Coclav - კოკლავი სუსპენზია 457მგ/5მლ 70მლ

19,35 GEL
მარაგშია
SKU
85576_1403

ჩვენება:  ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ,ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

კოკლავი

COCLAV

200 მგ/28 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

400 მგ/57 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

ორალური გამოყენებისთვის

კოკლავი სუსპენზია (228 მგ/5 მლ) 

აქტიური ნივთიერებები: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 200 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტურს და კალიუმის კლავულანატს 28.5 მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტურ;

დამხმარე ნივთიერებები: 

შაქარი (საქაროზა), ქსანთანის გუმფისი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილ 200), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდ AL-1FP), ნატრიუმის საქარინი, ქარვის მჟავა, ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.

კოკლავი სუსპენზია (457 მგ/5 მლ) 

აქტიური ნივთიერებები: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 400 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტურს და კალიუმის კლავულანატს 57 მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტურს; 

დამხმარე ნივთიერებები: 

შაქარი (საქაროზა), ქსანთანის გუმფისი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილ 200), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდ AL-1FP), ნატრიუმის საქარინი, ქარვის მჟავა, ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

1.     რა არის კოკლავი და რისთვის გამოიყენება

2.     რისი ცოდნაა საჭირო კოკლავის მიღებამდე

3.     კოკლავის მიღების წესი

4.     შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.     კოკლავის შენახვის პირობები

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

·        შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

·        დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

·        პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.

·        მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.

·        გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.­­
 

1.  რა არის კოკლავი და რისთვის გამოიყენება

კოკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. იგი კომბინირებული პრეპარატია და შედგება ორი სხვადასხვა სამკურნალო  საშუალებისგან,  კერძოდ – ამოქსიცილინისგან და კლავულანის მჟავასგან, რომელიც კალიუმის კლავულანატის სახითაა წარმოდგენილი და ხელს უშლის ამოქსიცილინის აქტივობის დაქვეითებას.

კოკლავი წარმოადგენს მოთეთრო ან კრემისფერ ბანანისა და ჟოლოს არომატის მქონე ჰომოგენურ გრანულირებულ ფხვნილს, რომლისგანაც გახსნის შემდეგ მზადდება ასევე ბანანისა და ჟოლოს არომატის მქონე მოთეთრო ან კრემისფერი სუსპენზია.

კოკლავის (200 მგ/28 მგ, 400 მგ/57 მგ) ფხვნილი 70 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად მოთავსებულია მინის ბოთლში მიხრახნილი თავსახურით და დალუქული უსაფრთხოების რგოლით. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებულ კოვზთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

·       ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები), როგორიცაა: მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

·       ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია.

·       საშარდე სისტემის ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

·       კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი.

·       სტომატოლოგიური ინფექციები დენტოალვეოლარული აბსცესის ჩათვლით.

2.  რისი ცოდნაა საჭირო კოკლავის მიღებამდე

ნუ მიიღებთ კოკლავს, თუ:

·       აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; 

·       წარსულში რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა), რომელიც გამოვლინდა კანზე გამონაყარით, შეშუპებით სახისა და ყელის არეში;

·       წარსულში გქონიათ სიყვითლე (კანის ყვითელი შეფერილობა) ან ღვიძლის პრობლემები ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.

·       აღგენიშნებათ ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული კოლიტის ნიშნები. 

ანტიბიოტიკის მიღებასთან დაკავშირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ექიმის მიერ დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება დაუშვებელია.

კოკლავის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

·       ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·       გაქვთ ღვიძლის უკმარისობა;

·       გაქვთ თირკმლის უკმარისობა;

·       გაქვთ დარღვევა შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით;

·       სავარაუდოა ინფექციური მონონუკლეოზის არსებობა (ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება, ვინაიდან ამ დროს კანზე წითელას მსგავსი გამონაყარის გაჩენა ართულებს დაავადების დიაგნოსტიკას).

ზოგ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოკვლევა ანთების გამომწვევი ბაქტერიის ტიპის დასადგენად. გამოკვლევის შედეგად მიღებული პასუხის შესაბამისად ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კოკლავის განსხვავებული დოზირება ან სხვა სამკურნალო საშუალება. 

აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად უჩივით ან წარსულში გქონდათ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე.

გარდა ამისა:

კოკლავმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობის გაუარესება ან გამოავლინოს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა – ჰიპერმგრძნობელობა, კრუნჩხვები, მსხვილი ნაწლავის ანთება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის საშიშროების გამო პრეპარატის მიღების პერიოდში, შესაბამისი რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

თუ კოკლავით მკურნალობის პერიოდში თქვენ გიტარდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი (შარდში გლუკოზის განსაზღვრა), აუცილებლად აცნობეთ ექიმს, ვინაიდან კოკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.

კოკლავის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

კუჭისა და ნაწლავის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კოკლავის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დასაწყისში. 

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.

კოკლავი ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

კოკლავმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ამიტომ მკურნალობის პერიოდში სასურველია თავის შეკავება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოკლავის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

კოკლავი შეიცავს შაქარს (საქაროზას), ამიტომ არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი გენეტიკური დაავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტი.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კოკლავი ურთიერთქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან:

ალოპურინოლთან (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) კოკლავის ერთდროული გამოყენებისას იზრდება კანის ალერგიული რეაქციების გამოვლენის ალბათობა.

პრობენეციდთან (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) კოკლავის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ერთად მიღების აუცილებლობისას ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს კოკლავის დოზის კორექცია.

ანტიკოაგულანტებთან (მაგ., როგორიცაა ვარფარინი) კოკლავის ერთდროული მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება.

კოკლავმა შესაძლოა იმოქმედოს მეთოტრექსატის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სიმსივნური და რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ) თვისებებზე.   
კოკლავმა ასევე შესაძლოა იმოქმედოს მიკოფენოლატის მოფეტილის თვისებებზე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს).

კოკლავი ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა პრეპარატს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

3. კოკლავის სუსპენზიის მომზადების და მიღების წესი, დოზირება

დოზირება და გამოყენების სიხშირე:

კოკლავის სუსპენზია განკუთვნილია ბავშვებისთვის 2 თვიდან 12 წლამდე ასაკის. 

დოზირება დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, ასევე პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე. 

დოზირება მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანატის შემცველობის მიხედვით.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს:

·       დაბალი დოზა: 25/3.6 – 45/6.4 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა – მორეციდივე ტონზილიტი; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები).

·       მაღალი დოზა: 45/6.4 – 70/10 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად გამოიყენება უფრო მძიმე ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად – შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად – ბროქოპნევმონია და საშარდე სისტემის ინფექციები).

 


2 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 

                                                                                                                             კოკლავი სუსპენზია 228 მგ/5 მლ


სხეულის წონა (კგ)
უფრო დაბალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში) უფრო მაღალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

 

12-16

17-26


5

10

10

15

 


                                                                                                                       კოკლავი სუსპენზია 457 მგ/5 მლ

სხეულის წონა (კგ) უფრო დაბალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში) უფრო მაღალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

12-16

17-26

27-35

36-დან <40-მდე


2.5

5

7.5

10

5

7.5

10

12.5


2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები:

დოზირებას ადგენს ექიმი დაავადების გამომწვევი მიზეზის, ბავშვის ასაკის და სხეულის წონის მიხედვით.

                                                                                                                             კოკლავი სუსპენზია 457 მგ/5 მლ

სხეულის წონა (კგ)

უფრო დაბალი დოზა  25/3.6 მგ/კგ/დღეში 

(მლ ყოველ 12 სთ-ში)

უფრო მაღალი დოზა 45/6.4 მგ/კგ/დღეში

(მლ ყოველ 12 სთ-ში)


2
0.3 0.6
3 0.5 0.8
4 0.6
1.1
5 0.8 1.4
6 0.9 1.7
7 1.1 2.0
8 1.3 2.3
9 1.4 2.5
10 1.6 2.8
11 1.7 3.1
12 1.9 3.4
13 2.0 3.7
14 2.2 3.9
15 2.3 4.2

სუსპენზიის მომზადების წესი:

1.   სუსპენზიის მომზადებისთვის დაამატეთ ბოთლში წყლის საჭირო მოცულობის დაახლოებით 2/3 (სასურველია, წყალი იყოს წინასწარ გადადუღებული და გაციებული) დაახურეთ ბოთლს თავსახურავი და კარგად შეანჯღრიეთ.

2.   პირველადი განზავების შემდეგ, ფხვნილის სრული გახსნის მიზნით, სუსპენზია დააყოვნეთ 5 წუთის განმავლობაში.

3.   შემდეგ ბოთლის ნიშნულამდე კიდევ დაამტეთ დარჩენილი წყლის 1/3 და ისევ კარგად შეანჯღრიეთ. 

4.   მომზადებული სუსპენზია მიიღეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზით, რომელიც ბოთლთან ერთად მოთავსებულია კოლოფში. საზომ კოვზს გააჩნია 1.25 მლ-ის, 2.5 მლ-ის და 5 მლ-ის აღმნიშვნელი ხაზები. საზომი კოვზის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ბავშვს პრეპარატი მისცეთ ზუსტი დოზით.

5.   ბოთლი მომზადებული სუსპენზიით უნდა შეინჯღრეს პრეპარატის ყოველი მიღების წინ. 

მიღების წესი:

კოკლავი მიიღეთ პერორალურად, ჭამის დასაწყისში ან უშუალოდ ჭამადე. მიღებებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 სთ-იანი ინტერვალი. 

არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში. არ მიიღოთ კოკლავი 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში. 

თუ თავს ისევ შეუძლოთ გრძნობთ, კვლავ მიმართეთ ექიმს.

ბოთლი მომზადებული სუსპენზიით შეინახეთ მჭიდროდ დახურული თავსახურით 2-8˚ჩ ტემპერატურაზე მაცივარში და გამოიყენეთ არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ შეინახოთ საყინულეში. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია.

კოკლავის სუსპენზიამ გამოყენების პერიოდში შესაძლოა მიიღოს მოყვითალო შეფერილობა და ამას არანაირი გავლენა არ აქვს პრეპარატის ეფექტურობაზე.

კოკლავი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ კითხვები მიღების წესთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში

იხილეთ ინფორმაცია ზემოთ.

გამოყენება ხანდაზმულებში

დოზის კორექცია საჭიროა არ არის.

 განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის / ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემა, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პრეპარატის განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.

ღვიძლის მხრივ პრობლემების არსებობისას, საჭიროა სისხლის ანალიზის ხშირი გაკეთება, რომ გადამოწმებული იყოს ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევები.

თუ კოკლავის მიღების პერიოდში ჩათვლით, რომ პრეპარატი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭირო დოზაზე მეტი კოკლავის მიღების შემთხვევაში:

კოკლავის საჭირო დოზაზე მეტის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კოკლავის დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ დაგავიწყდათ კოკლავის მიღება, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. 

შემდგომი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს მიღებებს შორის 4 სთ-ზე ნაკლები ინტერვალით.

კოკლავის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში:

აუცილებელია კოკლავით მკურნალობის კურსის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს აუცილებელია ორგანიზმში ანთებითი პროცესის სრულად გაქრობისთვის. მკურნალობის კურსის დაუსრულებლობის შემთხვევაში ბაქტერიებმა, რომლებიც შესაძლოა ნაწილობრივ სიცოცხლისუნარიანები აღმოჩდნენ, შესაძლოა გამოიწვიონ ანთებითი პროცესის თავიდან განვითარება.

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, კოკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერ­დითი ეფექტები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

შეწყვიტეთ კოკლავის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, თუ გამოვლინდა ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

ალერგიული რეაქციები:

·     გამონაყარი კანზე;

·     გამოხატული სისხლძარღვოვანი სურათი (ვასკულიტი), რომელიც ვლინდება კანზე მუქი წითელი ფერის ლაქების სახით; 

·     ცხელება, ტკივილი სახსრებში, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები კისრის, იღლიის და საზარდულის არეში;

·     სახისა და ყელის არეში შეშუპება (ანგიოედემა), რაც ვლინდება სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით, კოლაფსით (ვითარდება პერიფერიული ვენების გაგანიერების და სისხლის შეგუბების გამო, ვლინდება უეცარი, ძლიერი სისუსტით).

მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესი:

ვლინდება დიარეით (განავალში აღინიშნება სისხლი და ლორწო), მუცლის ტკივილით ან/და სხეულის მაღალი ტემპერატურით. 

გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით). 

ხშირად

·       კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები (კანდიდოზი);

·       გულისრევის შეგრძნება მაღალი დოზების მიღებისას (ღებინების შემთხვევაში პრეპარატი მიიღეთ ჭამამდე);

·       ფაღარათი; 

·       გულისრევა;

·       ღებინება.

არახშირად

·       თავბრუსხვევა;

·       თავის ტკივილი;

·       დისპეფსიური მოვლენები;

·       გამონაყარი კანზე;

·       ქავილი;

·       ურტიკარია;

·       ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტების აქტივობის მომატება.

იშვიათად 

·       კანის ბუშტუკოვანი გამონაყარი (ცენტრში აღინიშნება ბუშტუკი, რომელიც გარშემორტყმულია კანის ჩვეულებრივი ფერის მიდამოთი და წითელი ფერის გარე შრით – მულტიფორმული ერითემა); 

·       სისხლის სურათის ცვლილებები;

·       შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტორპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია;

·       სისხლი შარდში.

უცნობია

·       ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპების გამო (ანგიოედემა);

·       მძიმე ალერგიული მდგომარეობა (ანაფილაქსია), რომელიც ვლინდება გამონაყარით კანზე, ქავილით ან ურტიკარიით, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებით, სუნთქვის გაძნელებით;

·       შრატისმიერი დაავადების მსგავსი ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, სახსრების ტკივილით, იღლიის ფოსოში მდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდებით პრეპარატის მიღებისას 7-12 დღის განმავლობაში; 

·       ვასკულიტი (ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი), რომელიც ვლინდება ისეთი ალერგიული რეაქციებით, როგორიცაა კანქვეშ წითელი მრგვალი ლაქები და სისხლჩაქცევები; 

·       კანის იშვიათი დაავადება მსხვილი სისხლმდენი ბუშტუკების წარმოქმნით ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე (სტივენ-ჯონსონის სინდრომი);

·       კანის მწვავე რეაქცია, რომელიც იწყება ტკივილით, შემდეგ ვითარდება ბუშტუკების წარმოქმნით და კანის ზედაპირის გადაცლით და რომელსაც თან ახლავს ცხელება, კუნთების სპაზმი და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

·       წითელი ფერის ანთებითი გამონაყარი კანზე (ბულოზური დერმატიტი);

·       ექსფოლიაცია შეშუპებით და კანქვეშა ამობურცულობით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი);

·       პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (შექცევადი აგრანულოციტოზი);

·       ანემია, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი და მოყვითალო ფერის კანი (ჰემოლიზური ანემია);

·       დიარეა სისხლიანი და ლორწოვანი განავლით;

·       ენის შავად შეფერვა;

·       თირკმლების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი);

·       შარდში კრისტალების არსებობა (კრისტალურია);

·       ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი), რომელიც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მადის დაქვეითებით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, ცხელებით, ქავილით, კანის სიყვითლით, შარდის გამუქებით;

·       კოლაფსი;

·       სისხლის შედედების დარღვევები;

·       კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია ბილირუბინის დონის მომატებით სისხლში (სუბსტანცია, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში);

·       ჰიპერაქტიურობა;

·       სპაზმები, კრუნჩხვა (თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში კოკლავის მაღალი დოზებით მკურნალობისას);

·       კბილების ფერის ცვლილება (კბილების ფერის ცვლილების შეფერხება შესაძლებელია პირის ღრუს სისუფთავის სათანადო დაცვით);

·       ასეპტიური მენინგიტი;

·       გრიპისმაგვარი სიმპტომები: გამონაყარი, ცხელება, შეშუპებული ჯირკვლები, სისხლის სურათის ცვლილებები  (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სხვა სისტემური სიმპტომებით).

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5.   კოკლავის შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

მომზადებული სუსპენზია ინახება 2-8˚C ტემპერატურაზე მაცივარში და გამოიყენება არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.

დაუშვებელია გაყინვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ კოკლავს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ კოკლავი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy