Uniclophen - უნიკლოფენი თვალის წვეთები 0.1% 10მლ
ჩვენება:უნიკლოფენის თვალის წვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს მექანიკური დაზიანებით ან ალერგიით გამოწვეულ ტკივილს და ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი 0,1% თვალის წვეთები, ხსნარი
ნატრიუმის დიკლოფენაკი
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- ნებისმიერი არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ უნიკლოფენის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება უნიკლოფენი
4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
5. როგორ ინახება უნიკლოფენი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება იგი
უნიკლოფენი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება თვალში გამოსაყენებლად. უნიკლოფენის თვალის წვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს მექანიკური დაზიანებით ან ალერგიით გამოწვეულ ტკივილს და ანთებით რეაქციებს. აქტიური ნივთიერება, ნატრიუმის დიკლოფენაკი, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელიც ასუსტებს პროსტაგლანდინების და სხვა ანთებითი მედიატორების მოქმედებას ციკლოოქსიგენაზას ფერმენტების ინჰიბირების გზით. უნიკლოფენი, რომელიც გამოიყენება კატარაქტასთან დაკავშირებული ოპერაციის წინ, ამცირებს ქირურგიული ჩარევის დროს განვითარებულ მიოზს. მიკროქირურგიული ან ლაზერული ოპერაციების შემდეგ იცავს ცენტრალურ ბადურას შეშუპების განვითარებისგან. უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთების სამკურნალოდ, ძირითადად, კონიუნქტივის ქრონიკული ანთების და რქოვანას ალერგიული წარმოშობის დაავადების შემთხვევაში, ეპისკლერიტის და წინა და შუა ნაწილის უვეიტის დროს. ასევე, გამოიყენება ქუთუთოს არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, უმნიშვნელო ტრამვების (თვალში უცხო სხეულის მოხვედრით და დამწვრობით გამოწვეული ტრავმა), ულტრაიისფერი სხივებით დასხივების და ფოტოფობიის შემდეგ განვითარებული რქოვანას წყლულის სამკურნალოდ.
უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წინასაოპერაციო პერიოდში, ოპერაციის დროს მიოზის შესამცირებლად, თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს ცისტოიდური მაკულარული ედემის (ცენტრალური ბადურას შეშუპება) განვიტარების პრე- და პოსტქირურგიული პროფილაქტიკისთვის და თვალზე სხვადასხვა ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ანთებითი რეაქციების შესასუსტებლად.
უნიკლოფენის გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
2. რა უნდა იცოდეთ უნიკლოფენის გამოყენებამდე
უნიკლოფენი არ გამოიყენება:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- პაციენტებში, რომლებსაც ადრე ქონდათ აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებული ასთმის შეტევა, გამონაყარი ან ცხელება;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ისეთი პაციენტების ოპერაცია, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება სისხლდენებისადმი და რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მომატებულია სისხლდენის განვითარების რისკი).
პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა მოხდეს რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. ასევე, არ არის რეკომენდებული მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებაც, ან მათი მოხსნა უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებამდე, ხელახლა გაკეთება კი შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 20 წუთის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებები და უნიკლოფენი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
უნიკლოფენის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება. სხვა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას, შეატყობინეთ ექიმს, რომ იყენებთ უნიკლოფენს. თუ იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს, კომბინირებული გამოყენების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ოფთალმოლოგს. ორი სხვადასხვა თვალის პრეპარატის გამოყენებებს შორის რეკომენდებულია 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უნიკლოფენის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.
უნიკლოფენის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი კარგად აიტანება. კონიუნქტივის პარკში უნიკლოფენის შეყვანისთანავე, შესაძლებელია განვითარდეს არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გაართულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან და სიმაღლეზე მუშაობა. ასეთი საქმიანობა რეკომენდებულია განხორციელდეს პრეპარატის გამოყენებიდან სულ მცირე 15 წუთის გასვლის შემდეგ.
უნიკლოფენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
პრეპარატის 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შესაძლოა შეიცვალოს თვალის ფერი. საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენების წინ და 15 წუთი დაყოვნება.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს აწუხებს თვალის სიმშრალე ან რქოვანას პრობლემები (გამჭვირვალე ფენა თვალის წინა ნაწილში). თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, გაწუხებთ უჩვეულო შეგრძნება თვალში, ისეთი როგორიცაა წვა და თვალის ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
3. როგორ გამოიყენება უნიკლოფენი
ყოველთვის გამოიყენეთ უნიკლოფენი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ზუსტ დოზას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზა:
მოზრდილები
თვალის არაინფექციური ანთება: 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღეში დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში.
მიოზის შემცირება თვალზე ოპერაციის დროს: ოპერაციამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ (30 წუთიანი ინტერვალით). ოპერაციის შემდეგ გამოიყენება 3-ჯერ თითო წვეთი, მომდევნო დღეებში, დღეში 3-5-ჯერ 1-2 წვეთი არანაკლებ 1 კვირა.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ბავშვებში დოზირების და გამოყენების ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ოფთალმოლოგთან კონსულტაცია, ყველა საჭირო ამბულატორიული მონიტორინგის თანმხლებით.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
უნიკლოფენის გამოყენება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად.
თუ გამოიყენეთ უნიკლოფენის საჭიროზე მეტი დოზა
დანიშნული დოზის გამოყენების პირობებში, დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოზრდილებში უნიკლოფენის შიგნით ერთჯერადი შეყვანის პირობებში, არ არის მოსალოდნელი ჭარბი დოზის რეაქციები. ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
თუ გამოტოვეთ უნიკლოფენის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა პრეპარატების მსგავსად, უნიკლოფენმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
პრეპარატი კარგად აიტანება. გამოყენებისთანავე შესაძლებელია დროებით განვითარდეს წვა და მხედველობის დარღვევა. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, შესიება და შეშუპება.
თუ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია სერიოზულ სახეს იღებს, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება არასასურველი რექციების შესახებ
ნებისმიერი არასამკურნალწამლო რეაქციის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
5. როგორ ინახება უნიკლოფენი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უნიკლოფენი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი შეფუთვის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ბოთლს დაეხუროს თავსახური.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემო დაცვას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს უნიკლოფენი
- აქტიური ნივთიერება: 1 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკი 1 მლ ხსნარში (1 მლ=20 წვეთი).
- დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილ-ბეტადექსი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
უნიკლოფენის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
1 ბოთლი 5 მლ ხსნარით მუყაოს კოლოფში.
1 ბოთლი 10 მლ ხსნარით მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account