Heparin - ჰეპარინი 25 000 ერთ 5მლ. 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 17,88 GEL რეგულარული ფასი 23,59 GEL
მარაგშია
SKU
2056_349

ჩვენება: ნებისმიერი ეტიოლოგიისა და ლოკალიზაციის თრომბოზის და ემბოლიის მკურნალობა.

 

ჰეპარინი

Heparin

ჰეპარინის ნატრიუმი BP 5,000 ს.ე./მლ (25,000 ს.ე./5 მლ)

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მთელი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

– შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

– თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

– ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

–თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რას მოიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:

1. რა არის ჰეპარინი საინექციო 5,000 ს.ე./მლ და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა იცოდეთ საინექციო ჰეპარინის გამოყენებამდე.

3. როგორ გამოვიყენოთ  საინექციოჰეპარინი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ საინექციო ჰეპარინი.

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

 

1. რა არის ჰეპარინი საინექციო 5,000 ს.ე. /მლ და რისთვის გამოიყენება ის.

ამ პრეპარატის სახელწოდებაა ჰეპარინი, 5,000 ს.ე./მლ (25,000 ს.ე./5 მლ) ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი 5 მლ.

ჰეპარინი მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ჰეპარინი ხელს უშლის სისხლის შედედებას.

ჰეპარინი გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:

• სისხლის შედედება ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი)

• ფილტვებში სისხლის შედედება (ფილტვის ემბოლია), ასევე:

•გულმკერდის ტკივილის მკურნალობა გამოწვეული გულის არტერიული დაავადებით (არასტაბილური სტენოკარდია)

• ქვედა კიდურების არტერიების, მძიმე ბლოკირების მკურნალობა (მწვავე პერიფერიული არტერიის ოკლუზია)

• გულის შეტევის შემდეგ ჩამოყალიბებული სისხლის შედედების პროფილაქტიკა (მურალური თრომბოზი).

ასევე გამოიყენება გულის და ფილტვების ოპერაციის დროს და თირკმელების დიალიზის დროს.

2. რა უნდა იცოდეთ საინექციო ჰეპარინის 5,000 ს.ე. /მლ გამოყენებამდე.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჰეპარინი:

– თუ ალერგიული ხართ ჰეპარინის ნატრიუმის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

– ადვილად ვითარდება სისხლდენა ან სისხლჩაქცევები,

– გქონდათ კანის მძიმე პრობლემები, რაც გამოწვეული იყო ჰეპარინით წინა მკურნალობის შედეგად,

– აპირებთ თავის ტვინის, ხერხემლის ან თვალის ოპერაციას, წელის პუნქციას ან ადგილობრივი საანესთეზიო ნერვის ბლოკირებას ან სხვა პროცედურას, სადაც სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას ჰეპარინის გამოყენებამდე. განსაკუთრებითი სიფრთხილე და სამედიცინო მეთვალყურეობაა საჭირო, თუ:

• ხართ 60 წლის მეტი ასაკის

• გაქვთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც გაგიადვილებთ სისხლდენას

თუ არ ხართ დარწმუნებული კითხეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

• ხართ დიაბეტით დაავადებული

• გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე ან იღებთ წამალს, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კალიუმის დონე თქვენს სისხლში

• გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საჭიროა უფრო დაბალი დოზა

• განიცდით ალერგიას ან ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია ჰეპარინზე.

თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლს, თუ გესაჭიროებათ მკურნალობა ხუთ დღეზე მეტხანს, ასევე შეიძლება აგიღოთ სისხლის სხვა ანალიზები, თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია.

სხვა პრეპარატები და ჰეპარინი საინექციო.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს, ჰეპარინის ინექციის მოქმედებაზე.

ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ ჰეპარინთან ერთად, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენა.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

• ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი ან იბუპროფენი)

• პრეპარატები რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ სისხლის სწორ შედედებას (მაგ. დიპირიდამოლი, ეპოპროსტენოლი, კლოპიდოგრელი ან სტრეპტოკინაზა)

• პრეპარატები რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს სისხლში

• გლიცერილის ტრინიტრატი (გულის დაავადებისთვის).

თუ თქვენ გჭირდებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვიტილება და შეცვალოს ჰეპარინის ინექციის ან სხვა მედიკამენტის დოზა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი იმის შესახებ, უნდა დაინიშნოს თუ არა ეს პრეპარატი, უფრო დეტალურად განიხილეთ თქვენს ექიმთან ან მედდასთან ჰეპარინის გამოყენებამდე.

ორსულობადაძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ავტომობილის მართვა და მანქანის გამოყენება

ჰეპარინის გამოყენების შემთხვევაში, არ არის ცნობები, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3.როგორ შევიყვანოთ ჰეპარინი საინექციო5,000 ს.ე. /მლ

გამოყენების მეთოდი

თქვენი ექიმი ან მედდა შეიყვანს ჰეპარინის დოზას ვენაში ერთდროულად ან გახანგრძლივებულად (ჩვეულებრივ, წვეთოვანი გზით). ალტერნატიულად მათ შეუძლიათ ჰეპარინის ინექცია შეიყვანონ კანქვეშ.

ვენაში ერთდროულად შეყვანილი რაოდენობა არ უნდა იყოს 15 მლ-ზე მეტი.

ჰეპარინი გამოიყენება ინტრავენური ინფუზიისთვის 5% გლუკოზით ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდით გახსნის შემდეგ.

შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება, თუ იღებთ ჰეპარინის უფრო მაღალ დოზებს, რათა შეამოწმოთ ჰეპარინით მკურნალობის ეფექტი.

ჰეპარინის ინექცია არ ინიშნება დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვებში.

შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა, თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.

ვინაიდან ჰეპარინის ეფექტი ხანმოკლეა, სასურველია ინტრავენური ინფუზიით ან კანქვეშა ინექციით შეყვანა, ვიდრე წყვეტილი ინტრავენური ინექციები.

დოზირება

ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შედედების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში სისხლის შედედების (ფილტვის ემბოლია) პროფილაქტიკა.

ზრდასრულები :

2 საათი ოპერაციამდე:

5,000 ერთეული კანქვეშ

რასაც მოჰყვება:

5,000 ერთეული კანქვეშ ყოველ 8-12 საათში, 7-10 დღის განმავლობაში ან სანამ პაციენტი სრულად არ იქნება ამბულატორიული.

ჰეპარინის დაბალი დოზების პროფილაქტიკის დროს არ არის საჭირო ლაბორატორიული მონიტორინგი. თუ მონიტორინგი ჩაითვლება სასურველად, ანტი-Xa ანალიზები უნდა იქნას გამოყენებული, რადგან გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (APTT) არ არის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული.

ხანდაზმულები :

შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის შემცირება და APTT-ის მონიტორინგი.

ბავშვთა პოპულაცია:

რეკომენდებული დოზები არ არის.

ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის მკურნალობა :

მოზრდილები :

საწყისი დოზა:

5,000 ერთეული ინტრავენურად (10,000 ერთეული შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვის მძიმე ემბოლიის დროს)

შემანარჩუნებელი დოზა:

1,000-2,000 ერთეული/სთ ინტრავენური ინფუზიით, ან 10,000-20,000 ერთეული 12 საათში კანქვეშ, ან 5,000-10,000 ერთეული 4 საათში ინტრავენური ინექციით..

 

ხანდაზმულები :

შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს დოზის შემცირება.

ბავშვები და მოზარდები :

საწყისი დოზა:

50 ერთეული/კგ ინტრავენურად

შემანარჩუნებელი დოზა:

15-25 ერთეული/კგ/სთ ინტრავენური ინფუზიით, ან

250 ერთეული/კგ 12 საათში კანქვეშ, ან 100 ერთეული/კგ 4 საათში ინტრავენური ინექციით.

 

გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ(არასტაბილური სტენოკარდია)და ძლიერი სისხლის შედედება არტერიებში(პერიფერიული არტერიის მწვავე ოკლუზია)

მკურნალობა :

მოზრიდლები :

საწყისი დოზა:

5,000 ერთეული ინტრავენურად

შემანარჩუნებელი დოზა:

1,000-2,000 ერთეული/სთ ინტრავენური ინფუზიით ან

5,000-10,000 ერთეული 4 საათში ინტრავენური ინექციით.

ხანდაზმულები :

შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის შემცირება.

ბავშვები და მოზარდები :

საწყისი დოზა:

50 ერთეული/კგ ინტრავენურად

შემანარჩუნებელი დოზა:

15-25 ერთეული/კგ/სთ ინტრავენური ინფუზიით ან

100 ერთეული/კგ 4 საათში ინტრავენური ინექციით.

ყოველდღიური ლაბორატორიული მონიტორინგი (უკეთესია ერთი და იგივე დროს, ყოველდიურად მკურნალობის დაწყებიდან 4-6 საათის შემდგომ) გააჩნია დიდი მნიშვნელობა, ჰეპარინის სრული დოზით მკურნალობის დროს, დოზის კორექტირებით APTT მნიშვნელობის შესანარჩუნებლად 1.5-2.5 x ნორმალური დიაპაზონის ან საკონტროლო მნიშვნელობის შუა წერტილი.

გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ),გულში სისხლის შედედების (მურალური თრომბოზი)პროფილაქტიკისთვის.

ზრდასრულები :

12,500 ერთეული 12 საათში კანქვეშ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

ხანდაზმულები :

შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის შემცირება

გულისა და ფილტვის ქირურგიის დროს

მოზრდილები :

თავდაპირველად 300 ერთეული/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად, შემდგომში ეს შეიცვლება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ჰემოდიალიზი და ჰემოფილტრაცია: თავდაპირველად 1,000-5,000 ერთეული,

ეს შეიცვლება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

თქვენი ექიმი გადაწყვიტავს, რომელი დოზაა თქვენთვის საუკეთესო.

ჰეპარინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. მსუბუქი სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია ჰეპარინის მკურნალობის შეწყვეტით. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ უფრო მძიმე სისხლდენა, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი და პროტამინის სულფატის ინექცია.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გასათვალისწინებელია (სიხშირე არ არის მითითებული):

მძიმე ალერგიული რეაქციები

ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ტუჩებზე ცისფერი ელფერი, ცხელება, შემცივნება, თვალებისა და ტუჩების შეშუპება და შოკი.

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, უნდა შეწყვიტოთ ჰეპარინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს ან მედდას.

სისხლდენა და სისხლჩაქცევები

ნიშნები (სიმპტომები), რომელიც აჩვენებს, რომ შეიძლება ქონდეთ მცირე სისხლდენა შემდეგნაირია:

• უჩვეულო სისხლჩაქცევები ან მეწამული ლაქები თქვენს კანზე

• უჩვეულო სისხლდენა ღრძილებიდან

• უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან

• სისხლი თქვენს შარდში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალთდაბნელება)

• შავი, კუპრისებრი განავალი, სისხლი შარდში (რამ შეიძლება გამოიწვიოს თვალთდაბნელება)

• სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება ნაოპერაციევ ადგილიდან ან სხვა დაზიანებები.

თუ თქვენ გაწუხებთ უჩვეულო სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან მედდას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ არის მითითებული) მოიცავს:

• ეგზემის მსგავის წითელი ლაქები, რომელიც ხშირად ვითარდება ჰეპარინის მიღებიდან 3-21 დღის შემდეგ, როდესსაც პრეპარატი კეთდება კანქვეშ

• ინექციის ადგილის ირგვლივ შეიძლება მოხდეს კანის გადაქერცვლა

• პენისის მუდმივი ერექცია

• სისხლის ტესტირების ანომალური შედეგი (რეპორტი), თუ როგორ ფუნქციონირებს ღვიძლი

• სისხლში ცხიმების მაღალი დონე ჰეპარინის შეწყვეტის შემდეგ

• სისხლში მაღალი ან დაბალი კალიუმი. თუ მოგადგათ ზიანი, შესაძლებელია იგრძნოთ დაღლილობა და სისუსტე.

თუ ჰეპარინის ინექცია ტარდება მრავალი თვის განმავლობაში, შესაძლებელია შემდეგი:

• თმის ცვენა

• ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი).

გვერდითი მოვლენების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

5.როგორ შევინახოთ საინექციო ჰეპარინი

ინახება 30°C დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თქვენი ექიმი ან მედდა, როგორც წესი, პასუხისმგებელია ინექციის შენახვაზე და მომზადებაზე გამოყენებამდე ასევე შემოწმებაზე, რომ ფლაკონებს არ გასვლია ვარგისიობის ვადა, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ჰეპარინის ინექცია არ უნდა იქნას გამოყენებული თუ ის აჩვენებს გაუარესების ნიშნებს, როგორიცაა მაგალითად ფერის შეცვლა.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ პრეპარატი არ იქნა დაუყოვნებლივ გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

არ გაყინოთ.

6.შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს საინექციო ჰეპარინი

აქტიური ნივთიერება: ჰეპარინის ნატრიუმი

თითოეული ფლაკონი შეიცავს ჰეპარინის ნატრიუმს BP 25,000 ს.ე. ხსნარის5 მლ.

1 მლ საინექციო ჰეპარინის ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ჰეპარინის ნატრიუმს BP 5,000 ს.ე.

დამხმარე ნივთიერებები:ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

შენახვის ვადა

2 წელი

შეფუთვა:

საინექციო ხსნარი 1 მინის ფლაკონში 25,000 ს.ე./5 მლ, 1 ფლაკონი თითო ფურცელი-ჩანართით თითოეულ კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy