორგანიზმში ქვეითდება.
ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.
კლინიკური მონაცემები
ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები: არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ განიხილება
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა: არ განიხილება
გვერდითი ეფექტები: შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.
დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები: არა არის აღწერილი დოზის გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომური.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
განსაკუთრებული პირობები: ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: PVDC/ალუმინის ბლისტერი
მეორადი შეფუთვა: ალუმინის პაკეტი მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა კოლოფში: 2 × 12
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 24 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account