მექსიდოლი ტაბ. 0.125გ N30 ზიო

განსაკუთრებული ფასი 31,11 GEL რეგულარული ფასი 43,21 GEL
მარაგშია
SKU
59286_1433

ჩვენება:ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმების შედეგები,ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიციური დარღვევები.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი - 125 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II თეთრი 33G28435 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი. პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი), ტრიაცეტინი).

აღწერილობა:

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრიდან თეთრი-მოკრემისფრო ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემის  სამკურნალო საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაციები 400-500 მგ დოზებისას შეადგენს 3,5-4,0 მკგ/მლ-ს. სწრაფად გადანაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების საშუალო დრო შიგნით მიღებისას - 4,9-5,2 საათი. მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონკონიუგირების გზით. იდენტიფიცირებულია 5 მეტაბოლიტი: 3-ოქსიპირიდინის ფოსფატი - წარმოიქმნება ღვიძლში და ტუტე ფოსფატაზას მონაწილეობით იშლება ფოსფორმჟავას და 3-ოქსიპირიდინად; მე-2 მეტაბოლიტი - ფარმაკოლოგიურად აქტიური, წარმოიქმნება დიდი რაოდენობებით და ვლინდება შარდში 1-2 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ; მე-3 - დიდი რაოდენობებით გამოიდევნება შარდით; მე-4 და მე-5 - გლუკურონკონიუგატები. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შიგნით მიღებისას - 2,0-2,6 საათი. სწრაფად გამოიყოფა შარდით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით. უფრო ინტენსიურად გამოიდევნება პირველი 4 საათის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენების შემდეგ. უცვლელი პრეპარატისა და მეტაბოლიტების შარდთან ერთად გამოდევნის მაჩვენებლები ინდივიდუალურად ვარიაბელურია.

ფარმაკოდინამიკა

მექსიდოლი® არის ტავისუფალი რადიკალების პროცესების ინჰიბიტორი, მემბრანოპროტექტორი, რომელსაც გააჩნია ანტიჰიპოქსიური, სტრეს-პროტექტორული, ნოოტროპული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ანქსიოლიტური მოქმედებით. პრეპარატი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა დამაზიანებელი ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ალკოჰოლით და ანტიფსიქოტური საშუალებებით (ნეიროლეპტიკებით) ინტოქსიკაცია).

მექსიდოლის® მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებებით. აინჰიბირებს პერეკისული ლიპიდების ჟანგვის პროცესებს, ზრდის სუპეროქსიდდისმუტაზას აქტივობას, ზრდის ლიპიდ-ცილების შეფარდებას, ამცირებს მემბრანის წებოვანებას, ზრდის მის გამტარობას. მექსიდოლი® ახდენს მემბრაშეკავშირებული ფერმენტების (კალციუმდამოუკიდებელი ფოსფოდიესტერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქოლინესტერაზას), რეცეპტორული კომპლექსების (ბენზოდიაზეპინური, გაბმ, აცეტილქოლინური) აქტივობის მოდელირებას, რაც აძლიერებს ლიგანდებთან მათი შეკავშირების უნარს, ხელს უწყობს ბიომემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ნეირომედიატორების ტრანსპორტს და სინაპტიკური გადაცემის გაუმჯობესებას. მექსიდოლი® ზრდის დოფამინის შემცველობას თავის ტვინში. იწვევს აერობული გლიკოლიზის კომპენსატორული აქტივობის გაძლიერებას და ჟანგვის პროცესების დათრგუნვის ხარისხის შემცირებას კრებსის ციკლში ჰიპოქსიის პირობებში, ადენოზინტრიფოსფატის და  კრეატინფოსფატის შემცველობის მომატებით და მიტოქონდრიის ენერგომასინთეზირებელი ფუნქციის აქტივაციით, უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციას.

პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურთვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილიზებს სისხლის უჯრედების მემბრანულ სტრუქტურებს (ერითროციტების და თრომბოციტების) ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.

ანტისტრესორული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატოვეგეტაციური დარღვევების ნორმალიზებაში, ძილ-ღვიძლის ციკლების, სწავლის უნარისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში, თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების შემცირებაში.

მექსიდოლს® გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენტური სინდრომის დროს. აღმოფხვრის მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის, ვეგეტაციური ფუნქციების დარღვევას, აგრეთვე, შეუძლია მოხსნას კოგნიციური დარღვევები, გამოწვეული ეთანოლის ხანგრძლივად მიღებით და მისი მოხსნით. მექსიდოლის® გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზატორების, ნეიროლეპტიკების, ანტიდეპრესანტების, საძილე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც მათი დოზების შემცირებისა და გვერდითი ეფექტების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

მექსიდოლი® აუმჯობესებს იშემიზირებული მიოკარდიუმის ფუნქციონალურ მდგომარეობას. კორონარული უკმარისობის პირობებში ზრდის იშემიზირებული მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს კარდიომიოციტების მთლიანობის შენარჩუნებას და მათი ფუნქციონალური აქტივობის მხარდაჭერას. ეფექტურად აღადგენს მიოკარდიუმის შეკუმშვადობას გულის შექცევადი დისფუნქციისას.

გამოყენების ჩვენებები

ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შედეგები, მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევების შემდეგ, სუბკომპენსაციის ფაზაში, პროფილაქტიკური კურსების შემდეგ;
ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმების შედეგები;
ენცეფალოპათიები სხვადასხვა გენეზის (დისცირკულატორული, დისმეტაბოლური, პოსტტრავმული, შერეული);
ვეგეტაციური დისტონიის სინდრომი;
ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიციური დარღვევები;
შფოთვითი აშლილობები ნევროტული და ნევროზის მაგვარი მდგომარეობებისას;

გულის იშემიური დაავადება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
აბსინენტური სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმის დროს ნევროზის მაგვარი და ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი აშლილობებით, პოსტაბსტინენციური აშლილობები;
მდგომარეობები ანტიფსიქოური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ;
ასთენიური მდგომარეობები, აგრეთვე ექსტრემალური ფაქტორების და დატვირთვის ზემოქმედებით სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისათვის;
ექსტრემალური (სტრესორული) ფაქტორების ზემოქმედება.
გამოყენების წესი და დოზები:

შიგნით, 125-250 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ (6 ტაბლეტი). ხანგრძლივი მკურნალობა - 2-6 კვირა; ალკოჰოლური აბსტინენციის კუპირებისთვის - 5-7 დღე. მკურნალობა თანდათან უნდა შეწყდეს, დოზის შემცირებით 2-3 დღის განმავლობაში.

საწყისი დოზა - 125-250 მგ (1-2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 1-2-ჯერ, თანდათან მომატებით თერაპიული ეფექტის მიღებამდე; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ (6 ტაბლეტი).

თერაპიის კურსის ხანგრძლივობა გულის იშემიური დავადების მქონე პაციენტებში არანაკლებ 1,5-2 თვე. განმეორებითი კურსები (ექიმის რეკომენდაციით) სასურველია  ჩატარდეს გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდებში.

გვერდითი მოქმედება:

გულისრევა და პირის სიმშრალე;
ძილიანობა;
ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევები;
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მექსიდოლი® შეთავსებადია ყველა იმ პრეპარატთან, რომლებიც გამოიყენება სომატური დაავადებების სამკურნალოდ. აძლიერებს ბენზოდიაზეპინური პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ანქსიოლიტიკების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების და პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას. ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტებს.

განსაკუთრებული მითითებები

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი. მკურნალობა ასეთ შემთხვევაში იწყება მინიმალური რეკომენდებული დოზებით და მათი შემდგომი მომატებით (გვერდითი რეაქციების არარსებობისას) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.

ავტორანსპორტის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებანი

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ავტორანსპორტის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის დროს.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გვერდითი მოქმედებების გაძლიერება.

მკურნალობა: პრეპარატი დროებით უნდა მოიხსნას. სიმპტომატური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 125 მგ. 10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში 3 ან 5 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა ეროვნულ ენაზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, არაუმეტეს 250C-ზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: დსს „ზიო-ზდოროვიე“, რუსეთის ფედერაცია, 142103, მოსკოვის ოლქი, ქ. პოდოლსკი, ჟელეზნოდოროჟნაიას ქ. 2.

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy