Heparini - ჰეპარინი მალამო 25გ

განსაკუთრებული ფასი 3,80 GEL რეგულარული ფასი 5,40 GEL
მარაგშია
SKU
76164_67

ჩვენება:ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი,პერიფლებიტი,ქანქვეშა ჰემატომა; პოსტინექციური და პოსტინფუზიური ფლებიტი, ზედაპირული მასტიტი,ტრავმები და დაჟეჟილობები.

ჰეპარინის მალამო

სარეგისტრაციო ნომერი:

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰეპარინის მალამო

ჯგუფური სახელწოდება: ნატრიუმის ჰეპარინი+ბენზოკაინი+[ბენზილნიკოტინატი]

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა:

1გ მალამოს  შემადგენლობა: 

მოქმედი ნივთიერებები: ნატრიუმის ჰეპარინი - 100 სე (0,833 მგ ნატრიუმის ჰეპარინის აქტივობის შემთხვევაში 120 სე/მგ), ბენზოკაინი – 40,0 მგ, ბენზილნიკოტინატი – 0,8 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ვაზელინი, სტეარინის მჟავა 50, ატმის ზეთი, ემულგატორი #1, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, წყალი.

აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო ელფერის მქონე თეთრი მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტური საშუალება + სხვა პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გარეგანი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ჰეპარინი – პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, მიეკუთვნება საშუალომოლეკულური ჰეპარინების ჯგუფს. გარეგანი გამოყენებისას ავლენს ადგილობრივ ანტიკოაგულანტურ, ექსუდაციის საწინააღმდეგო, ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. აბლოკირებს თრომბინის წარმოქმნას. ჰეპარინი ამცირებს ანთებით პროცესს და ავლენს ანტიკოაგულაციურ მოქმედებას, ირიბად აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რაც ხელს უწყობს ჰემატომების და თრომბების გაწოვის პროცესს და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.

ბენზილნიკოტინატი არის პერიფერიული ვაზოდილატაციური საშუალება, ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. გამოიყენება ადიუვანტის სახით ჰეპარინის შეღწევის გასაუმჯობესებლად.

ბენზოკაინი ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას. ამცირებს უჯრედოვანი მემბრანების შეღწევადობას ნატრიუმის იონებისთვის, გამოდევნის კალციუმის იონებს რეცეპტორებიდან, რომლებიც განლაგებულია მემბრანის შიდა ზედაპირზე, ახდენს ნერვული იმპულსების გატარების ბლოკირებას. ხელს უშლის ტკივილის იმპულსების წარმოქმნას მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებში და მათ გატარებას ნერვულ ბოჭკოებში.

ფარმაკოკინეტიკა

ჰეპარინი უმნიშვნელოდ შეიწოვება კანის ზედაპირიდან. შრატის ცილებთან კავშირი – 95%-მდე, გადანაწილების მოცულობა 0,06 ლ/კგ. არ აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. ინტენსიურად ხდება მისი მიტაცება ენდოთელური უჯრედებით და მონონუკლეარულ-მაკროფაგული სისტემის უჯრედებით, კონცენტრირდება ღვიძლში და ელენთაში. მეტაბოლიზდება ღვიძლში N-დესულფამიდაზას და თრომბოციტების ჰეპარინაზას მონაწილეობით, რომელიც ერთვება ჰეპარინის მეტაბოლიზმში უფრო გვიან სტადიაზე. დესულფატირებული მოლეკულები თირკმელების ენდოგლიკოზიდაზას ზემოქმედებით გარდაიქმნება დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებად. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) – 1-6 სთ (საშუალოდ-1,5 სთ); იზრდება სიმსუქნის, თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს; მცირდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, ინფექციების, ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. გამოიყოფა თირკმელებით, უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ბენზილნიკოტინატი აღწევს კანის ყველა ფენაში. პრაქტიკულად არ აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. 

ბენზოკაინი გარეგანი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება.

გამოყენების ჩვენება

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი; ქანქვეშა ჰემატომა; პოსტინექციური და პოსტინფუზიური ფლებიტი; ზედაპირული მასტიტი; ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპებები, ტრავმები და დაჟეჟილობები (მათ შორის კუნთების ქსოვილის, მყესების, სახსრების); გარე ჰემოროი, მშობიარობის შემდგომი ჰემოროიდული კვანძების ანთება; ლიმფედემა (სპილოვნება), ლიმფანგიტი.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; დაზიანებული უბნის კანის საფარის მთლიანობის დარღვევა (ღია ინფიცირებული ჭრილობა, წყლულოვან-ნეკროზული პროცესები განსაკუთრებით); ბავშვთა ასაკი 1 წლამდე.

სიფრთხილით

სისხლის შედედების სისტემის დარღვევა, თრომბოციტოპენია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი. ჰეპარინი არ აღწევს პლაცენტის ბარიერში და არ გამოიყოფა დედის რძით. პრეპარატის სხვა კომპონენტების დედის რძეში მოხვედრის მონაცემები არ არის.

ჰეპარინის მალამო ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში (ბუნებრივი კვება) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

გამოყენების წესი და დოზები

გარეგანი გამოყენების. მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე (0,5-1 გ-ის ოდენობით (მალამოს 2-4 სმ) 3-5 სმ დიამეტრის უბანზე) და ფრთხილად შეიზილება კანში. მალამო გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, ანთებითი მოვლენების გაქრობამდე, საშუალოდ 3-დან 7 დღემდე. უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარების შესაძლებლობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გარეგანი ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის დროს იყენებენ რექტალურ ტამპონებს, პრეპარატით გაჟღენთილ ნარმის ან მიტკლის საფენს უშუალოდ აფიქსირებენ თრომბულ კვანძზე. მალამოთი გაჟღენთილი ტამპონი შეიყვანება უკანა ტანში. მალამო გამოიყენება ყოველდღიურად, სიმპტომების გაქრობამდე, საშუალოდ 3-14 დღე.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები კანის ჰიპერემიის, გამოყენების ადგილას მგრძნობელობის შემცირების, ალერგიული რეაქციების სახით (გამონაყარი კანზე, ქავილი).

ჭარბი დოზა

მცირე სისტემურ აბსორბციასთან დაკავშირებით, ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მალამო არ ინიშნება ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ასაპ), ტეტრაციკლინებთან, H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები

ფართო მონაკვეთზე ჰეპარინის მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და შიგნით მისაღები სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედების სისტემზე და/ან სისხლის წარმოქმნაზე, აუცილებელია შედედების დროის და პროთრომბინული დროის კონტროლი.

მკურნალობის ხანგრძლივი კურსის აუცილებლობის შემთხვევაში და ფართო მონაკვეთების დაზიანებების დროს ორსულებში და 65 წელზე უფროსი ასაკის ქალებში რეკომენდებულია ანალოგიური კონტროლი.

არ უნდა მოხდეს ღია ჭრილობებზე დატანება, ჩირქოვანი პროცესების არსებობის დროს.

არ არის რეკომენდებული მალამოს გამოყენება ღრმა ვენური თრომბოზის დროს.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს რაიმე ნეგატიურ მოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

გარეგანი გამოყენების მალამო, 100 სე/გ + 40 მგ/გ + 0,8 მგ/გ. 25 მგ ალუმინის ან პოლიეთილენის ლამინატის ტუბები. თითო ტუბს პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 200С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy