Heparini ointment - ჰეპარინის მალამო 25გ

3,50 GEL
მარაგშია
SKU
77950_319

ჩვენება:ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპებები, ტრავმები და დაჟეჟილობა კანის საფარველის მთლიანობის დაზიანების გარეშე.

ჰეპარინის მალამო

Heparin ointment

ყურადღებით გაეცანით ამ ინსრტუქციას მანამ, სანამ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·     შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია იგი კვლავ გამოგადგეთ.

·     შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

·     სამკურნალო საშუალება, რომლითაც თქვენ მკურნალობთ, განკუთვნილია კონკრეტულად თქვენთვის და არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა, რადგან შესაძლებელია ეს ზიანის მომტანი იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, რაც თქვენ.

სავაჭრო დასახელება: ჰეპარინის მალამო

ჯგუფური დასახელება: ნატრიუმის ჰეპარინი + ბენზოკაინი + ბენზილნიკოტინატი

სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰეპარინი - 10000 სე 

ბენზოკაინი (ანესთეზინი) – 4,0 გ, 

ბენზილნიკოტინატი - 0,08 გ.

დამხმარე ნივთიერებები:გლიცეროლი (გლიცერინი დისტილირებული) – 15,0გ,  ვაზელინი - 6,0გ,სტეარინი-5,0გ, სიმინდის ზეთი-5,0გ, ემულგატორი N1-8,0გ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი- 0,15გ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი 0,05გ, გაწმენდილი წყალი - 100 გ-მდე.

აღწერა: თეთრი ფერის მალამო მოყვითალო ელფერით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგუალაციური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის + სხვა პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გარეგანი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება დაფუძნებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებზე. ჰეპარინი-პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი-განეკუთვნება საშუალო-მოლეკულურ ჰეპარინებს.მალამოდან თანდათანობით გამონთავისუფლებული  ამცირებს ანთებით პროცესს და ახდენს ანტითრომბოზულ მოქმედებას. ხელს უწყობს უკვე არსებული თრომბების გაწოვას და ხელს უშლის ახალი თრომბების წამოქმნას. ახდენს თრომბინის სინთეზის დაბლოკვას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. თრგუნავს ჰიალურონიდაზას აქტივობას,  ააქტიურებს სისხლის ფიბრინოლიზურ თვისებებს. ბენზილნიკოტინატი

აფართოებს ზედაპირულ სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ჰეპარინის შეწოვას. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება - ბენზოკაინი ამცირებს ტკივილის შეგრძნების გამოხატულობას. კანზე დატანების დროს ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. 

ფარმაკოკინეტიკა

- შეწოვა: კანზე დატანისას სისტემური სისხლისმიმოქცევის წრეში შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 5%.

- მეტაბოლიზმი: სისხლში T½ შეადგენს 12 საათს.

- გამოყოფა: ორგანიზმში არ გროვდება და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით დღე-ღამის განმავლობაში.

მოქმედი ნივთიერებების-ბენზოკაინისა და ბენზილნიკოტინატის  ფარმაკოკინეტიკა ადგილობრივი გამოყენებისას არ ყოფილა შესაწავლილი. 

გამოყენების ჩვენებები:

ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპებები, ტრავმები და დაჟეჟილობა კანის საფარველის მთლიანობის დაზიანების გარეშე (მათ შორის, კუნთოვანი ქსოვილის, მყესების, სახსრების), ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის, კანქვეშა ჰემატომა მათ შორის პოსტინფექციური და ფლებეკტომიის შემდეგ)  გარეგანი ბუასილი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მალამოს კომპონენტების მიმართ, კანის წყლულოვან-ნეკროზული ცვლილება მალამოს დატანის ადგილას , კანის საფარის მთლიანობის ტრვმული დაზიანება. ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი დაავადებებიდან, პრეპარატის მიღების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სიფრთხილით

გამოიყენება თრომბოციტოპენიის და სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილების დროს (სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირება ნორმის ქვემოთ).

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვილთაგან ერთი დაავადება მაინც, გამოყენების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ჰეპარინ ნატრიუმი არ გადადის პლაცენტაში და დედის რძეში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანად, მალამო წაისმევა თხელი ფენით დაზიანების არეზე მალამოს 0,5-1,0 გ გაანგარიშებით კანის მონაკვეთზე დიამეტრით 3-5 სმ და ფრთხილად შეიძილება მალამო კანში.

გარეთა ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის დროს მალამო ისმევა ბიაზის ან ტილოს ნიადაგზე, რომელსაც აფიქსირებენ უშუალოდ თრომბირებულ კვანძებზე. ამავე მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ტამპონ, გაჟღენთილი ჰეპარინის მალამოთი, რექტალური შეყვანით.

გამოიყენება 2-3-ჯერ დღე-ღამეში ყოველდღიურად ანთებითი მოვლენების გაქრობამდე, საშუალოდ 3-დან 14 დღემდე. მკურნალობის ვადები განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოქმედება

ადგილობრივი რეაქციები: კანის  ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია.

გვერდითი  რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმისთვის მიმართვა. 

თუ ინსტრუქციაში აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე რთულდება ან   თქვენ შენიშნეთ სხვა ნებისმიერი  გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია მალამოს კომპონენტების დაბალ შეწოვასთან დაკავშირებით.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

- ფარმაცევტული:

არ არის რეკომენდებული სხვა საშუალებებთან შერევა გარეგანი გამოყენებისთვის, არ ინიშნება ადგილობრივად ერთდროულად არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, ტეტრაციკლინებთან, ანტიჰისტამინურ საშუალებებთან.

- ფარმაკოდინამიური:  

შესაძლოა გაახანგრძლივოს პროტრომბინირების დრო პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად  მიღებისას. 

განსაკუთრებული მითითებები: 

რეკომენდებული არ არის გამოყენება სისხლდენებისას, აგრეთვე ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე და ადგილობრივი ჩირქოვანი პროცესების არსებობისას. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სისხლძარღვების გაზრდილი გამჭვირვალობისას. მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ღრმა ვენური თრომბოზისას.

ზემოქმედება ტრანსპორტის მართვის გამოყენების უნარზე, მუშაობა  სხვა მოძრავ მექანიზმებთან:

პრეპარატი არ ახდება გავლენას პოტენციურად სახიფათო  საქმიანობის შესრულებაზე , 

რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებს (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან)

გამოშვების ფორმა

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის

25 გ ალუმინის ტუბებში. ყოველ ტუბს გამოყენების  ინსტრუქციასთან ერთად  ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 15°C ტემპერატურაზე, ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy