დიკლოფენაკი 0.1% 10მლ თვ. წვ.

განსაკუთრებული ფასი 7,48 GEL რეგულარული ფასი 10,49 GEL
მარაგშია
SKU
25195_353

ჩვენება:მიოზის ინჰიბირება კატარაქტას ოპერაციის დროს, ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა და ტკივილის სინდრომის შემცირება.

თვალის წვეთები
სავაჭრო სახელწოდება: დიკლოფენაკი ოფტალმიკი.
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დიკლოფენაკი.
სამკურნალო ფორმა: თვალის წვეთები 0,1%.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: დიკლოფენაკის ნატრიუმი 1,0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა – 16,0 მგ; სორბინის მჟავა – 2,0 მგ, პოლიოქსილ 35 აბუსალათინის ზეთი – 0,6 მგ, ტრომეტამოლი – 2,8 მგ, დინატრიუმის ედეტატი – 1,0 მგ, საინექციო წყალი – 1 მლ-მდე.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
დიკლოფენაკი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. დიკლოფენაკის ნატრიუმის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მონაწილეობენ ტკივილის და ანთების პათოგენეზში. დიკლოფენაკი ამცირებს ლეიკოტრიენების სინთეზს, ანელებს ტკივილის იმპულსების გატარებას ნერვულ ბოჭკოებში, ამცირებს სისხლძარღვების შეღწევადობას. ამცირებს თვალების ანთებას, ტკივილს და დისკომფორტის შეგრძნებას თვალში (ფოტოფობია, წვა, ჩხვლება და ა.შ.), რაც შესაძლებელია განვითარდეს ინფექციის, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად; ამცირებს მიოზს და ეწინააღმდეგება ცისტოიდური მაკულარული შეშუპების განვითარებას ქირურგიული ოპერაციის დროს.

ფარმაკოკინეტიკა
დიკლოფენაკის თვალში ინსტილაციის შემდეგ ბოცვრებში, პიკური კონცენტრაცია კონიუნქტივაში და რქოვანაში მიიღწეოდა 30 წუთის შემდეგ.
ინსტილაციის დროს დიკლოფენაკი შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. თუმცა, სისხლში მიღწეული დონე არის აღმოჩენის ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალი და არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, სრული ელიმინაცია ვლინდება 6 საათის შემდეგ.

გამოყენების ჩვენება
-მიოზის ინჰიბირება კატარაქტას ოპერაციის დროს;
-ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა და ტკივილის სინდრომის და დისკომფორტის გამოხატულების შემცირება კატარაქტას და თვალის კაკალზე ჩატარებული სხვა ქირურგიული ოპერაციების პოსტოპერაციულ პერიოდში (ფოტორეფრაქციული კერატექტომია, რადიალური კერატოტომია, სიელმის ოპერაცია, არგონ-ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა);
-პოსტტრავმული ანთებითი პროცესის და ტკივილის მკურნალობა თვალის კაკლის არაგამჭოლი ტრავმის დროს (ადგილობრივი ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის დამატების სახით);
-სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომების შემსუბუქება.

გამოყენების წესი და დოზები
მიოზის ინჰიბირება კატარაქტას ოპერაციის დროს: 1 წვეთი ორი საათის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალით ჩარევამდე, ანუ სულ 4-ჯერ.
პოსტოპერაციული ანთების პროფილაქტიკა: 1 წვეთი დღეში 4-ჯერ, ოპერაციიდან 28 დღემდე, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.
ტკივილის და დისკომფორტის შემცირება ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ: 1 წვეთი 2-ჯერ ერთი საათის განმავლობაში ოპერაციამდე; პოსტოპერაციულ პერიოდში – 1 წვეთი 2-ჯერ (5 წუთიანი ინტერვალით) ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1 წვეთი ყოველ 2-5 საათში 24 საათის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ.
ტკივილი თვალის კაკლის არაგამჭოლი ტრავმის დროს: 1 წვეთი დღეში 4-ჯერ 2 დღის განმავლობაში.
ანთების პროფილაქტიკა არგონ-ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ: 1 წვეთი ორი საათის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალით ჩარევამდე, ანუ სულ 4-ჯერ, ოპერაციის შემდეგ – 1 წვეთი დღეში 4-ჯერ 7 დღის განმავლობაში.
ანთებითი პროცესი სიელმის ოპერაციის ჩატარების შემდეგ: 1 წვეთი დღეში 4-ჯერ ოპერაციიდან პირველი კვირის განმავლობაში; 1 წვეთი 3-ჯერ დღეში მე-2 კვირის განმავლობაში; 1 წვეთი დღეში ორჯერ მე-3 და მე-4 კვირის განმავლობაში საჭიროების შესაბამისად.
ტკივილი და დისკომფორტი თვალში რადიალური კერატოტომიის შემდეგ: 1 წვეთი ოპერაციამდე, 1 წვეთი ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1 წვეთი დღეში 4-ჯერ 2 დღის განმავლობაში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი: 1 წვეთი დღეში 4-ჯერ მკურნალობისთვის საჭირო დროის განმავლობაში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ორსულობის III ტრიმესტრი.
სხვა აასს მსგავსად, დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა და პროსტაგლანდინსინთეტაზას სხვა ინჰიბიტორები ახდებენ ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციების ან მწვავე რინიტის შეტევების განვითარების პროვოცირებას.

გვერდითი მოქმედება
მხედველობის ორგანოების მხრიდან: ხშირი – ტკივილი, წვის შეგრძნება თვალებში, თვალის გარდამავალი სუსტი/ზომიერი გაღიზიანება: იშვიათი – ქავილი, თვალის ჰიპერემია, დაბინდული მხედველობა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ; ალერგიული რეაქციები (კონიუნქტივის ჰიპერემია, ალერგიული კონიუნქტივიტი, ქუთუთოების სიწითლე, ქუთუთოების ქავილი და შეშუპება).
ხშირი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს წერტილოვანი კერატიტი და რქოვანას სხვა დაზიანებები.
პაციენტებში რქოვანას დაზიანების განვითარების რისკით (კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ინფექციური დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის დროს), იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მხედველობისთვის საშიში გართულება, როგორიც არის წყლულოვანი და წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, რქოვანას ეპითელის დეფექტები, რქოვანას შეშუპება.
სისტემური რეაქციები: იშვიათი – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, ხველა, რინიტი).

ჭარბი დოზა
გამოყენების წესის დაცვისას ჭარბი დოზა არ არის შესაძლებელი.
პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას ჭარბი დოზა არ არის შესაძლებელი, რადგან ხსნარის 10 მლ შეიცავს 10 მგ დიკლოფენაკს (მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო შიგნით მისაღები დოზის ≈6%).
მდგომარეობის გაუარესების ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნან ლინზები პრეპარატის ჩაწვეთებამდე. ლინზების ხელახლა გაკეთება შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
აასს, მათ შორის დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებამ შესაძლებელია გაართულოს თვალის ინფექ ციური პროცესების დიაგნოსტიკა. ინფექციის არსებობის პირობებში ან მისი განვითარების პოტენციური რისკის დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის ჩატარება.
პრეპარატის გამოყენების ფონზე სისხლის შედედების შემცირების მონაცემები პაციენტებში არ არის დაფიქსირებული. თუმცა, თეორიულად, პრეპარატის და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას ან პაციენტებში სისხლის შედედების შემცირებით, სისხლდენის დრო შესაძლებელია გაიზარდოს.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატის გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ ოფტალმოლოგიურ პრეპარატებთან გამოყენებისას.
სისტემური აბსორბციის შესამცირებლად, ინსტილაციის შემდეგ საჭიროა საცრემლე სადინარზე ზეწოლა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის III ტრიმესტრში.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას, ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების სარწმუნო მონაცემები არ არის.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და გამოყენების უნარზე
თუ აპლიკაციის შემდეგ დროებით ვითარდება არამკაფიო მხედველობა, პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დანადგარებთან ან სხვა მოწყობილობებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ მხედველობის სიმკვეთრეს.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიკლოფენაკის გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში რქოვანას გამოხატული ანთებით შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას პროგრესირებადი დაზიანება.
დიკლოფენაკთან თვალის სხვა წვეთების ერთდროული გამოყენებისას, ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.

შენახვის პირობები
ინახება 15-30°С ტემპერატურაზე, შუქისაგან დაცულ ადგილას, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ ფლაკონის შიგთავსი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა
პოლიეთილენის ფლაკონი-საწვეთურში 10 მლ.

მწარმოებელი
დსს ,,ლიქვორი”, სომხეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy